არსებობს რთული და ადვილი წიგნები. არსებობს ისეთი წიგნებიც, რომლებიც შენი ცნობიერის ყველაზე მივარდნილ კუნჭულებს წვდებიან და წარმოუდგენელი ძალის ცვლილებებს ახდენენ შენში.
აი, ხუთი მათგანი,
ოღონდ წინასწარ გაფრთხილდი. მათი წაკითხვის შემდეგ, შენ სრულიად სხვა ვინმე გახდები.
კადზუ ისიგორუ ,, არ გამიშვა’’
თანამედროვე, ფანტასტიური იგავი, რომელიც თავისი სიუჟეტით მოგნუსხავთ. ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ სევდიან ბედს თავად ვერ მართავენ. მათ იციან, რისთვის ცხოვრობენ -იციან, რისთვის მოკვდებიან. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამჭოლი ისტორიაა გულმოწყალებასა და სისასტიკეზე.
იენ მაკიუენი ,,შაბათი’’
ცნობილი ნეოროქირურგი, ჰენრი პეროუნი სავსებით კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებითა და პროფესიით. მან შეძლო თავის რეალიზება საქმიანობასა თუ ოჯახში. მაგრამ, ერთი ჩვეულებრივი შაბათი დღე ყველაფერს ცვლის – შემთხვევითობების ჯაჭვს, არაპროგნოზირებად მოვლენებთან მივყავართ. გაწონასწორებული თხრობა აქ მძაფრსიუჟეტიან ტრილერად გადაიქცევა, რაც, თავის მხრივ, მოულოდნელად ფილოსოფიურ ხასიათს იღებს.
ჩაკ პალანიუკი ,,მებრძოლთა კლუბი’’
ეს, 90-იანი წლების ყველაზე საოცარი და სკანდალური წიგნია, რომელშიც ავტორის ბაგეებით ამეტყველდა, გაბრაზებული და იმედგაცრუებული ,,იქს თაობა’’
ამ თაობამ საკუთარი ილუზიები დაკარგა. ეს ბოლო და სასოწარკვეთილი მცდელობაა თავისუფლების დაბრუნებისა. – ,, ყველაფერი უნდა დაკარგო, რომ გათავისუფლდე”
ჯ. მ კუტზე ,, ნელი ადამიანი’’
ავტო-ავარიის გამო, ფოტოგრაფ პოლ რეიმენტს, ფეხის ამპუტაციას უკეთებენ და მისი ცხოვრება მკვეთრად იცვლება. პოლი უარს ამბობს პროტეზზე და საკუთარ მარტოხელა ბუდეში ბრუნდება. იგი, მთლიანად სხვა ადამიანებზე დამოკიდებული ხდება. ეს, არის წიგნი სამყაროსა და ადამიანზე, დროსა და ბედზე – მარადიულ პრობლემებზე, რომელთაგანაც თავს ისევე ვერ დააღწევ, როგორც აბეზარი ბუზისაგან.
დევიდ მიტჩელი ,, ღრუბლიანი ატლასი ‘’
ამ რომანის სწრაფად ,,შთანთქმა’’ არ შეიძლება. მისით უნდა დატკბე, ისე როგორც არაჩვეულებრივი სიმფონიით, რომელიც 6 ინსტრუმენტის იდეალურ შერწყმას წარმოადგენს. ამ წიგნს, ყოველი მკითხველი თავისებურად გაიგებს – იგი ისეთია, როგორ მოზაიკა, რომლისგანაც განსხვავებული ადამიანები, განსხვავებულ სურათებს აწყობენ. ჯადოქრობა? – ეჭვგარეშეა. ეს წმინდა წყლის სიტყვიერი მაგიაა.