,,კაიფის” 5 ბუნებრივი საშუალება

0
3035

მე არასოდეს ვყოფილვარ ნარკომანი, მაგრამ ერთხელ როცა კუნდალინი იოგას 3 საათიანი გაკვეთილის შემდეგ შავასანაში სხეულის გარეშე ვიწექი, მივხვდი დაახლოებით რას გრძნობენ ნარკომანები და რატომ უწოდებენ ,,ხელოვნური სამოთხის შექმნის მცდელობას“ წამალზე-დამოკიდებულებას. მერე ისეთი ადამიანიც გავიცანი ოდესღაც რომ წამალზე დამოკიდებული იყო და ახლა რომ იოგია და ერთად მივედით დასკვნამდე – შეგრძნება იგივეა, შედეგი კი განსხვავებული. ,,კაიფის“ საშუალება ბევრია, ბევრი სიცოცხლითაც ,,კაიფობს”, მოგზაურობით, ექსტრიმით, საყვარელ ადამიანებთან ჩახუტებით, თუმცა ბევრს დამატებით ,,დოზას” სთხოვს ორგანიზმი. იმ შეგრძნებების მიღწევა, რომელსაც ნარკომანი ესწრაფვის, ბევრნაირად შეიძლება უბრალოდ ზოგიერთი მათგანი დეგრადირებას იწვევს, ზოგიერთი კიდევ პირიქით ზეცნობიერს გიხსნის და უმაღლესთან კავშირზე გაჰყავხარ. ერთი გჩუქნის რამდენიმეწუთიანი ბედნიერების ილუზიას, მეორე კი ნამდვილ ბედნიერებას.

ამ საკითხში გამოცდილი ადამიანები, მათ შორის ისინიც, ვინც თავადაც მოახერხა მათი დახმარებით წამალზე  დამოკიდებულების მოხსნა,  ,,კაიფის“ 5 ბუნებრივ მეთოდს გვთავაზობენ, თქვენ შეგიძლია ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვროთ, თანაც მაგრად ,,იკაიფოთ“

 

  1. მედიტაცია

jUEBMn91189131374_Nirvana

 

მედიტაციის კაიფი მარიხუანით კაიფს ჰგავს. მარიხუანა დამოკიდებულებას არ იწვევს, მაგრამ მედიტაციაზე დამოკიდებულება შეიძლება გაგიჩნდეთ. შეგიძლიათ 15 წუთით დაიწყოთ ძილის წინ (სხვათა შორის უძილობასაც შველის საოცრად) ნელ-ნელა იგრძნობთ როგორ გამოდიხართ იმ ადამიანიდან რომელთანაც თქვენ საკუთარ თავს აიგივებთ და როგორ გახდებით სამყაროს ნაწილი, სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში. თქვენს სულში სიმშვიდე ისადგურებს, შინაგანი კი აუცილებლად ცხოვრებაზეც აისახება. თქვენს ცხოვრებაში მალე ყველაფერი დალაგდება.

 

  1. ექსტაზური ცეკვა/ ჰულაჰუპინგი

ესეც მედიტაციაა, მოძრავი მედიტაცია, როგორც მისი მიმდევრები უწოდებენ. მუსიკა და ცეკვა კიდევ ერთი არხია, რომლის საშუალებითაც სხვა სიხშირეზე გასვლა შეგიძლიათ. საყვარელ მუსიკაზე როკვას ტრანსამდე მივყავარ. ამ დროს ენდორფინები გამოიყოფა და ბედნიერების შერძნებას ვარჯიშის დამთავრების შემდეგაც გატანთ. ასეთი მედიტაციის დროს გამოიყოფა დიმეთილტრიპტამინი, ბუნებრივი ფსიქოდელიური ნივთიერება, რომელსაც ნარკოტიკულ საშუალებად იყენებენ. ასეთი დონის კაიფამდე მიღწევა ადამიანის გონებას მხოლოდ მედიტაციურ მდგომარეობაში შეუძლია.

 

  1. კუნდალინი იოგა

buddhism-nirvana

კუნდალინი იოგა ზემოთაც ვახსენე, იგი პირდაპირი გზაა ღვთაებრივისკენ, საკუთარი თავის როგორც სულიერი არსების გააზრებაში გეხმარებათ. სწორი მოძრაობების, სუნთქვისა და კონცენტრაციის დახმარებით თქვენში იხსნება მთელი სამყაროს ენერგია, იხსნება ცნობიერება და თქვენ თქვენს უმაღლეს მეს აღწევთ ერთარსებასთან კავშირში – თქვენს ,,სათ-ნამს“.

 

  1. გაცნობიერებული სუნთქვა

breathe-300x255

,,და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.“ სწორედ სუნთქვაა ის ღვთიური ნაწილი რომელში ჩვენში ჩადეს, ჩვენი სული. ჩვენ ავტომატურად ვსუნთქავთ, რაც  საარსებოდ საკმარისია და წარმოდგენა არ გვაქვს რომ სწორედ სუნთქვის საშუალებით შეგვიძლია ღვთაებრივთან კავშირზე გასვლა და ცნობიერების უმაღლეს დონისთვის მიღწევა. P.S. ექსპერიმენტების ჩატარება დამოუკიდებლად არ არის რეკომენდირებული, შეიძლება თავი დაიზიანოთ. ამიტომ სჯობს მასწავლებელი მოძებნოთ.

 

  1. გაცნობიერებული სექსი

tumblr_inline_n1zafddFkH1r1aqjj

სექსუალური ენერგია დამოუკიდებლად არ არსებობს, იგი ერთანი ენერგიის ნაწილია. ემ ენერგიის გარდაქმნა და ტრანსფორმირება შეიძლება, შეიძლება მისი სულიერებად გარდაქმნა. როცა სექსი ცხოვრების აზრია, იგი გარყვნილებად იქცევამ როგორც ეს ჩვენს დროში ხდება, მაგრამ თუ იგი მედიტაციური გახდამ სულიერებისკენ მიემართება.  ჩვეულებრივ სექსს მხოლოდ გენიტალიური ორგაზმი ახლავს, ტაო/ტანტრული სექსით ადამიანი ზე-ცნობიერამდე აღწევს, ასეთი ორგაზმი ნირვანაა. თქვენ ხომ იცით ეს რა არის? – მარადიული ორგაზმის მდგომარეობა.

Dare to live!

თქვენ რით ,,კაიფობთ”?