აქ ყველაფერი ძალიან ლამაზია – დიდი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები სიკვდილის წინ

0
5707

ნოსტრადამუსი: ხვალ, განთიადისას მე აქ აღარ ვიქნები. ის მართალი აღმოჩნდა.

ართურ კონან დოილი 71 წლის ასაკში თავის ბაღში მოკვდა. მან ცოლს შეხედა და უთხრა: შენ მშვენიერი ხარ, მერე კი თავი დაჰკიდა და სუნთქვა დალია.

ედვარდ მაროუს უკანასკნელი სიტყვები ცოლის მიმართ იყო. იგი ხელზე მოეფერე მეუღლეს დ აუთხრა: ჩვენ ძალიან გაგვიმართლა“

ერნესტ ჰემინგუეიმაც ცოლს მიმართა თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე: ღამე მშვიდობისა, ჩემო კნუტო!

რაინერ მარია რილკე: მე არ მინდა ექიმის ხელებში სიკვდილი, მე საკუთარი თავისუფლება მინდა

ელვის პრესლი: აბაზანაში შევდივარ წასაკითხად

ალფრედ ჰიჩკოკი: არავინ იცის დასარული. თუ გინდა რომ გაიგო რა ხდება სიკვდილის შემდეგ, უნდა მოკვდე, თუმცა კათოლიკეებს მაინც აქვთ რაღაცის იმედი.

ლენინმა უკანასკნელად ძაღლს მიმართა: აი, ძაღლი! – შეაქო მან ცხოველი, რადგან მკვდარი ჩიტი მოუყვანა.

ისააკ ნიუტონი ძალიან მშვიდი და თავმდაბალი იყო სიკვდილის წინ:მე არ ვიცი, როგორ აღმიქვამს სამყარო, მაგრამ თავად საკუთარ თავს ზღვის ნაპირას მოთამაშე პატარა ბიჭუნას ვამსგავსებ, რომელიც თავს ფერად ფერადი კენჭებისა და არაჩვეულებრივი ნიჟარების პოვნით ირთობდა და ჭეშმარიტების ოკეანე სრულიად გამოუკვლევი დარჩა.

ამაზე უფრო თავმდაბალი და ზედმეტად თავმდაბალიც იყო ლეონარდო და ვინჩი. მისი უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: მე შეურაცხვყავი ღმერთი და კაცობრიობა, რადგან ვერ მივაღწიე შემოქმედებაში იმას, რისი მიღწევაც შემეძლო.

რიჩარდ ფეიმანის, ფიზიკოსის, მწერლის, მუსიკოსის და მოგზაურის უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: ეს სიკვდილი ძალიან მოსაწყენია.

უინსტონ ჩერჩილი: ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა.

ჯოან კროუფორდმა უკანასკნელად მოსამსახურეს მიმართა, რომელიც მისთვის ლოცულობდა. მან უთხრა: ეშმაკმა დალახვროს, როგორ ბედავ, როგორ ბედავ ღმერთს თხოვო, რომ დამეხმაროს.

ჯეიმს ბრაუნი: ამაღამ მივდივარ.

სტივ ჯობსის დის მონათხრობის მიხედვით, იგი სიკვდილის წინ იმეორებდა: “Oh wow. Oh wow. Oh wow.”

კურტ კობეინი უკანასკნელ წერილს ასე ამთავრებდა: ჯობია აფეთქდე, ვიდრე ჩაქვრე.

სალვადორ დალი: ვერ დავიჯერებ ჩემს სიკვდილს.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი: კომედია დამთავრდა. ტაში ბატონებო.

შარლოტა ბრონტე საკუთარ ქმარს: მე არ ვკვდები, არა? ღმერთი ჩვენ არ დაგვაშორებს.

შენც ბრუტუს? – გაიუს იულიუს კეისარი

მე ცოცხალი ვარ – ლახვარჩაცემული კალიგულა.

ჩეხოვი: ვკვდები, არადა რამდენი ხანია შამპანური არ დამილევია.

ჩარლზ დარვინი: ერთადერთი არ ვარ, ვისაც სიკვდილის ეშინია.

თომას ედისონი: აქ ძალიან სილამაზეა.

ერნესტო ჩეგევარა: ვიცი რომ ჩემს მოსაკლავად მოხვედი. მიდი, ლაჩარო მესროლე, შენ მხოლოდ კაცს მოკლავ, მე ვერა.

ლუი მეთოთხმეტე: რა გატირებს? გეგონა უკვდავი ვიყავი?

კარლ მარქსი თავის მომვლელს გაუბრაზდა რომელმაც თხოვა უკანასკნელი სიტყვები ეკარნახა მისთვის ჩასაწერად: ახლავე გადი აქედან, უკანასკნელ სიტყვებს სულელები ამბობენ, ვინც ცხოვრებაში ვერაფრის თქმა მოასწრო.