ფსიქოლოგიური ტესტი – მოგზაურობა ციხესიმაგრეში

0
5566
  1. წარმოიდგინე, რომ ხარ გემბანზე და გემი იძირება. თქვენ ზღვაში ხტებით, ხედავთ ნავს, მიცურდებით და ზედ ასვლას ახერხებთ. რამდენი ადამიანია ნავში?
  2. მალე ხედავთ მიწას. უზარმაზარი ტერიტორია გადაგეშლებათ თვალწინ. ნავში უამრავი ნივთია. თქვენ საჭირო ნივთებს კრებთ და ნაპირზე გადადიხართ. რამდენი წყვილი ფეხსაცმელი მიგაქვთ?
  3. ქალაქის შესასვლელთან უზარმაზარი ციხესიმაგრე დგას. თქვენ კარიბჭეს გაივლით, დერეფანს გაივლით და ოთახში შედიხართ სადაც ტახტზე გვერდიგვერდ მჯდარ მეფეს და დედოფალს გადააწყდებით. როგორები არიან ისინი? დაახასიათეთ ორივე მათგანი.
  4. მერე გამოდიხართ და სპირალურ კიბეს ჩაუყვებით. ის ბნელია, ჩრდილებით სავსე, აქა იქ კედლებზე ჩირაღდნებია. გვერდზე მაღალი წრის ქალბატონი (თუკი მამაკაცი ხართ) ან რაინდი (თუკი ქალი ხართ) ჩაგივლით. მის სახეს თქვენ მხოლოდ გაკვრით შეავლებთ თვალს და კარგად გარჩევას ვერ ახერხებთ, მაგრამ ერთ ნაცნობს მიამსგავსებთ. ვის?
  5. კიბეს საბანკეტო დარბაზში მიჰყავხართ, სადაც გრძელი მაგიდა გხვდებათ შუაში ოქროს თასით. შიგ ღვინო ასხია. რამდენი? სავსეა, ცარიელი, ნახევრად სავსე?

შედეგის ნახვა