15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ ქორწინებას გადაწყვეტდეს

0
1135

,,არ იჩქარო“, – ხანდახან ისეთი ნატანჯი სახით გეტყვის ვინმე ქორწინების შესახებ, ყველა ნაცნობ-მეგობრის აუტანელი ჩიჩინი  -,,დააყენე საშველი“ გავიწყდება. სიყვარულით თავბრუდახვეულები ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ თანაცხოვრება ორსაათიანი პაემანი არ არის, სადაც ადვილია კომპრომისზე წასვლა. ეიფორია მალე ქრება და მერე უკვე ყველას ისეთი ადამიანი გვჭირდება, ვისაც კარგად შევეწყობით. ამიტომ სჯობს ბევრი რამ წინასწარ გვქონდეს გარკვეული და გადაწყვეტილი. ფსიქოლოგები 15 შეკითხვას გვთავაზობენ, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვას წყვილმა ერთმანათს, სანამ დაქორწინებას გადაწყვეტენ, რათა ქორწილში ნათქვამი სადღეგრძელოები გაცხადდნენ და მხოლოდ კეთილ სურვილებად არ დარჩნენ

  1. აუცილებლად ილაპარაკეთ შვილებზე. აპირებთ შვილების გაჩენას თუ არა, რამდენ ხანში,  რამდენის და ძირითადად ვინ უნდა გაზარდოს ისინი, ვინ დარჩება სახლში მათთან?
  2. ვიცით ერთმანეთის ფინანსური შესაძლებლობები? გეგმები? როგორ ვაპირებთ ფინანსური ვალდებულებების გადანაწილებას? სად უნდა ვიცხოვროთ? რა გეგმები გაქვთ ამ საკითხთან მიმართებაში ზოგადად?
  3. ვინ გაუძღვება საოჯახო საქმეებს? ვის რა ფუნქციები ექნება ამ საკითხში?
  4. შეგვიძლია თავისუფლად ვილაპარაკოთ სექსზე? სექსუალურ მოთხოვნილებებზე, კომპლექსებზე, შიშებზე?
  5. საძინებელ ოთახში ტელევიზორი გვექნება თუ არა?
  6. ვიცით ერთმანეთის ჯანმრთელობის ისტორია? ფიზიკური თუ მენტალური პრობლემები?
  7. შეგვიძლია თუ არა ერთმანეთისთვის ზუსტად იმდენი ყურადღების დათმობა, იმდენი სითბოს მიცემა, რამდენიც გვჭირდება?
  8. შეგვიძლია ბოლომდე ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის აზრების გათვალისწინება, ერთმანეთთან რაღაცეების შეთანხმება ისე, რომ არავინ დაზარალდეს?
  9. გვესმის ერთმანეთის სულიერი მდგომარეობა, მოთხოვნილებები, რწმენები, შეხედულებები ამ საკითხებზე და რა მორალური კოდექსით ვაპირებთ შვილის გაზრდას?
  10. მოგვწონს ერთმანეთის მეგობრები და პატივს ვცემთ მათ?
  11. ვაფასებთ და პატივს ვცემთ ერთმანეთის ოჯახის წევრებს და სად იქნება ზღვარი მათსა და ჩვენს ურთიერთობას შორის? რა როლი ექნებათ მათ ჩვენს ცხოვრებაში?
  12. რა მოხდება თუ რომელიმე ჩვენგანს ერთმანეთის ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ვერ აგვეწყობა?
  13. არსებობს თუ არა რამე, რაც ერთმანეთში ძალიან არ მოგვწონს, გვაღიზიანებს და რისთვის თავის დანებებისთვის მზად არ ვართ თუნდაც ქორწინების ხათრით?
  14. თუკი ერთერთ ჩვენგანს ექნება სხვა ქვეყანაში, ან სხვა ქალაქში მუშაობის შემოთავაზება, ორივე მზად ვიქნებით გადასასვლელად?
  15. ორივე ჩვენგანი მზად ვართ, ერთად ვიყოთ ჭირში და ლხინში და გვჯერა, რომ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულეებს შეგვიძლია გავუმკლავდეთ ,,სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს?“

 

Dare to be happy!

დოჩი გოგო idealistrevolution.com-ის მიხედვით