თანამედროვე სამყაროს სიგიჟე და შოკისმომგვრელი აღმოჩენები

0
3339

 

კვანტური თეორია ეს არის სამყაროს აღქმაში ნამდვილი, შოკისმომგვრელი რევოლუცია. იგი ნებისმიერ სხეულს ეხება – ქვას, ხეს, შენობას, პლანეტას, მე და თქვენ, რადგან ჩვენ ყველანი ნაწილაკებისაგან შევდგებით. ის კი სწორედ ამ ნაწილაკების ბუნების გარკვევას ცდილობს. მართალია ერთეულები არიან, მაგრამ სწორედ ისინი მართავენ უზარმაზარ სისტემებს.

stock-footage-atomic-particles-abstract-animation-motion-background

ისინი გაცილებით თავისუფალნი არიან, ვიდრე ჩვენ როგორც მთლიანობა, რადგან ჩვენ ყველანი გრავიტაციასა თუ სხვა ბუნების კანონებზე ვართ დამოკიდებული.

ეს რევოლუცია დაიწყო სრულიად შემთხვევით. 1900 წელს მაქს პლაკმა სითბურ გამოსხივებაზე მუშაობისას დაუშვა, რომ სინათლე უწყვეტად კი არ გამოსხივდებოდა, როგორც ამას კლასიკური ფიზიკა თვლიდა, არამედ გარკვეული პორციებით — კვანტებით.

მოკლედ, საუბარი იმაზეა, რომ ამ უმცირეს ნაწილაკებს თავისი წესები აქვთ. ისინი ამჟღავნებენ ჩვენი რეალობისათვის წარმოუდგენელ და ჯადოსნურ უნარებს. აი ისინიც:

1) ჯადოსნური უნარი — აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ.

როგორები ვიქნებოდით ჩვენ იმ ნაწილაკების თვისებებს, რომ ვატარაბდეთ, რომლებისაგანაც შევდგებით? —  ერთდროულად შევძლებდით რამდენიმე ადგილზე ყოფნას, ვიმოძრავებდით ძალიან სწრაფად (იქნებ ეს ასეც არის, რაღაცასთან მიმართებაში ჩვენც ხომ ნაწილაკები ვართ). ,,კატა ერთდროულად ცოცხალიც არის და მკვდარიც”.

5320_5

2) უნარი — მყარიც ვარ და თხევადიც.

ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ ნაწილაკები არა მყარი სხეულის, არამედ ტალღების თვისებებს ავლენდნენ. მოკლედ, ჩვენს რეალობაში რომ წარმოვიდგინოთ იგივე — ქვა და წყალი ერთნაირ თვისებებს გამოავლენს.

waves

 

3) უნარი — დედამიწავ, აბა შენ გადახტი ორბიტიდან.

ატომის ბირთვის გარშემო მოძრავ ელექტრონებს აქვთ ერთი ორბიტიდან მეორეზე გადახტომის უნარი — იგივეა, რომ დედამიწამ, ან მზის სისტემის რომელიმე პლანეტამ ორბიტა შეიცვალოს. ამას ეწოდა კვანტური ნახტომი. ელექტრონი კი, თავის მხრივ, მხოლოდ იმ ორბიტებზე უნდა იყოს, რომელსაც მისი ენერგია შეესაბამება.

0

 

4) უნარი — მე ჩემს მეწყვილეს მთვარიდანაც შევცვლი.

კარგად ცნობილი პეპლის ეფექტი მთავარი კანონია ამ ნაწილაკებისათვის — ერთგან მომხდარი უმნიშვნელო ცვლილება გავლენას ახდეს სულ სხვაგან.

1935 წელს აინშტაინს შემოაქვს ელექტრონული ბრუნვის თეორია, რომლის მიხედვით — ერთმანეთთან ახლოს მყოფი ორი ნაწილაკი შეიძლება გადაიხლართოს და თვისებები გაერთიანდეს, ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს რომც დააშოროთ, მაინც ერთმანეთთან დაკავშირებული და ჩახლართულები დარჩებიან. ( კვატური დაბრკოლება)

Mezzanine_197.jpg.fit.344x192

ბორი თვლიდა, რომ ეს წყვილი ნაწილაკები რამდენადაც არ უნდა დააშოროთ ერთმანეთს, მთვარეზეც რომ გაგზავნოთ ერთი მათგანი, თუ ერთზე რაიმე ზემოქმედებას მოახდენ ის აუცილებლად აისახება მეორეზე. აინშტაინი მათ წარმოსახავდა, როგორც წყვილ ხელთათმანს, თუ აქ მარჯვენა გაქვს, სადღაც იქ მარცხენა იქნება. იგი თვლიდა, რომ ელექტრონის ბრუნვა გამოწვეული იყო მკაცრად განსაზღვრული წესით, ბორისთვის ეს ყველაფერი განუსაზღვრელობა იყო, თუმცა ამ მეწყვილეების არსებობას არც ერთი მათგანი არ უარყოფდა.

აინშტაინი ისე გარდაიცვალა, რომ ფიქრობდა კვანტური მექანიკა არასრულყოფილი იყო, მოგვიანებით კი ირლანდიელმა ფიზიკოსმა ჯონ ბელიმ მათემატიკური გზით აჩვენა, რომ თუკი ნაწილაკებს შორის კავშირი არ არსებობდა, კვანტური მექანიკა არათუ არასრულყოფილი, არამედ სრულიად მცდარი იყო.

საბოლოოდ მრავალჯერადი ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ მეწყვილეები შორ მანძილზეც კი ინარჩუნებდნენ ურთიერთკავშირს და ერთის გარდაქმნა გავლენას ახდენდა მეორეზე.

5) მე არ ვცნობ არავითარ წესრიგს ალბათობის გარდა.

აინშტაინის და ნილს ბორის შერკინება სწორედ ამ საკითხზე მოხდა. აინშტანი თვლიდა, რომ წესრიგი მკაცრად იყო განსაზღვრული და სამყარო შემთხვევითობის იმედზე არ ჰყავდა მიშვებული ღმერთს. კვანტური მექანიკა კი სრულ განუსაზღვრელობაში ეშვებოდა — სამყაროში ყველაფერი ამ ნაწილაკებისაგან შედგება და თუ მათ ალბათობა მართავს, შესაბამისად არავითარი განსაზღვრულობა არ არსებობს.

აინშტაინი — ღმერთი კამათელს არ აგორებს!

ნილს ბორი — შეწყვიტე ღმერთისათვის მითითებების მიცემა!

albert

აღმოჩნდა, რომ ნილს ბორი მართალი იყო და ელექტრონები ემორჩილებოდნენ მაშინდელი ფიზიკისათვის სრულიად უცხო კანონებსა და ნორმებს.

თუ დროის ამ მომენტში ჩვენ ფაქტიურად სასწაულს მოვახდენთ და განვსაზღვრავთ სამყაროს მდგომარეობას სრულად, ნაწილაკების დონეზე, ჩვენ შევძლებთ ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი და აღვადგინოთ წარსული მთელი სიზუსტით. დამშვიდდით, ეს შეუძლებელია, რადგან ამის გამოთვლას სჭირდება ამოუწურავი რაოდენობის ურთულესი განტოლებები.

ამას ადასტურებს ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპიც, რომელიც ამბობდა, რომ შეუძლებელია ზუსტად გავზომოთ ნაწილაკების მდებარეობა და სიჩქარე — რაც უფრო მეტი სიზუსტით განვსაზღვრავთ სიჩქარეს, მით ნაკლებად განვსაზღვრავთ მის მდებარეობას.

როგორც ვხედავთ ნაწილაკების წესრიგი აბსოლუტურად პარადოქსულია ჩვენს რეალობასთან მიმართებაში.

მეცნიერებმა მრავალი ექსპერიმენტით დაადასტურეს, რომ ეს უჩვეულო კანონები სინამდვილეში მუშაობენ.

ჯერჯერობით არავინ იცის რატომ ქრება კვანტური კანონები მაკროსკოპულ დონეზე, ანუ ჩვენ რატომ არ ვიქცევით იმ ნაწილაკების მსგასად, რომლებისაგანაც შევდგებით. მეცნიერები სწორედ ამაზე მუშაობენ აქტიურად დღემდე. მათი ნაწილისავის კვანტურ კანონებს რაღაც ერთი დეტალი აკლია. ბევრი მათგანის აზრით ჩვენ ვარსებობთ პარალელურ სამყაროებში და ამ ფორმით ვართ სხვადასხვა ადგილზე ერთდროულად. წარმოიდგინეთ, ადამიანი რთული არსებაა, რომელსაც აქვს უამრავი სახის უნარი და პოტენცია და ამის რეალიზებას ერთი ცხოვრება არ ჰყოფნის, ამ დროს კი შეიძლება არსებობდეს პარალელური სამყაროები, სადაც იგი საკუთარი თავის სრულად გამოვლენას ახდენს.

Fabric of the Cosmos Universe or Multiverse 2

აი ასეთ არაორდინალურ სინამდვილეს გვთავაზობს მიკრო სამყარო და წარმოსახვას კვებავს. წარმოსახვას, რომლისთვისაც არ არსებობს საზღვრები. ,,ლოგიკას მიჰყავხარ A-დან B-მდე, წარმოსახვას ყველგან” — აინშტანი.

იქნებ მართლა ცხოვრობს პარალელურად თითოეული ჩვენგანი უამრავი ცხოვრებით. იქნებ ესაა ღმერთის ჩანაფიქრი. მაშინ, როცა დრო არც არსებობს, ერთდროულობაც პირობითია და ყველაფერი ფარდობითია. მშვენიერი იდეაა.  რატომ? რატომაც არა!

FABRIC OF THE COSMOS-ის მიხედვით
ელა