როგორ გვევლინება ბედისწერა საყვარელი ადამიანების სახით

0
1925

ადამიანური ცხოვრების უმაღლესი მიზანი უპირობო სიყვარულის სწავლაა. სითბოს, ურთიერთობას, სინაზეს ურთიერთობების წყალობით ვსწავლობთ. ეს ადამიანები მოდიან ჩვენს ცხოვრებაში, რომ შეასრულონ თავიანთი ფუქცია და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვადგმევინონ საკუთარი თავის სრულყოფისაკენ.
ამბობენ , რომ სულიერი ოჯახის წევრები, ანუ ხალხი, რომელიც სულიერად გვენათესავება ჩვენს გარშემოა და ისინი მათთვის განკუთვნილ როლს ირგებენ.
ერთი სიტყვით, ისინი ჩვენს და ჩვენ კი მათ დასახმარებლად ვართ აქ და ახლა.

soulmates-1ასეთი ტიპის ურთიერთობებში გამოყოფენ რამდენიმე კატეგორიას:

1) კარმულად მონათესავე სულები
ისინი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გაკვეთილის ჩასატარებლად მოდიან ხოლმე. შეიძლება იყვნენ თანამშრომლები, ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები. ამგვარი ურთიერთობები იშვიათად რომანტიკული ხასიათისაცაა, მაგრამ, როგორც წესი, ის მალე მთავრდება. ეს მხოლოდ ერთი დამატებითი გაკვეთილია, რომელიც პიროვნული ზრდისთვისაა საჭირო. ამ ადამიანების გამოცდილება ძალიან ჰგავს თქვენს გამოცდილებას.

ითვლება, რომ ხანდახან ცხოველებიც, რომლებიც სახლში გვყავს და ძალიან გვიყვარს გვასწავლიან იმას, რაც ჩვენი პიროვნული განვითარებისთვისაა აუცილებელი.

როგორ გამოვიცნოთ კარმული ურთიერთობები?

— მათთან თქვენ გრძნობთ ისეთ კავშირს, თითქოს უკვე მარადისობაა იცნობთ.

— გაკავშირებთ ძლიერი სიყვარული და სურვილი ერთად გაატაროთ რაც შეიძლება მეტი დრო.

— შეიძლება  დაგეუფლოთ აკვიატებული შიშები მათთან დაკავშირებით.

soul-mates

2) თანამგზავრები
დიდი შანსია ასეთი ურთიერთობა რომანტიკული ხასიათის იყოს.
ხშირად ბედისწერა სულაც არ არის მთელი ცხოვრება მათ გვერდით ყოფნა და მხოლოდ გარკვეული მიზნისთვის გვევლინებიან. იმ შემთხვევაში თუ არასოდეს შეხვდები იმას, ვინც მხოლოდ შენთვისაა განკუთვნილი, სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთ თანამგზავრთან იყოთ სიცოცხლის ბოლომდე.

თუ თქვენი ბუნებრივი მეორე ნახევარი გამოჩნდა თანამგზავრული კავშირები საფრთხის ქვეშ დგება. მოულოდნელად გაგიჩნდებათ სურვილი დაასრულოთ ძველი ურთიერთობა, მაგრამ თუ ჩვევის ან კომფორტის ზონიდან გასვლის შიშის გამო ურთიერთობას ვერ დათმობთ, თქვენ მუდმივი უკმარობის გრძნობისათვის ხართ განწირული და ეს კავშირი რეალურად სულაც არ დაგაკმაყოფილებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია გვახსოვდეს, რომ თანამგზავრი შემთხვევით არ აღმოჩენილა ჩვენს ცხოვრებაში.

როდესაც შენი მეორე ნახევარი გამოჩნდება, შენ კი ამ დროს თანამგზავრთან გაქვს ურთიერთობა, ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტა როდია მყისიერად და უცერემონიოდ მიატოვოთ იგი მეორე ნახევრის გამო, ორივე მათგანს ხომ მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

ამ ტიპის ურთიერთობა კარმულ ურთიერთობასთან შედარებით მძიმეა და თქვენგან ბევრი სასიცოცხლო ენერგიის დახარჯვას ითხოვს. მეორე ნახევართანაც გაცილებით მარტივად, ბუნებრივად და კომფორტულად გრძნობთ თავს. თანამგზავრთან თანაცხოვრების დროს უნდა გამოიმუშავოთ ჯანსაღი ურთიერთობის ფორმები და შრომა დასჭირდება ნორმალური ატმოსფეროს შექმნას. სამაგიეროდ ყველაზე დიდი და განსაკუთრებული გამოცდილება იქნება თქვენთვის.

როგორ ვიცნოთ თანამგზავრები?

— მასწავლებელი, დამხმარე ადამიანი.

— ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი საკუთარი ნაკლი დაგანახოს.

— შეიძლება მსგავსი ცხოვრებისეული გზის გავლა უწევდეს.

—  ეს შეიძლება გამოდგეს საკმაოდ იღბლიანი კავშირი

— ისეთი პიროვნებაა, რომელიც უნებურად თუ გააზრებულად მუდმივად შეგახსენებს, რომ ახალი თვისებები გაქვთ შესაძენი. მაგალითად, პატიების უნარი.

soulmate-stephanie-noblet-

3) შენი მეორე ნახევარი, ტყუპისცალი
ეს სულიერი ურთიერთობის ყველაზე მაღალ საფეხურად ითვლება. იგი შენი მეორე ნახევარია და მისი პოვნა ნიშნავს იპოვნო საკუთარი თავი და შეიცნო ის. ჩვენ მთელი ცხოვრება ვეძებთ მას გაცნობიერებულად თუ ქვეცნობიერად, რატომ ვეძებთ, ვინაა ის? ის გვგავს ისე, როგორც არავინ სხვა. ზოგჯერ მისი პოვნა არც ხერხდება. ის შეიძლება სადმე ძალიან ახლოს იყოს, მაგრამ რაღაც მიზეზით მაინც ვერ შევამჩნიოთ.

როგორ ვიცნოთ ჩვენი მეორე ნახევარი?

— მის გვერდით ენითაღუწერელ კომფორტს გრძნობთ, ისეთს, როგორიც არასდროს, არსად და არავის გვერდით არ გიგრძვნიათ.

— ერთნაირი ინტუიცია გაქვთ

—  მსგავსი ოცნებები და მიზნები

— გაქვთ გამთლიანების შეგრძნება.  უკმარობა ქრება თქვენი ცხოვრებიდან.

ელა