1. გახელილი თვალებით მეოცნებე იმის მოწმეა, რასაც დახუჭული თვალებით მეოცნებე ვერასოდეს დაინახავს.
2. ინტელექტის ყველაზე მაღალი კატეგორია, ყოველთვის ზემათემატიკურია.
3. მეცნიერებამ აქამდე ვერ გვასწავლა, რომელი უფრო ამაღლებულია – სიგიჟე თუ სიჭკვიანე.
4. ამბიციების არაფრად ჩაგდება – აი, რაში უნდა ვეძებოთ, ბედნიერების არსებითი პრინციპები ამ მიწაზე.
5. ადამიანის თავისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა, ამის გამო სიკვდილისთვის მუდმივი მზადყოფნაა.
6. ის რაც სიგიჟეში გერევათ – სინამდვილეში, შეგრძნებებით ექსტრემალური ტკბობაა.
7. არ ვენდობი ადამიანის სრულყოფილებას. იგი, ახლა უფრო აქტიურია , მაგრამ არა უფრო ბედნიერი და არც იმაზე ჭკვიანი, როგორიც 6000 წლის წინ იყო.
8. მე გიჟებს ძალიან ვენდობი – შენი თავისადმი ნდობა – ასე უწოდებენ ამას, ჩემი მეგობრები.
9. საზღვარი, რომელიც სიცოცხლეს სიკვდილისგან ყოფს, საუკეთესოდაა დაჩრდილული და გაბუნდოვანებული. ვის შეუძლია თქვას – სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე?
10. წლების წინ მოდა იყო – ერთი ნახვით შეყვარების, როგორც სასაცილო ფანტაზიის -აბუჩად აგდება. მაგრამ, ის ადამიანები, რომლებიც სიღრმისეულად ფიქრობენ და გრძნობენ, ყოველთვის აღიარებდნენ მის არსებობას.
11. ცხოველის უანგარო სიყვარულში, მის თავგანწირვაში, არის რაღაც ისეთი, რაც პირდაპირ ხვდება იმის გულში, ვისაც მუდმივად ჰქონია საშუალება, ბუნებრივი ადამიანის მეწვრილმანე მეგობრობა და სუსტი ერთგულება გამოეცადა.
12. დღისით მეოცნებეებმა, ღამით მეოცნებეებზე მეტი იციან. ისინი, მზერით მარადისობის ციალს იჭერენ.
13. ნამდვილ მეოცნებეებს არასოდეს სძინავთ.
14. ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვგავართ, მხოლოდ სიზმარია სიზმარში.