ვგიჟდები ტყუილის მოსმენაზე, როდესაც ვიცი სიმართლე © ადრიანო ჩელენტანო
როდესაც გვატყუებენ, როგორც წესი, ინტუიციით ვგრძნობთ ხოლმე, მაგრამ ცნობიერი გონება ხშირად გვღალატობს. ,,იქნებ ვცდები“, ,,იქნებ მეჩვენება“, ,,რა საფუძველი მაქვს რომ ეს ვიფიქრო?“
დოქტორ ლილიენ გლასი, სხეულის ენის ექსპერტი, რომელიც FBI-ს კონსულტანტი გახლდათ, გვირჩევს, რომ თუკი მატყუარას გაშიფვრა გვსურს, ჯერ მის ბუნებრივ ქცევას უნდა დავაკვირდეთ. ამ თემაზე წიგნიც კი დაწერა – ,,მატყუარების სხეულის ენა“.
მაშ ასე, 11 ნიშანი იმისა, რომ ადამიანი იტყუება:
- თავის პოზიციას ძალიან ხშირად იცვლის
,,ისინი თავს უკან სწევენ ან ქვემოთ ან გვერდზე ხრიან“ – წერს გლასი
- სუნთქვა ეცვლებათ
,,როცა ადამიანი იტყუება, გული უჩქარდება, სისხლის მიმოქცევა იცვლება, მძიმედ სუნთქვას იწყებს – ეს რეფლექსური მოქმედებაა“.
- ძალიან წყნარად არიან
როცა ადამიანი ნერვიულობს, ბევრს მოძრაობს, მაგრამ გლასი ამბობს, რომ ხშირად ისინი საერთოდ არ ინძრევიან. ,,როცა ადამიანი ბუნებრივად საუბრობს, სხეული ინსტიქტურად ამ საუბარს ყვება და თუ იგი უძრავ მდგომარეობაშია, რაღაც რიგზე ვერ არის“.
- იმეორებს სიტყვებს ან ფრაზებს
ისინი ცდილობენ დაგარწმუნონ თქვენ და საკუთარი თავი იმაში, რასაც ამბობენ. ცდილობენ განამტკიცონ ტყუილი გონებაში. დაახლოებით ასე: არა, მე არ მიქნია, მე არ მიქნია… თანაც ეს ყველაფერი ეხმარებათ დრო გაიყვანონ და საკუთარ აზრებში ჩამოყალიბდნენ.
- ზედმეტად ბევრ ინფორმაციას იძლევიან
როცა ვიღაც ისეთ ზედმეტ დეტალებს ყვება, რომელიც თქვენ არაფერში გჭირდებათ და თან ამ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, სავარაუდოდ ტყუილს ამბობს. მატყუარები ცდილობენ თავი მოგვაჩვენონ რომ ძალიან გახსნილები არიან, რათა დავუჯეროთ.
- ხელით ეხებიან პირს
როცა ადამიანი რაღაცას გიმალავთ მისი ხელი ინსტიქტურად გარბის პირისკენ, თითქოს არ სურს რომ რამე წამოსცდეს პირს. პირზე ხელს იფარებენ. სხეული კომუნიკაციას წყვეტს.
- ინსტიქტურად ადვილად მოწყვლად სხეულის ნაწილებს ფარავენ
მაგალითად მკერდს, ყელს, თავს, მუცელს. ,,მე ბევრ დამნაშავესთან მქონდა შეხება და როცა მტკიცებულებებს წინ უწყობდნენ ხოლმე, ისინი ძირითადად ყელზე იკიდებდნენ ხელს.
- ფეხებს ამოძრავებენ
სხეული ხშირად ასე გამოხატავს შინაგან დისკომფორტს. გარდა ამისა, ეს მისი ქვეცნობიერიდან წამოსული იმპულსია – მათ წასვლა სურთ, გაქცევა. უყურეთ მათ ფეხებს.
- უჭირთ საუბარი
დაკითხვის ჩანაწერებს თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ რომ დამნაშავეებს, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად უჭირთ საუბარი. ეს იმიტომ ხდება რომ ნერვული სისტემა სტრესის დროს სანერწყვე ჯირკვლების მოქმედებას ამცირებს და მათ პირი უშრებათ. შეიძლება ის ტუჩებს ილოკავდეს ან ტუჩს კბენდეს.
- თვალებს არაბუნებრივად ახამხამებენ
როცა ადამიანი იტყუება, ან თვალებით კონტაქტს წყვეტს, ან პირიქით დაჟინებით შემოგცქერით, თვალებით მანიპულირებს. ისინი იმაზე დიდხანს გიყურებენ თვალებში, ვიდრე ნორმალურია და ან საერთოდ არ ახამხამებენ თვალებს, ან ბუნებრივზე მეტად. ამას გარდა ცივი და დაჟინებული მზერა აქვთ, თითქოს უნდათ დაგაშინონ და გაკონტროლონ.