პაბლო პიკასოს 30 რჩევა

0
894

 

ესპანელი მხატვარი, მოქანდაკე და კერამისტი გახდა კუბიზმის ფუძემდებელი. მან სცადა საკუთარი შემოქმედების გამოთავისუფლება მსოფლიო ფერწერის ტრადიციებიდან. დანაწევრებული კომბინაციებით იგი უარს ამბობს სინამდვილეზე. თუმცა მან ავანგარდიზმის და რეალიზმის შეხამებაც შესძლო.
განწყობის გადმოსაცემად იგი კარგად მანიპულირებდა ფერებით და ფორმებით, რომლებიც განზრახ იყო დეფორმირებული და ცალმხივად ინტერპრეტირებული. მისი ფორმები გეომეტრიულო ფიგურებისაგან შედგებოდა.
,,მე არ ვფლობ არც ერთ ჩემს ნახატს, რადგან ორიგინალი პიკასო ღირს რამდენიმე ათასი დოლარი, ასეთი ფუფუნების უფლება კი არ შემიძლია მივცე საკუთარ თავსო.” — ამბობდა იგი.
მისი ნამუშევრები დღესაც ყველაზე ძვირადაა შეფასებული.

1) შეუძლია იმას, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია და არ შეუძლია იმას, ვინც ფიქრობს რომ არ შეუძლია. ეს უდაო, გარდაუვალი კანონია.

2) როცა კრიტიკოსები იკრიბებიან ისინი საუბრობენ ფორმაზე, სტრუქტურასა და აზრზე, როცა მხატვრები იკრებებიან ისინი საუბრობენ იმაზე თუ სად შეიძლება შეიძინონ გამხსნელი იაფად.

3) ახალგაზრდობაში არ არსებობს ასაკი.

4) სიმართლე რომ ერთი იყოს ჩვენ ვერ შევქმნიდით ასობით ტილოს ერთ თემაზე.

5) მე შემიძლია დავხატო რაფაელივით, მაგრამ მე დამჭირდება მთელი ცხოვრება, რომ ბავშვივით ვისწავლო ხატვა.

6) ხელოვნება ყოველივე ზედმეტის გამორიცხვაა.

7) ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც არ შემიძლია, რათა ვისწავლო ამის კეთება.

8) ხვალისთვის გადადეთ მხოლოდ ის, რისი დასრულებაც არ გსურთ სიკვდილამდე. მოქმედება წარმატების მთავარი გასაღებია.

9) თუ გსურს შეინარჩუნო პეპლის ფრთებზე სხივი, ნუ შეეხები მას.

10) სხვებმა დაინახეს რაც იყო და იკითხეს — რატომ? მე დავინახე რაც შეიძლება ყოფილიყო და ვიკითხე — რატომაც არა?

11) შთაგონება არსებობს, მაგრამ ის მხოლოდ მუშაობის პროცესში მოდის.

2) ყველა ცდილობს გაიგოს მხატვრობა? და რატომ არ ცდილობენ ისინი გაიგონ ჩიტების გალობა?

13) ნეტა შეიძლებოდეს გონებისგან განთავისუფლება და მხოლოდ მხედველობის დატოვება.

14) მე ვისვენებ, როცა ვმუშაობ, ვიღლები უსაქმურობისა და სტუმრების მიღებისაგან.

15) ჩვენ არ ვბერდებით, მხოლოდ ვმწიფდებით.

16) ზოგიერთი მხატვარი მზეს წარმოაჩენს როგორც ყვითელ ლაქას, სხვები ყვითელ ლაქას წარმოაჩენენ მზედ.

17) მე წარმოვიდგენ ხოლმე საგნებს არა ისე, როგორც მე მათ ვხედავ, არამედ ისე, როგორც მე მათზე ვფიქრობ.

18) დღესდღებით, როცა კაცობრიობის არსებობაში არაა აზრი, რატომ უნდა იყოს აზრი ჩემს შემოქმედებაში?

19) კარგი მხატვრები აკოპირებენ, დიდი მხატვრები იპარავენ.

20) მინდა ვიცხოვრო იმ ღარიბივით, რომელსაც აქვს ფული.

21) დამწყები მხატვრის ესმის მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, დიდი მხატვრის — კიდე უფრო ცოტას.

22) არაფერია შესანიშნავ დასაწყისზე უფრო ცუდი.

23) შემოქმედება ყოველდღიურობის მტვერს წმენდს სულიდან.

24) წარმატება მოიცავს საშიშროებას. დაიწყებ საკუთარი თავის კოპირებას და ეს სხვების კოპირებაზე უარესია, რადგან უნაყოფობამდე მიჰყავხარ.

25) ყველა ბავშვი მხატვარია. რთულია დარჩე მხატვარი, როცა უკვე გაიზარდე.

26) დაფარული ჰარმონია სჯობს აშკარა ჰარმონიას.

27) მხატვარი ესაა ადამიანი, რომელიც ცდილობს შექმნას ისეთი რამე, რასაც გაყიდის. კარგი მხატვარი არის ადამიანი, რომელიც ყიდის იმას, რასაც ხატავს.

28) ბევრი დროის დახარჯვა გიწევს, რომ საბოლოოდ გაახალგაზრდავდე.

29) ყველაფერი რისი წარმოსახვაც შეგიძლია რეალურია.

30) ადამიანებს შორის მეტი კოპიაა და ცოტა ორიგინალი.