12 რამ, რაც ბებიაჩემმა გარდაცვალებამდე მირჩია

0
1432

 

ბებია ზელდამ, რომელიც გარდაიცვალა 90 წლის ასაკში, დამიტოვა ყუთი თავისი  ნივთებით. ამ ნივთებს შორის იყო ძველი ტყავის წიგნაკი სახელწოდებით — ,,დღიური შთაგონებისთვის.”

ცხოვრების მეორე ნახევარში იგი წერდა ამ დღიურში აზრებს, იდეებს, ციტატებს და სიმღერის ტექსტებს. ერთი სიტყვით ყველაფერს, რაც მისი შთაგონების წყარო შეიძლება გამხდარიყო. როცა მე უკვე წამოვიზარდე, მახსოვს როგორ მიკითხვადა თავისი დღიურიდან. ვუსმენდი და ვუსვამდი შეკითხვებს. გულწრფელად მჯერა, რომ ისეთი როგორიც ახლა ვარ ჩამოყალიბდი სწორედ იმ სიბრძნის წყალობით.
მინდა გაგიზიაროთ ნაწყვეტები ამ დღიურიდან, რომელიც 12 პუნქტად ჩამოვაყალიბე.

 

1) ამოისუნთქე წარსული, ჩაისუნთქე მომავალი.

არ აქვს მნიშვნელობა ახლა სად ხართ და ცხოვრებაში რისი გადატანა მოგიწიათ, ყოველთვის გჯეროდეთ, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა. არასოდეს არ მოითხოვოთ და არც ელოდოთ სხვებისაგან. გააკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ და დანარჩენი ბედს მიანდეთ. როგორც კი იმას გააკეთებთ, რაც შეგიძლიათ, მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს, ან სულ მცირე თქვენ დაინახავთ როგორ და საით გადადგათ შემდეგი ნაბიჯი.

 

2) ცხოვრების გამარტივება შეიძლება.

კონცენტრირდით ერთ საგანზე, არ არის აუცილებელი ყველაფერი ერთბაშად და მაშინვე გააკეთოთ. ისუნთქეთ, იცხოვრეთ და გააკეთეთ ის, რაც ამ წუთში თქვენს ცხვირწინაა. ახლა რასაც დააბანდებთ ცხოვრებაში, იგი გარკვეული დროის შემდეგ უკან დაგიბრუნდებათ.

 

3) სხვებმა ან მიგიღონ ისეთი, როგორიც ხართ, ან იარონ სხვა გზით.

ილაპარაკეთ სიმართლე, მაშინაც კი თუ ხმა გიკანკალებთ. თუ ყოველთვის იქნებით ის, ვინც ხართ ყველგან შესძლებთ თქვენი წილი სილამაზის მიტანას და გავრცელებას. იმ სილამაზის, რომელიც ერთადერთია სამყაროში. იარეთ თქვენი გზით და ნუ ელოდებით სხვებისაგან, რომ გაგიგებენ. მით უფრო, თუ მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რა მიმართულებით მოძრაობთ.

 

4) თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც ადრე იყავით და ეს სავსებით ნორმალურია.

ცხოვრებაში ბევრჯერ დაეცით და წამოდექით ფეხზე. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ყოფილიყავით ის, ვინც ახლა ხართ. გასული წლების განმავლობაში ბევრი ისეთი რამ გადაიტანეთ, რამაც თქვენი ღირებულებები გადააფასა. გაიარეთ ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილი და ამან გაგაძლიერათ შინაგანად. დრო მიდის და ერთ ადგილზე არაფერი დგას, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი მაინც მიგანიშნებთ, რომ თქვენ შეიცვალეთ. უპასუხეთ მათ — ,,ბუნებრივია შევიცვალე, ცხოვრების წესი ასეთია, მაგრამ მე ისევ ის ადამიანი ვარ, უბრალოდ გაცილებით ძლიერი.”

 

5) ყველაფერი, რაც ხდება გვეხმარება პიროვნულ ზრდაში, თუნდაც ახლა ეს რთული გასაგები იყოს.

გარემოებები მუდმივად შეიცვლება და ეს ცვლილებები თქვენს სრულყოფას შეუწყობს ხელს. რასაც არ უნდა აკეთებდეთ არ დაკარგოთ იმედი, ყველაზე სუსტი ძაფი გადაიქცევა ყველაზე გამძლე თოკად. ნუ გააძევებთ იმედებს, დაიჯერეთ, რომ ეს კიდევ არაა თქვენი ისტორიის დასასრული და ბოლოს მიაგნებთ თქვენს მყუდრო ნაპირს.

 

6) არ ეცადოთ იყოთ მდიდრები, ეცადეთ იყოთ ბედნიერები.

როცა დაბერდებით ამა თუ იმ საგნის ნამდვილ ღირებულებას მხოლოდ მაშინ გაიგებთ. საბოლოოდ თქვენ მიხვდებით, რომ საუკეთესოა ის დღეები, როცა თქვენ მთელი გულით მხიარულობთ ყოველგვარი ექსტრაორდინალური მიზეზის გარეშე. დააფასეთ წამი და იყავით მადლიერი ყველაფრისათვის. სწორედ ამაშია ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო.

 

7) იყავი მტკიცე და მხიარული

ტანჯვის და წარუმატებლობის დიდი ნაწილი გამოწვეულია არა გარემოებებით, არამედ მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულებით და აღქმით. საჭიროა გაუღიმოთ ადამიანებს, რომლებსაც შურთ და ცდილობენ გავნონ რაიმე ფორმით. დაანახეთ მათ ის, რაც აკლიათ ცხოვრებაში და რასაც ვერასოდეს წაგართმევენ თქვენ.

 

8) იყავით ყურადღებიანი მათ მიმართ, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

ზოგჯერ, როცა საყვარელი ადამიანი გეუბნებათ — ,,კარგად ვარ ” არ დასჯერდეთ ამ პასუხს და ჩახედეთ მას თვალებში. შემდეგ მაგრად ჩაეხუტეთ და უთხარით — ,,მე ვიცი, რომ ეს ასე არ არის.” ნურც იმაზე გაბრაზდებით, თუ ზოგიერთ ადამიანს მხოლოდ მაშინ ახსენდებით, როცა თქვენი დახმარება სჭირდება. სასიამოვნოც კია, რომ ამ ადამიანებისთვის შუქურა ხართ, რომლისაკენაც ისინი მოიჩქარიან, როგორც კი მათ ცხოვრებაში სიბნელე დაისადგურებს.

 

9) ზოგჯერ უნდა გაუშვათ ადამიანი იმისთვის, რომ მან გაზრდა შესძლოს.

მთავარია არა ის თქვენ რას აკეთებთ მისთვის, არამედ ის, რისი კეთება ასწავლეთ მას თავისით, რომ გახდეს წარმატებული.

 

10) ზოგჯერ იმისთვის, რომ მიიღოთ კონკრეტული შედეგი თქვენ გიწევთ ჩამოშორდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ იზიარებენ თქვენს ინტერესებს.

ეს გამოათავისუფლებს ადგილს მათთვის, ვინც მხარში გიდგათ. ასეთი რამეები სპონტანურად თქვენი ზრდისათვის ხდება. როცა თქვენ მიხვდებით ვინ ხართ და რა გსურთ, იქვე აღმოაჩენთ, რომ ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრებაა იცნობთ, სულაც არ ხედავან საგნებს ისე, როგორც თქვენ. ამ ფორმით შესძლებთ შეინარჩუნოთ ლამაზი მოგონებები და გააგრძელოთ სვლა საკუთარ გზაზე.

 

11) უმჯობესია უკან მოიხედოთ და თქვათ — ,, მე არც კი მჯერა, რომ ამის გაკეთება შევძელი” ვიდრე თქვათ — ,,სამწუხაროა, რომ ეს არ გავაკეთე”.

ადამიანები ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყებენ თქვენს განსჯას. ამიტომ არ უნდა იცხოვროთ სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად. უმჯობესია შთაბეჭდილება საკუთარ თავზე მოახდინოთ, რომელიც უნდა გიყვარდეთ იმ ხარისხით, რომ სხვების გავლენით მისი გადაკეთება არასოდეს სცადოთ.

 

12) თუ თქვენ ელოდებით ბედნიერ დასასრულს, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ ჩანს, იქნებ დადგა იმის დრო, რომ მოძებნოთ ახალი დასაწყისი.
შეხედეთ გვერდიდან საკუთარ თავს და მიიღეთ ის ფაქტი, რომ თქვენც გაქვთ უფლება დროდადრო დაუშვათ შეცდომები. ყველა ასე სწავლობს. ძლიერი ადამიანები გულიანად დასცინიან პრობლემებს, მათ ეს უნარი შეიძინეს რთულ ბრძოლაში და გარემოებებს აღარ აძლევენ მათი ჩაძირვის უფლებას. ისინი მუდმივად მიდიან წინ, ახალი დასაწყისისაკენ.