მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყველა დაავადების მიზეზი ჩვენს გონებაში ბუდობს

0
4167

პლაცებო არის სიმულატორი, რომლის საშუალებითაც ექიმები პაციენტს აიძულებენ იფიქროს, რომ ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება. რეალურად, ადამიანი ინერტულ შაქრის წამალს იღებს, ექიმი კი არწმუნებს, რომ ამ წამალს მისი განკურნება შეუძლია. ადამიანი ფიქრობს, რომ აუცილებლად მორჩება და ასეც ხდება კიდეც. ამ მეთოდით განკურნებული უამრავი ადამიანი ახსოვს ისტორიას. ეს კი ნიშნავს რომ ყველაფერი, რაც ხდება მთლიანად ჩვენს ფიქრებზე და განწყობილებებზეა დამოკიდებული.

იუნგს მიაჩნდა, რომ რადგან ჩვენ ვერ ვმართავთ ქვეცნობიერს, ქვეცნობიერი  ჩვენი ცნობიერის მეშვეობით მართავს ჩვენს ცხოვრებას და გვეჩვენება რომ არის რაღაც რასაც ჩვენ ვერ ვწყვეტთ, რაზეც ვართ დამოკიდებული. გამოდის, რომ ანდაზას: რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო, ფრიად მეცნიერული დატვირთვა ჰქონია. ეზოთერული სწავლებები დიდი ხანია უკვე ირწმუნებიან რომ ყველა მოვლენას თვითშთაგონება განსაზღვრავს. შენ ყველაფერი შენი წინასწარგანწყობილობის მიხედვით გემართება. მდგოვის მარცვლისოდენა რწმენის ამბავია ესეც.

ზოგადად, მისტიკა და მეცნიერება ერთი და იგივე რამ არის, უბრალოდ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არიან. პირველი ვარაუდი გახლავთ, მეორე დამტკიცებული ვარაუდი. დამტკიცებას როგორც წესი ბევრი დრო სჭირდება, ტექნოლოგიური წინსვლა, სიახლეების მიღებისთვის მზაობა. თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მივუბრუნდეთ პლაცებოს –  მეცნიერულ დადასტურებას ეზოთერული ფაქტისა, რომ რწმენით ყველაფერია შესაძლებელი.

პლაცებოს მეთოდით მკურნალობა მთელ მსოფლიოშია პრაქტიკაში დანერგილი და განსაკუთრებით ,,უკურნებელი” დაავადებების განკურნებისთვის გამოიყენება. ტარდება უამრავი ექსპერიმენტი და მტკიცდება, რომ ნებისმიერ დაავადების მიზეზი და მისი განკურნების საშუალება ჩვენს გონებაში იმალება.

პლაცებოს ეფექტის მიხედვით, ადამიანის განკურნების ერთადერთი მიზეზი სწორედ ტვინის მიერ გაცემული ბრძანებაა, რომელიც ადამიანის იმუნიტეტს და მთელ ორგანიზმს ერთგვარი ხელისკვრით აიძულებს გახდეს უკეთ, აამუშაოს საკუთარ თავში არსებული ყველა რეზერვი და დაიწყოს ანტისხეულების გამომუშავება, რაც მრავალ დაავადებასა და ავადმყოფობას აჯობებს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს ულიმიტო თვითაღდგენის სისტემა, რომელიც ემორჩილება ჩვენს გონებას და ჩვენი ტვინის მიერ გაცემული ნებართვით ნებისმიერ დროს შეუძლია ჯანმრთელობის აღდგენა.

თვითშთაგონების მეთოდს თავიდან ბევრი სკეპტიკურად შეხვდა და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ექიმების მიწოდებულ ხსნარში არსებული მინარევები მოქმედებდნენ პაციენტზე დადებითად, მაგრამ შემდგომმა ექსპერიმენტებმა აჩვენა რომ ყველაფრის გასაღები ჩვენს ტვინში დევს.

ექიმებმა სიმსივნით დაავადებულ ქალს მედიკამენტის მაგივრად კონიაკი ასვეს, თან დააჯერეს რომ ეს ძვირადღირებული წამალი იყო. სიმსივნურმა წარმონაქმნა უკანდახევა დაიწყო. გაინტერესებთ ამ პროცესის დეტალური აღწერა? – ,,ტვინმა გასცა ბრძანება, ეს არის წამალი, რომელიც მე განმკურნავს. სიგნალი მივიდა P53 გენთან, ამან კი გამოიწვია აპოპროზი – ანუ ორგანიზმმა დაიწყო სიმსივნური უჯრედების ლიკვიდაცია (თვითლიკვიდაცია). ამის შემდეგ ითრგუნება ლიპო და ციკოოქსიგენაზური დაჟანგვის რეაქციები და მცირდება ანთების მედიატორები, რაც საბოლოოდ ადამიანის განკურნებისა თუ არა, დროებით გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი კი არ მოხდება თუ არა ჰომეოსტაზის სისტემებში ცვლილება, ნერვული იმპულსების, ჰორმონების და მედიატორების რაოდენობრივი და ტიპობრივი ცვლილებების დაწყება. თავის მხრივ ეს ყველაფერი “ვერ შედგებოდა” რომ არ ყოფილიყო ადამიანის ორგანიზმი ფსიქოლოგიურად მომზადებული: “ეს ყველაფერი გადაგარჩენს შენ”!

სამწუხარო ის არის, რომ ადამიანს ამ ყველაფრის გაცნობიერება უჭირს და ამიტომ გამუდმებით სჭირდება გარედან ჩარევა. კიდევ უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ სწორედ იმ პრინციპით რა პრინციპითაც გამოჯანმრთელება შეგვიძლია, თავსაც ვიავადებთ. შეძახილმა ხე გაახმოო, რეალურად მუშაობს. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს ლოცვაც და წყევლაც.

თვითშთაგონებით არა მარტო თავის დაავადება ან განკურნება შეუძლია ადამიანს, არამედ ყველაფერი: კედლებზე სიარული, ბაგირზე ან… წყალზე გავლა… ყველაფერი,  რის გაკეთების ნებართვასაც ჩვენი ცნობიერი განვითარების ამ დონეზე არაფრით ანებებს ჩვენს სხეულს.

სამყაროს მოწყობის სხვადასხვა თეორიებს შორის არსებობს ერთი თეორია, რომლის მიხედვითაც მატერიალური სამყარო ჩვენი აზრების მატერიალიზაციაა მხოლოდ, ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი და პლაცებოს ეფექტი ამ თეორიის სისწორის კიდევ ერთი დადასტურებაა.

მოკლედ, უფრთხილდით თქვენს ფიქრებს, ისინი შეიძლება ერთ დღეს მატერიალიზდნენ!

 

დოჩი გოგო