დოსტოევსკის  27 გენიალური ფრაზა

0
16536

,,- დოსტოევსკი მოკვდა!

– პროტესტს ვაცხადებ, დოსტოევსკი უკვდავია!”

მიხეილ ბულგაკოვი; ,,ოსტატი და მარგარიტა”

  1. ადამიანი საიდუმლოა და მე ძალიან მინდა ამ საიდუმლოს ჩავწვდე, იმიტომ რომ მეც მინდა ვიყო ადამიანი.
  2. ადამიანი მისი სიცილითაც შეგიძლია გამოიცნო. თუკი ადამიანის სიცილი მოგეწონა, სხვა რომ არაფერი იცოდე მის შესახებ, შეგიძლია დარწმუნებული იყო მის კარგ ადამიანობაში.
  3. გიყვარდეს ადამიანი ისეთი, როგორიც არის, შეუძლებელია. გიყვარდეს, ნიშნავს ხედავდე ისეთს, როგორიც ის ღმერთმა ჩაიფიქრა.
  4. თუ გინდა რომ არავინ დაგიჯეროს, საკუთარი თავი უნდა ითამაშო.
  5. არასოდეს მოატყუო საკუთარ თავს. ის, ვინც საკუთარ თავს ატყუებს, ვეღარ ხედავს სიმართლეს საკუთარ თავში, ან მის გარშემო და საკუთარი თავის და გარშემომყოფების პატივისცემას კარგავს. ის, ვინც პატივისცემას კარგავს, კარგავს სიყვარულის უნარს.
  6. ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგიძლია.
  7. ბედნიერება უბედურების მიზეზის მიხვედრაა.
  8. ადამიანი მძიმე დღეებს ითვლის, ბედნიერ დღეებს არასოდეს.
  9. ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, მისი მიღწევის მცდელობაშია.
  10. ორიგინალობის ნაკლებობა ყველა დროში წარმატებული და პრაქტიკული ადამიანის უმთავრეს თვისებად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ მშობლებიც მთელი თავისი არსებით ცდილობენ გახადონ შვილები რაც შეიძლება ჩვეულებრივები.
  11. საკუთარი გზით არასწორად სიარული სჯობს, სხვისი გზით სწორად სიარულს.
  12. ხანდახან ადამიანებს მგზნებარედ და მთელი არსებით უყვარდებათ ტანჯვა.
  13. თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულერთია.
  14. ტანჯვა და ტკივილი გონიერი და ღრმა ადამიანის თანმდევია მუდამ. რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო დიდია მისი ამქვეყნიური სევდა.
  15. მშვენიერება მისტიკური და ამავე დროს საშინელია. თითქოს ღმერთი და ეშმაკი ებრძვის აქ ერთმანეთს, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.
  16. თუკი ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი დასაშვებია.
  17. მე ვიცი, რომ მზე არსებობს, თუნდაც ვერ ვხედავდე მას და ამის ცოდნაა სიცოცხლე.
  18. რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო კაშკაშებენ ვარსკვლავები. რაც უფრო ღრმაა სევდა, მით უფრო ახლოს არის ღმერთი.
  19. მთელი უბედურება ის არის, რომ ზოგს საერთოდ არ სწამს ღმერთის, ზოგს კი ისე ძალიან სწამს ადამიანის მოკვლის დროსაც ლოცულობს.
  20. ადამიანების არსებობის უმთავრესი იდეა სიცოცხლე კი არა იმის პოვნაა, რისთვისაც იცოცხლებს.
  21. ჭკვიანი კაცი ის არის, ვინც თვეში ერთხელ მაინც უწოდებს საკუთარ თავს სულელს.
  22. ადამიანებს ყველაზე მეტად ნაბიჯის გადადგმის და ახალ სამყაროში შესვლის ეშინიათ.
  23. სულელების სამოთხეში ბედნიერებით ტკბობას, მწარე სიმართლით განცდილი უბედურება სჯობს.
  24. ერთხელ მეძლევა სიცოცხლე და საყოველთაო ბედნიერებისთვის ლოდინი არ მსურს. მინდა ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო.
  25. მთელი ქვეყანა ჯოჯოხეთში წასულა, მე ჩემს ფინჯან ჩაის მაინც შევექცევი.
  26. არ ეშინია მხოლოდ სულელს. ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის ლაჩარი არ არის.
  27. ძალაუფლება მხოლოდ იმათ ეძლევათ, ვისაც ჰყოფნის მისი ხელში აღების გამბედაობა. მხოლოდ ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა, ერთადერთს: უნდა შეგეძლოს გაბედვა!

გაბედე გაბედვა!

Dare to dare!