გამოიგონე შენი კუნძული – ფსიქოლოგიური ტესტი

0
642

წესები: ამ ტესტს, როგორც წესი, ფსიქოლოგები თავად უკითხავენ პაციენტს, როცა ის მშვიდად და კომფორტულადაა მოკალათებული დივანზე და თვალები აქვს დახუჭული. თქვენც შეგიძლიათ ვინმეს სთხოვოთ წაკითხვა და ნახევარსაათიანი სეანსი მოაწყოთ – თქვენ ილაპარაკებთ, ის ჩაიწერს. თუმცა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ ამის გაკეთება. გემრიელად მოეწყვეთ, ხელში კალამი და ფურცელი დაიჭირეთ, შეკითხვის წაკითხვის შემდეგ თვალები დახუჭეთ და როცა ყველა კადრი თვალწინ დაგიდგებათ, მერე ფურცელზე გადაიტანეთ. ნუ წაიკითხავთ ყველაფერს წინასწარ და ეცადეთ არ უპასუხოთ ისე, როგორც ფიქრობთ რომ უნდა უპასუხოთ. მიენდეთ წარმოსახვას.

სცენარი: წარმოიდგინეთ, რომ გემით ხართ ზღვაში. გვიან ღამით, უკუნ სიბნელეში თქვენი გემი კლდეს მიასკდება. წყალი დაზიანებულ გემში იწყებს შემოსვლას. იძირება. ზღვა ღელავს. გემი ყირავდება და თქვენ წყალში ვარდებით. როგორღაც ახერხებთ მაშველი რგოლის პოვნას და დახრჩობას გადარჩებით, თუმცა ისეთი დაღლილი ხართ, წყალში დაგეძინებათ. რამდენიმე საათის მერე თვალებს ახელთ და დილის მზეს ხედავთ. თქვენ კუნძულზე გამოგრიყათ ზღვამ.

კითხვები:

  1. როგორი ამინდია, სად ხართ თქვენი აზრით?
  2. რა გაცვიათ ტანზე?
  3. რა სახის მცენარეული საფარია?
  4. რას იქნება შენი პირველი მოქმედება, როგორც კი ნაპირზე ფეხს დაადგამ?
  5. უცებ ხედავთ მაღალ მთას, საიდანაც მთელი კუნძულის დათვალიერება შეგიძლიათ. თქვენ მთაზე ადიხართ და ხედავთ კუნძულის შუაგულში ტყე არის გაკაფული და პატარა ნაკვეთია. თქვენ გადაწყვეტთ, რომ მისკენ წახვიდეთ.თქვენ მთიდან ჩამოხვედით და ტყეში შეხვედით. კუნძული უმეტესად ტყიანია. აღწერეთ ირგვლივ რას ხედავთ, არის თუ არა გაკვალული, არის თუ არა რამე ნიშნები, რა ხდება, რამე დაბრკოლებები თუ გხვდებათ და როგორ მიდიხართ ცენტრამდე.
  6. მიაღწიეთ როგორც იქნა ქალაქის შუაგულს და ხედავთ რომ იმ ნაკვეთზე სახლი დგას. აღწერეთ სახლი. როგორია? რა სიმაღლისაა?
  7. სახლს გარს უვლით და მის ყოველ დეტალს აკვირდებით. მერე გადაწყვეტთ შიგნით შეიხედოთ, ამიტომ ცენტრალური შესასვლელისკენ გაემართებით. რას ხედავთ? რას აკეთებთ? შედიხართ? რა გზით შედიხართ?
  8. შეხვედით. როგორია შიგნით? აწერეთ ინტერიერი.
  9. საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ ისევ გარეთ გამოდიხართ, ნაკვეთს ტოვებთ და კუნძულის სიღრმეში შედიხართ. უცებ ხედავთ წყალს. რას აკეთებთ?
  10. ვაგრძელებთ გზას. მიაბიჯებთ ტყეში და უცაბედად წინ უზარმაზარ ქვის კედელს გადააწყდით, რომელიც კუნძულს ორად ჰყოფს. რა სიმაღლისაა? რას აკეთებთ?

პასუხების ანალიზი