რატომ გვიზიდავენ ადამიანები, რომლებიც სულაც არ შეგვეფერებიან

0
4710

 

ბევრ ჩვენგანს აწუხებს კითხვა, თუ რატომ ვიზიდავთ ადამიანებს, რომლებიც არ შეგვეფერებიან და საერთოდ არასწორი ადამიანები არიან ჩვენთვის.
ამ კითხვაზე არსებობს ერთი მარტივი პასუხი — ამას აკეთებს შენი პიროვნების ტრამვირებული ნაწილი. ეს ხდება იმ მტკივნეული გამოცდილების გამო, რომელიც ჩვენს ქვეცნობიერში არსებობს.
ადამიანი, მართალია, საკმაოდ კომპექსური და ღია სისტემაა, მაგრამ მისი გამარტივება მაინც შეიძლება ორ ნიშნულამდე — ეგო და სულიერება.

ჭრილობებით და ტრავმვებით , როგორც წესი, ეგოა გაჯერებული. ეგოსთვის დამახასიათებელია მუდმივი უკმარობის გრძნობა, მას ყოვეთვის რაღაც აკლია სრული ბედნიერებისათვის, დაკარგული აქვს მთლიანობის შეგრძნება. საკუთარ ღირებულებასა და ძალებში შეაქვს ეჭვი. პიროვნების ეს ნაწილი მუდმივად დაინტერესებულია, თუ რა შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია სხვებზე, ამით სურს საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ სიყვარულის და პატივისცემის ღირსია.
ჩვენი უმაღლესი გამოვლინება კი არის სულიერი ნაწილი, რომელმაც ისედაც კარგად იცის თავისი ღირებულება. იგი დაკავშირებულია სიყვარულთან, რწმენასთან, სიბრძნესა და სიმშვიდესთან და უპირისპირდება ეგოს.

ego2

მთავარია რომელი მათგანი გვმართავს — ეგო თუ სულიერება. ხშირ შემთხვევაში ეს ეგოა, რომელიც მუდმივად გვაიძულებს რაღაც კუთხით ეჭვი შევიტანოთ ჩვენს მნიშვნელობასა და ძალაში.
მოქმედება კი არის ჩვენივე მცდელობა, როგორმე აღმოვფხვრათ ეს დანაკლისი.
ეგო საგნებს გარეგნულად აღიქვამს, ამიტომ მისთვის დამამტკიცებელი საბუთები გადამწყვეტი ფაქტორია. მას ბედნიერებისათვის სჭირდება სამსახური, კარგი პოზიცია, მაღალი ანაზღაურება, ქმარი/ცოლი, წარმატებული შვილები და. ა.შ
მაგრამ ერთხელაც ის აღმოაჩენს, რომ ამას არ მოაქვს ბედნიერება, რადგან ეგოს მუდმივად აწუხებს უკმარობის შეგრძნება.

რომანტიკულ ურთიერთობებში ეგო ძალიან აქტიურდება და შესაბამისად ეს ჩვენი დაჭრილი ნაწილისათვის აქტიური ფაზაა.
პირად ურთიერთობებს თუ წარსულში ერთხელ მაინც მოუყენებია ტკივილი ჩვენთვის, იგი გაუცნობიერებლად გადმოგვაქვს აწმყოში. ეს შეიძლება იყოს ბავშვობის ტრავმვაც. საბოლოოდ კი გამოვა ისე, რომ მივიზიდავთ ადამიანებს, რომლებსაც სწორედ ამ ფარული ტკივილის განახლება შეუძლიათ.
მაგალითად, თუ ბავშვობაში უარგყვეს, სავარაუდოდ მოგვიანებით თქვენს ურთიერთობაშიც იქნება მსგავსი გამოცდილება. შეიძლება ეს გამოცდილება რამდენჯერმეც განმეორდეს თქვენს რეალობაში სხვადასხვა ადამიანის სახით. ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვითქვამს ეს ფრაზა — მე ხომ ასეთი ბედი მაქვს. ეს თქვენი ბედი კი ქვეცნობიერში არასწორად შენახული ინფრომაციით არის დაპროგრამებული და ეს ეს პროგრამა იზიდავს ისეთ ხალხს თქვენს რეალობაში, რომლებიც ამ ტკივილის კვლავ გააქტიურებას უწყობენ ხელს. ეს ყველაფერი კი თქვენი პიროვნული გაზრდისთვის ხდება. თუ ერთხელ და სამუდამოდ არ დასძლიეთ ეს შინაგანი მტერი, გაკვეთილი კვლავ და კვლავ განმეორდება, ვიდრე ამისაგან საჭირო ცოდნას არ მიიღებთ და არ გაიაზრებთ მთავარს. ეს მარტივი პროცესი სულაც არაა.

რთულია განიკურნო ქვეცნობიერში დალექილი ტკივილებისაგან, რადგან მათ ვერ ხედავ და ვერ გრძნობ. ისინი ფარულად განაგრძობენ ჩვენით მანიპულირებას. იმიტომაა აუცილებელი მათი გააქტიურება, რომ ისინი ზედაპირზე ამოვიდნენ და გამოააშკარავონ თავიანთი სახე.
საუკეთესო შემთხვევაში ამას მოჰყვება გაცნობიერება საკუთარი პრობლემის, ეს კი მისი დაძლევის საუკეთესო დასაწყისია.

Bu-Belirtilere-Sahip-İnsanlara-Dikkat2

შენი პიროვნების სულიერი ნაწილი თავად იზრუნებს შენი შიშებისა და ეჭვების დამარცხებაზე.
მართალია, ადამიანი სრულყოფილი ნატურა სულაც არაა, მაგრამ გახსოვდეს, შენმა ზეცნობიერმა იცის ყველაფერი შენს შესახებ. ის ეცდება გაგიღვივოს საკუთარი თავის რწმენა:
შენ ხარ ლამაზი
შენ ხარ მნიშვნელოვანი
შენ ხარ განსაკუთრებული
შენ ხარ სიყვარული
ეს არის ის, რაც შენმა სულიერმა ნაწილმა იცის შენს შეასხებ და მას უნდა, რომ ამაში შენც იყო დარწმუნებული.
მოახდინე შენი სულიერი მხარის იდენტიფიცირება და სიყვარულის აღმოჩენა საკუთარ თავში. სხვა ადამიანების მეშვეობით ჭრილობების ზედაპირზე ამოტანის მცდელობა ნელნელა საერთოდ გაქრება.
შენ აღმოაჩენ, რომ არასწორი ადამიანები უბრალოდ მასწავლებლებად მოგევლინნენ. სამწუხაროდ არაფერს შეუძლია ჩვენი ისე შთაგონება, როგორც ტკივილს.
ზეცნობიერს სურს მოგანიჭოს უფლება საკუთარ თავზე, დაგიბრუნოს სიყვარული და მოახდნოს შინაგანი ჭრილობების განკურნება.

ელა