ალბერტ აინშტაინის სახელი ყველა ჩვენგანს სმენია. ვიცით მისი გენიალობის და უნიკალური გონებრივი შესაძლებლობების შესახებ. მაგრამ მაინც რატომ იყო იგი შეფასებული გენიოსად? რა შესთავაზა მან კაცობრიობას ისეთი უნიკალური, რევოლუციური და განსაკუთრებული, რამაც სრულიად შეცვალა სამყაროს მანამდელი აღქმა?
მივყვეთ თანმიმდევრობით:
1) ფარდობითობის სპეციალური თეორია
მანძილი ფარდობითია და დროც ფარდობითია და ერთდროულობაც ფარდობითია… ანუ ყველა მათგანს გააჩნია.
ეს იყო კლასიკური ფიზიკის წარმოდგენების ნგრევა სივრცესა და დროზე. მოკლედ რომ ვთქვათ, სიტყვა ,,გააჩნია” საბედისწერო მნიშვნელობას იძენს. სივრცისა და დროის აღქმისას გააჩნია ვინ აღიქვამს, საიდან და რა პოზიციიდან, მისი რეალობაც სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარე არსებობს — საგანს, რომელიც ოთახშია ყველა იმ კუთხიდან ხედავს, სადაც თვითონ დგას. ყველაფერი დამოკიდებულია ათვლის წერტილზე.
დრო და სივრცე ფარდობითია — თუ სადმე მიიჩქარით საათი გაცილებით ნელა მოძრაობს, თუ დგეხართ დრო ჩქარდება. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მოძრაობის სიჩქარე (რაც არ უნდა სწრაფად ვმოძრაობდეთ) არც ისე დიდია, დროის ჩამორჩენაც უმნიშვნელოა, მაგრამ სინათლის სიჩქარით გადანაცვლებისას დრო საერთოდ ჩერდება.
დავუშვათ შესძელით სინათლის სიჩქარით მოძრაობა სამყაროში და შემდეგ დაბრუნდით დედამიწაზე… აღმოაჩენთ, რომ თქვენთვის ძალიან ცოტა დროა გასული, აქ კი ხალხი დაბერებული დაგხვდებათ.
მაგრამ სინათლის სიჩქარით ( 300 000 კმ/წმ) ადამიანის მოძრაობა წარმოუდგენელია, სინათლის სიჩქარით მხოლოდ იმ ნაწილაკს შეუძლია იმოძრავოს, რომლის მასაც ნულის ტოლია. სინათლის სიჩქარეზე დიდი სიჩქარე არ არსებობს.
( არც ისე დიდი ხნის წინ იყო საუბრები, რომ ერთ-ერთმა თითქმის უმასო ნაწილაკმა ნეიტრინომ დეტექტორზე სინათლის სიჩქარეს გადაასწრო, თუ ეს დადასტურდა დღევანდელი ფიზიკის ამობრუნება იქნება.)
ერთდროულობა ფარდობითია — დავუშვათ ოთახში აანთეთ სინათლე, თქვენს ირგვლივ ყველაფერი ერთდროულად განათდება, მაგრამ ადამიანისათვის, რომელიც შეღებული კარების მიღმა დგას პირველ რიგში განათდება მხოლოდ ოთახის ის ნაწილი, რასაც თავად ხედავს. მოკლედ ყველაფერი დამოკიდებულია ათვლის სიტემის არჩევაზე.
2) ფარდობითობის საერთო თეორია
სივრცე და დრო ერთი ობიექტია და ისინი არ არიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელნი.
1915 წელს გამოქვეყნდა აინშტაინის ფარდობითობის საერთო თეორია. აქ ფარდობითობის სპეციალურ თეორიას ახალი ელემენტები შეემატა. ნიუტონმა, რომელმაც გრავიტაცია აღმოაჩინა იმ ცნობილი ვაშლის წყალობით, მართალია იცოდა, რომ გრავიტაცია არსებობს როგორც ძალა, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა რა იყო გრავიტაცია. ამასთან, მას სივრცე, რომელშიც მთელი სამყარო ცხოვრობს სიბრტყედ მიაჩნდა. აინშტაინმა მივიდა შემდეგ დასკვნამდე — სივრცე არ არის ბრტყელი და მას ამრუდებს ის ენერგია თუ მატერია, რომელიც მასში არსებობს.
სივრცე დრეკადია და მას დიდი ზომის და მასის სხეული ზნიქავს, ამიტომ ამ სხეულის გარშემო არსებული გაცილებით მცირე ზომის სხეულები მას იმ ორმოში მიჰყვებიან, რომელიც საკუთარი სიმძიმით შექმნა სივრცის ბადეზე. სწორედ ეს ქმნის გრავიტაციას. ვიზუალიზაციისთვის იხილეთ სურათი:
როგორც ვხედავთ გრავიტაციული ველი სივრცე-დროის მთლიანობის გამრუდები შედეგია.
საინტერესოა აინშტაინის კიდევ ორი წინასწარმეტყველება, რომლებიც მოგვიანებით დადასტურდა — მძიმე მასის სხეულის მახლობლად გავლისას სინათლის სხივიც გადაიხრება და ატომის მიერ გამოსხივებული სინათლის სიხშირეც მცირდება ძლიერ გრავიტაციულ ველში.
გრავიტაციული ველის განტოლებები მთელ სამყაროსთან მიმართებაში გამოიყენა და ამით საფუძველი ჩაუყარა რელატივისტურ კოსმოლოგიას.
მაინც რა დაავადებაა ეს შავი ხვრელი? ჩამქრალი ვარსკვლავები იმდენად შეკუმშულია, რომ მათი მასა წარმოუდგენლად იზრდება, რაც საერთოდ ხევს სივრცე-დროის ქსოვილს და უკვე მასში ჩავარდნილი სხეული საერთოდ ქრება ამ სამყაროდან, ანუ ჩვენი ხედვიდან… ეს ხომ გარღვეული სივრცეა.
მასიური ვარსკვლავები ძალიან ამრუდებენ სივრცეს. შავ ხვრელში კი ნებისმიერი ინფრომაცია უჩინარდება.
კვანტურ თეორიაში თუ ტალღურ ფუნქციას მაინც ვითვლით, ამ შემთხვევაში ინფორმაცია სრულაიდ ქრება.
ელა