მასლოუს 15 პუნქტი იმის შესახებ, თუ რამდენად მომწიფებული ხართ ფსიქოლოგიურად

0
2820

ფსიქოლოგიური სიმწიფე ადამიანს საშუალებას აძლევს გააცნობიეროს თავისი ტალანტი და გამოიყენოს ის მაქსიმალურად ეფექტურად. ეხმარება როგორც სულიერ, ისე მატერიალურ წინსვლაში.
ეს სია განსაკუთრებით დაეხმარება მათ, ვისაც ხარისხიანი საკვები სურს გონებისათვის და მუდმივად ცდილობს საკუთარი თავის ინტელექტუალურ სრულყოფას.

აქ მოცემულია აბრაამ მასლოუს სია, რომელსაც სჯეროდა, რომ ადამიანები ქვემოთჩამოთვლილი თვისებებით დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 1 %-ია და ისინი წარმოადგენენ ,,ხარისხიანი პიროვნების “ერთგვარ მოდელს. ამ ტიპის ადამიანი ფსიქოლოგიურად ჯანსაღია და გამოხატავს ზოგადად ადამიანურ არსს.

 

1) სინამდვილეს აღიქვამან ადეკვატურად. ეს აღქმა თავისუფალია სტერეოტიპების, საჭიროებებისა და ცრურწმენებისაგან.

2) საკუთარ თავს სწორედ ისეთს იღებენ, როგორებიც არიან და ასევე იღებენ სხვებსაც. არ იქცევიან ხელოვნურად, არ ესხმიან თავს და მათთვის მიუღებელია სხვების მსგავსი საქციელიც.

3) ახასიათებთ სპონტანურობა, ბუნობრივობა და უბრალოება. იცავენ დადგენილ რიტუალებს, ტრადიციებს და ცერემონიებს, მაგრამ მათი შინაგანი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ მსუბუქი იუმორის გრძნობაა. ეს არა ავტომატური, არამედ გაცნობიერებული კონფორმიზმია და ისიც მხოლოდ გარეგნული ქცევის დონეზე.

4) ორიენტირებულნი არიან საქმეზე. ასეთი ხალხი, როგორც წესი, დაკავებული არიან არა საკუთარი თავით, არამედ ცხოვრებისეული ამოცანით. ისინი თავის საქმიანობას უკავშირებენ უნივერსალურ ღირებულებებს და აღიქვამენ მათ არა აწმყოს მოცემული მომენტიდან, არამედ პერსპექტივიდან, მარადიულობის გათვალისწინებით.  გარკვეულწილად ისინი ყველა ფილოსოფოსები არიან.

5) ბევრი მოვლენისაგან თავი იზოლირებულად უჭირავთ. ეს მათ საშუალებას აძლევს უსიამოვნებები ნეიტრალურად და მშვიდად მიიღონ და საერთოდ გათავისუფლდნენ გარე გავლენებისაგან. ხშირად არიან მიდრეკილი მარტოობისაკენ

6) იცავენ ავტონომიურობას და დამოუკიდებლობას გარშემომყოფებისაგან. ნეგატიური ფაქტორების გამოვლენისას ინარჩუნებენ ემოციურ სტაბილურებას.

7) მუდამ მზად არიან ახლებურად აღიქვან უკვე ნაცნობი თემები და აღმოაჩინონ დამატებითი ელემენტი მასში.

8) ხასიათდებიან ლიმიტირებული მგრძნობელობით, რომელსაც ახლავს საკუთარი მეს გაქრობის შეგრძნება.

9) აქვთ მთლიანობის შეგრძნება კაცობრიობასთან და მათ მიზნებთან.

10) მეგობრობენ სხვა თვითგააქტიურებულ პერსონებთან. მეგობრების წრე ვიწროა, მაგრამ ურთიერთობები მათთან არის სიღრმისეული. ინტერპერსონალურ ურთიერთობებში არ გააჩნიათ მტრობის შეგრძნება.

11) ურთიერთობებში არიან დემოკრატიულები და ამჟღავნებენ მზადყოფნას ისწავლონ სხვებისაგან.

12) აქვთ მყარი მორალული ნორმები, კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი. ისინი ორიენტირებულნი არიან მიზანზე, საშუალებები კი უბრალოდ ემორჩილება მათ.

13) დაჯილდოვებულნი არიან ფილოსოფიური იუმორის გრძნობით. იუმორით უყურებენ როგორც ცხოვრებას, ისე მიზნებს და ისე საკუთარ თავს, მაგრამ არასოდეს მიაჩნიათ სასაცილოდ სხვების პრობლემები და დაბრკოლებები.

14) არიან შემოქმედებითი ნატურები. მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებენ, კრეატიულობა ვლინდება მათ ნებისმიერ ქმედებაში.

15) ყველაფერს უპირობოდ არ იღებენ იმ კულტურისგან, რომელსაც ეკუთვნიან. აკრიტიკებენ მას — აფასებენ მის კარგ მხარეს და უარყოფენ ნეგატიურ ნაწილს. საერთოდ ისინი თავს უფრო კაცობრიობის წარმომადგენლად თვლიან, ვიდრე რომელიმე კონკრეტული კულტურის.