11 ნიშანი იმისა, რომ მას აღარ უყვარხართ

0
2302

ურთიერთობები ცვდება ხოლმე, გული ცივდება, მაგრამ ჩვენ მაინც ინერციით ვაგრძელებთ იმას, რაც უკვე დიდი ხნის წინ უნდა დაგვესრულებინა. თავს ვიჯერებთ, რომ გვეჩვენება, რომ ყველაფერი რიგზეა, თუმცა რაღაც მაინც გვაწუხებს. სიმართლისთვის თვალის გასწორება არ გვსურს. ეგებ ვცდებით, ეგებ ეს მხოლოდ ჩვენი ეჭვებია? ფსიქოლოგები გვთავაზობენ 10 ნიშანს, რომლითაც შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ თქვენს პარტნიორს თქვენზე გული აუცრუვდა და ისე ძალიან აღარ უყვარხართ. ნუ იმსჯელებთ მხოლოდ ერთი ფაქტით, ეს ყველაფერი რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა რეგულარულად ხდება.

  1. თქვენი პარტნიორი უეცრად პირად სივრცეს ითხოვს

თუ გთხოვთ, რომ თავისუფლად სუნთქვის საშუალება მისცეთ და მარტოდ დატოვოთ, თუ განმარტოებისკენ მიილტვის, ეს ნიშნავს რომ თქვენთან ერთად ყოფნა აღარ უნდა.

  1. თქვენს სხვებთან შედარებას იწყებს

ადამიანი, რომელსაც უყვარხართ, სხვებს არასოდეს შეგადარებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თქვენ ერთადერთი ხართ.

  1. არ გპასუხობთ ტექსტურ შეტყობინებებზე ან პასუხს აგვიანებს

თავიდან ყველაფერი იმით იწყება რომ პასუხებს აგვიანებს, მერე საერთოდ ვერ იცლის პასუხის მოსაწერად და ბოლოს როცა მიზეზს კითხავთ საშინლად ღიზიანდება.

  1. მეგობრებთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე თქვენთან

ყოველდღიური უთანხმოებები ურთიერთობას აფუჭებს და ჩვენც ყველანი სადღაც ვცდილობთ განტვირთვას, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გრძელდება, როგორც კი ყველაფერს გავარკვევთ, ყველაფერი ლაგდება. თუკი თქვენმა  პარტნიორმა თქვენ გარეშე აქეთ იქეთ სიარულს მოუმატა და თან ამან სისტემატური ხასიათი მიიღო, თუკი მას თქვენ გარეშე სადმე წასვლა უხარია, მოსალოცად ნამდვილად არ გაქვთ საქმე.

  1. ეგოისტი გახდა

როცა ადამიანი ურთიერთობის ინტერესს კარგავს, ძალიან ეგოისტი ხდება აბსოლუტურად ყველა ასპექტში: საწოლიდან დაწყებული გადაწყვეტილებების მიღებით დამთავრებული. ს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მის სამსახურზე, სწავლაზე, მეგობრებზე… თანაც ამას საერთოდ ვერ ამჩნევს.

  1. ღიზიანდება, როცა თქვენ მიერ  მოგონილ მოფერებით სახელებს ეძახით

შეყვარებული ადამიანი თავისი გრძნობების დაბადებას ამ გრძნობების ობიექტისთვის სახელის დარქმევით აღნიშნავს. ბასასუნა ბუსუნური სახელებით მიმართვას წყვილების ურთიერთობაში დიდი როლი უჭირავს. იგი ძალიან აახლოვებს და ხალისს სძენს კავშირს. თუკი ამაზე უკვე ღიზიანდება, ესე იგი სიახლოვე აღიზიანებს.

  1. აღარ გეუბნებათ რომ უყვარხართ

რამდენიც არ უნდა ვიძახოთ გაცვდაო, ამ სიტყვების თქმა მხოლოდ ჩვევის გამო ადამიანებს ძალიან უჭირთ. თუკი ისე ხშირად აღარ ამბობს, ესე იგი რაღაცაშია საქმე. საწოლში და თქვენი შეკითხვის პასუხად ნათქვამი არ ითვლება.

  1. არ ცდილობს თქვენს გამხიარულებას, როცა მოწყენილი ხართ

როცა ადამიანი გიყვარს, მისი არცერთი ემოცია არ გამოგეპარება და მუდამ ცდილობ სახეზე ღიმილი დაუბრუნო. თუ თქვენი განწყობილება აღარ ადარდებს, არ გეხუტებათ არ გეფერებათ აღარ ცდილობს თქვენს გამხნევებას, ესე იგი აღარც თქვენ ადარდებთ.

  1. იხსენებს თქვენს წარსულ შეცდომებს

წარსულ შეცდომებს ყველანი მტკივნეულად განვიცდით და წლები გვჭირდება ყველაფრის გადასახარშად, ამიტომ სხვებმა რომ შეგვახსენონ, საჭირო აღარ არის. ჩვენზე მეტად ამას არავინ განიცდის. ეს ყველამ იცის და ამ საზღვრის გადალახვა არ შეიძლება.  ნებისმიერ პატარა წაკინკლავებაზე თქვენი ჩადენილი სისულელების წამოძახება თუ დაიწყო, ესე იგი თავის თავში თქვენს გადაფასებას აწარმოებს და გულში დაგროვილ ბოღმას ანთხევს. ეს აღარასოდეს დასრულდება.

  1. აღარ გეფლირტავებათ

ფლირტი, ერთმანეთისთვის თავის მოწონება სიცოცხლეს სძენს ურთიერთობას, სიყვარულის ეიფორიას მუდამ თან ახლავს. ის კომპლიმენტებს უნდა გეუბნებოდეთ, ამჩნევდეს რაღაც ახალს თქვენში, გიყურებდეთ თვალებში და თვალებით ცდილობდეს რაღაც გითხრათ, მაშინაც კი, როცა მარტო ხართ, მის გვერდით თავს სექსუალურად უნდა გრძნობდეთ.

  1. აღიზიანებს ის ჩვევები, რომლებიც აქამდე არ აღიზიანებდა

თუკი ეს ჩვევები ადრეც გქონდათ, არ გიჩნდებათ შეკითხვა ადრე რატომ არ აღიზიანებდა? ვერ ამჩნევდა? არა, უბრალოდ როცა ადამიანს შეყვარებული თვალებით უყურებ, მისი ნაკლოვანებებიც მოგწონს.

თუკი ამ პუნქტებიდან უმრავლესობა ემთხვევა, პირდაპირ დასკვნას ნუ გააკეთებთ და უთქმელად ბარგის ჩალაგებას ნუ დაიწყებთ. ჯერ დაელაპარაკეთ, პასუხს აუცილებლად ნახავთ მის გულში, რომელიც სავარაუდოდ თქვენთვის აღარ ძგერს.

Dare to know!