მუსიკით მოყოლილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია

0
2680

,,იქ სადაც სიტყვები ვერაფერს ამბობენ, ყველაფერს ამბობს მუსიკა..”- წერდა ერთი, თქვენ წარმოიდგინეთ და, მწერალი. ჰოდა, მეც არ ვილაპარაკებ ბევრს და ერთად გავიხსენოთ დამოუკიდებელი საქართველოს ჰიტები, ვინ იცის, ეგებ რამე აქვთ სათქმელი:

1. ყველაფერი დაიწყო ტიტებით

2. გაგრძელდა ომით

3. მერე იყო მუქი ფერები და პირველი უკმაყოფილება

4. ამ მუქი ფერების არ შემჩნევა

5. მერე მესიის ლოდინი

6. მერე პირველი პროტესტი… იუმორისტული, მაგრამ მაინც…

7. მერე სერიოზული პროტესტი და  ახალი დღე ახალი იმედებით

8. მერე რეფორმები, ახალი ჰიმნი და ახალი იდეალები


9. მერე გადატრიალების მცდელობა, გათიშული და ისევ ეთერში დაბრუნებული ეთერი

10. მერე ისევ ამაო პროტესტი

10. და მაინც იმედი


11. მერე იმედის გაცრუება და თავის გამხნევება

 12. მერე ,,ბედნიერი ერი” 

13. და ამ ,,ბედნიერების” არ შემჩნევა

14. მერე ქართული ოცნება 

15. მერე ცოცხები და სისტემის რღვევა

16. მერე ამ რღვევის აღნიშვნა

17. და ბოლოს ისევ აგურით ხელში

სატირა გამოვიდა, თანაც სრულიად შემთხვევით…. მაგრამ იქნება კიდევ ბევრი ჰიმნი და ,,ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს” … ომს ვინმესთან კი არა, პირველ რიგში საკუთარ თავთან… ირაკლი შეგნებულად არ ჩავსვი ამ ისტორიაში, რადგან იგი არ ყოფილა ეპოქის გამოძახილი, იგი ქმნიდა ეპოქას, რომელიც დრო სივრცული კონტინუუმიდან სრულიად ამოვარდნილი გახლდათ… ის ამბობდა, რომ მუსიკოსი თავის შემოქმედებაში სულს დებს, რომელიც მისი გარდაცვალების მერე ბოლომდე იხსნება და მსმენელებს კვებავს… ჰოდა, მოვუსმინოთ, ეგებ მოგვცეს ძალა,  ,,მოვერიოთ დაჟანგებულ ფრთებს.”

Dare to fly!