10 რამ, რასაც წარმატებული ადამიანები არასოდეს აკეთებენ

0
1138

 

  1. არ განსაზღვრავენ წარმატებას ფულით

წარმატებული ადამიანების წარმატების საზომი არ  გახლავთ ფული, მათთვის მთავარი სულიერი სიმშვიდე და ბედნიერებაა.

  1. მათ არ იციან ყველაფერი და ამას არ განიცდიან

როგორ კარგადაც არ უნდა ვიცოდეთ რამე, უფრო მეტის გაგება ყოველთვის შეიძლება მის შესახებ – ამის გააზრება ადამიანის ინტელექტუალური  განვითარებისთვის აუცილებელია.

  1. არ აინტერესებთ რას ფიქრობენ მასზე სხვები

ამქვეყნად ბევრი წარუმატებელი ადამიანია, რომელიც ბოროტდება და მერე წარმატებული ადამიანების ლანძღვით იოხებს გულს. წარმატებული ადამიანები მათ ყურადღებას არ აქცევენ. უსმენენ  და უმეგობრდებიან მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებს, ვინც მათ უკეთესობისკენ სწრაფვაში ეხმარება.

  1. არ იღებენ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს

წარმატებული ადამიანები ჯერ კარგად ფიქრობენ, სანამ ნაბიჯს გადადგამენ.

  1. არ უგულვებელყოფენ დაგეგმვის მნიშვნელობას

ისინი აწარმოებენ დღიურს, აქვთ to-do list და ამ გეგმას მიყვებიან

  1. არ იძინებენ სანამ ამ გეგმას არ შეასრულებენ

წარმატებული ადამიანები ხვალისთვის არ დებენ დღეს გასაკეთებელ საქმეებს და ეს მათ ბედნიერებას ანიჭებთ.

  1. არ გეგმავენ ძალიან ბევრს

მათ იციან საკუთარი შესაძლებლობები და ყოველდღიურ საქმიანობასაც ამის მიხედვით გეგმავენ. ისინი არ კბეჩენ იმდენს, რამდენი გადაყლაპვასაც ვერ მოახერხებენ.

  1. არ აქვთ არარეალისტური მიზნები

მათ მარტივი,  დროში გაწერილი, განსაზღვრული და კონკრეტული მიზნები აქვთ. ,,წონაში უნდა დავიკლო“ – ცუდია, ,,წლის ბოლომდე 5 კილოს დავიკლებ“ – კარგი.

  1. უკანასკნელი საათებისთვის არ იტოვებენ საქმეს გასაკეთებლად

ისინი ნელ-ნელა შესვენებებით აკეთებენ საქმეს. ასე ნაკლებ დროში და თან უფრო ხარისხიანად კეთდება საქმე.

  1. მთელ დილას საწოლში არ ატარებენ

ის ვინც დრე დგება გაცილებით უკეთ და მარტივად აკეთებს საქმეს, თანაც ბევრს ასწრებს. ყოველ დღეს ხომ გარკვეული ლიმიტი აქვს. ისინი ღამეებს არ ათენებენ და დილით ადრე იღვიძებენ.

  1. ოჯახზე წინ არავის აყენებენ

წარმატებულმა ხალხმა იცის ოჯახის ფასი. სამსახური მნიშვნელოვანია, მაგრამ საყვარელი ადამიანებივით მნიშვნელოვანი არა.

  1. ისინი ბევრს  არ შრომობენ, უბრალოდ ჭკვიანურად შრომობენ

ისინი ზოგავენ თავიანთ ენერგიას და მინიმალური დანახარჯით აკეთებენ მაქსიმუმს.

  1. ყოველთვის იმას ვერ იღებენ, რაც სურთ და ეს ბუნებრივად მიაჩნიათ

ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ხდება, მაგრამ წარმატებული ადამიანები წარუმატებლობებს გაკვეთილად მიიჩნევენ და არ ნებდებიან.

  1. არ ავიწყდებათ მადლიერების გამოხატვა

ისინი აფასებენ იმას რაც აქვთ და რასაც იღებენ ცხოვრებისგან, ადამიანებისგან.

  1. გულგრილად არ ეკიდებიან სხვის გაჭირვებას

ეს სამყაროს კანონია – რაღაც უნდა გასცე, რომ სანაცვლოდ რამე მიიღო. ეს წარმატებულმა ადამიანებმა კარგად იციან და ამიტომ დაკავებულები არიან კიდეც ქველმოქმედებით.

  1. ისინი არ სვამენ ბევრს

მათ უყვართ განტვირთვა და სასმელიც მშვენიერი საშუალებაა სტრესის მოსახსნელად, მაგრამ არასოდეს სვამენ იმდენს, რომ საკუთარი თავი ვეღარ აკონტროლონ და არაფხიზელ მდგომარეობაში სულელური გადაწყვეტილებები მიიღონ.

  1. არ ეკიდებიან გულგრილად საკუთარ ჯანმრთელობას

ისინი ზრუნავენ საკუთარ სხეულზე და მენტალურ მდგომარეობაზე, სწორად იკვებებიან და ვარჯიშობენ. ისინი ცდილობენ გათავისუფლდნენ მავნე ჩვევებისგან.

   18. არ ივიწყებენ რომ პირადი ცხოვრება აქვთ

კარიერა კარგია, მაგრამ მხოლოდ კარიერით ვერ იცხოვრებ. ამას ყველა წარმატებული ადამიანი ხვდება და პირად ცხოვრებაში სამსახურის გამო პრობლემებს არ იქმნის. მათ ჰყავთ საყვარელია დამიანები, მეგობრები და იციან გართობისა და  განტვირთვის ფასი.

  1. არ ინტერესდებიან სხვისი ცხოვრებით

მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ და ამ ცხოვრების მართვას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ გარეშე პირების ცხოვრების გასარჩევად ვერ იცლიან

  1. არ კმაყოფილდებიან მიღწევას

ისინი გამუდმებულ მოძრაობაში არიან. ,,ცხოვრება ველოსიპედს ჰგავს, თუ გინდა წონასწორობა შეინარჩუნო, წინ უნდა წახვიდე“. ისინი აღწევენ მიზნებს და მერე ახალი მიზნები უჩნდებათ. ისინი მზად არიან ახალ ახალი გამოწვევების მისაღებად და ახალ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და თანაც სიამოვნებას იღებენ პროცესით.

 

Dare to be successful!

წარმატებებს გისურვებთ!