კაცობრიობა დიდი ხანია ტელეპორტირებაზე ფიქრობს. გახდება კი ეს შესაძლებელი? ექპერიმენტები უკვე ხორცილედება. რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება ადამიანების ტელეპორტაცია, მაგრამ მეცნიერები მუშაობენ პატარა ნაწილაკების და სინათლის შემადგენელი ფოტონების ამ მეთოდით გადაადგილებაზე.
კვანტური თეორიიდან გამომდინარე ნაწილაკებს ჰყავთ მეწყვილე ნაწილაკები, რომლებიც ერთმანეთთან ჩახლართვის შემდეგ მუდმივად ინარჩუნებენ კავშირს. კილომეტრებითაც რომ დააშორო ისინი ერთმანეთს, შეიცვლება ერთი და შესაბამისად შეიცვლება მეორე. საინტერესოა რამდენადა შეგვიძლია ამ თვისებების ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება?
ტელეპორტაცია გადის შემდეგ ეტაპებს:
1) ლა-პალმას კუნძულზე მდებარე ლაბორატორიაში ხდება ერთნეთში ჩახლართვა წყვილი ფოტონის.
2) ერთ მათგანს ამავე კუნძულზე ტოვებენ, ხოლო მეორეს კილომეტრებით აშორებენ მას.
3) შემდეგ უკვე შემოდის მესამე ფოტონი, რომლის ტელეპორტაციაც არის განსაზღვრული.
4) ეს მესამე ფოტონი ურთიერთქმედებს ლა-პალმაზე დარჩენილ ფოტონთან.
5) ამ დროს კი ჯგუფი ადარებს ორი ნაწილაკის მდგომარეობას.
6) და აი სასწაულიც — ამ პროცესში შეიძლება კილომეტრების მოშორებით მყოფი ნაწილაკის გარდაქმნა მესამე ფოტონის ზუსტ ასლად.
როგორც ვხედავთ ნაწილაკი ტელეპორტირდა სივრცეში გადანაცვლების გარეშე. პროცესის შინაარსობრივი მხარე ასეთია — მესამე ფოტონიდან ამოღებული ინფორმაციის წყალობით ხდება ანალოგიურს ფოტონის სულ სხვა ადგილას გაჩენა.
საინტერესოა, ჩვენ ხომ ამ ნაწილაკების მთლიანობა ვართ. რამდენად შესაძლებელია ჩვენი ტელეპორტირება? წარმოიდგინეთ ნაწილაკების ორი კამერა — ერთი თქვენთან ახლოს, მეორე იქ სადაც ტელეპორტირება გსურთ. ამ კამერების ნაწილაკების ურთიერთგადახლართვა უკვე მომხდარია. თქვენ ამ კამერაში შეხვალთ, იგი სკანერის პრინციპით აიღებს ინფრომაციას თქვენი ნაწილაკების შესახებ და გადააგზავნის თავის მეწყვილე ნაწილაკებთან, სადაც შედარების პროცესი მიდის. მოგვიანებით კი ამ მონაცემების გამოყენებით თქვენი სხეული მთელი სიზუსტით აეწყობა დანიშნულების ადგილას. ნაწილაკებმა კი არ იმგზავრეს, არამედ მათი რეკონსტრუქცია მოხდა. იქ, საიდანაც გადაადგილდით თქვენი სხეული უბრალოდ დაიშლება.
ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა, მაგრამ საკითხავია იქნება თუ არა ტელეპორტირებული პიროვნება იგივე ადამიანი, რაც ამ პროცესამდე იყო? საქმე ისაა, რომ მთელი თქვენი განსაკუთრებულობა განისაზღვრება არა ფიზიკური ნაწილაკებით, არამედ იმ ინფორმაციით, რასაც ეს ნაწილაკები თქვენზე შეიცავენ. ეს ინფრომაცია კი დეტალურად გადადის ერთი ობიექტიდან მეორეზე. შესაბამისად აქ პიროვნულობას საფრთხე სულაც არ ემუქრება. თუ ეს შესაძლებელი გახდა ოდესმე, ადამიანი გადაადგილდება წამიერად, კომფორტულად, ზედმეტი ძალისხმევის და მგზავრობის გარეშე. მომხიბვლელი იდეაა. რატომაც არა?
p.s. ტელეპორტირებით დროში მოგზაურობაც გახდება შესაძლებელი. 🙂
FABRIC OF THE COSMOS-ის მიხედვით
ელა