ოტია იოსელიანის 16 ფრაზა

0
1796

 

1) ვინც იბადება იმისი ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, ასი ათასებში იმ შენი ტოლფასის ნახვა ჭირს, არც ის შენი ნამდვილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ სხვის ნახევარს. ორივეს ღარღილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაზე გახლეჩილია ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევადაა მიკერებული. ვერ გუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავის ნახევარს დატოლებია.

2) უჯარო სარდლის სამხედრო ნიჭზე არავინ ლაპარაკობს.

3) ერთხელ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო.

4) იმდენად გვეკუთვნის ჩვენი თავი ქვეყნის მერამდენედი ნაწილიც ვართ.

5) მგლის თავზე სახარება უფრო დიდმა მგელმა არ უნდა იკითხოს.

6) შეიძლება შენი თანხმობით მოხდეს, მაგრამ არა შენი სურვილით.

7) უფლის ათი მცნება გვჭირდება სხვებისთვის შეგონებად, იმ სხვებს კი ჩვენთვის.

8) ცხოვრება არსებობისთვის ბრძოლაა და მისი მოგებული ომის სარდლად არავინ დაგსვამს.

9) სხვა თუ არავინ გვხედავს ჩვენ ხომ ვხედავთ საკუთარ თავს, ერთი მოწმე იურიდიულად არ კმარა, თორემ მორალურად ბევრზე ბევრია.

10) ორგულს უგულო მერჩია.

11) ჩვენს დროში ,,რომანტიკასა” და ,,რომანტიკოსებს” ლექსიკონში ვეძებთ ან ძველ რომანებში და სათავგადასავლო წიგნებში. დღეს ჩვენ პრაქტიკოსები ვართ… გავნათლდით!

12) თუ შენი ერთგულება ჭეშმარიტი ცხოვრების არსს არ მსახურებს — შენ ჰმონებდი ერთგულებას, მაგრამ შენი ცხოვრება ჭეშმარიტი არ იყო, შენ მოღალატე ხარ! არა მარტო ახლა, დღევენდელი დღე შენი ცხოვრების ლოგიკური გაგრძელებაა, რაკი არსს უღალატე. ამის შემდეგ ყოველი შენი ერთგულება და ორგულება ღალატი იყო…თუ აღმოსავლეთით უნდა წასულიყავი და პირი დასავლეთით ჰქენი, ამის შემდეგ ყოველი შენი ნაბიჯი გაშორებდა იმას, რისკენაც უნდა გევლო.

13) ეწირებოდი და გაღმერთებდნენ, მაგრამ თუ სამსხვერპლო არ გექნებოდა ან მლოცველი არ გეყოლებოდა?… თევდორე მღვდელს თუ არ დაიჭერდნენ მტრები და მისგან არ მოითხოვდნენ სამშობლოს ღალატს, თევდორეს ბევრიც რომ ეძახა ქვეყნის ერთგული ვარო, როგორც სხვა მღვდლებისა არა ვიცით რა, არც მისი გამორჩეული თავგანწირვისა გვეცოდინებოდა.

14) ყველა წყალში რომ ჩააფურთხო სული წყურვილით ამოგხდება და იმდენად თავკერძაა ადამიანი, გულშიც არ უნდა გაივლოს ისეთი რამ, რაც მის სხვაზე უკეთესობას ჩრდილს მიაყენებს.

15) ცხოვრება ჩვენსავით გულჩვილი როდია, მას ჩვენ ჯარისკაცებად ვყავართ გაჩენილი და ჯარისკაცს ვინ ჰკითხავს უნდა ომი თუ არა.

16) სინამდვილე ან არასოდეს არაა ის, რაც გვინდა, ან თუ იგი მაინც არსებობს, ყოველთვის ჩვენგან მოშორებით და მიახლოვებისთანავე იმდენივე მანძილით გვშორდება, რითაც მისგან ყოველთვის ვიყავით დაშორებული.