30 საუკეთესო ციტატა ბერნარდ შოუსგან

0
10313

ჯორჯ ბერნარდ შოუ ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ჰქონდა ერთდროულად ეს ორი ჯილდო — ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში და ოსკარი. იგი მისი დროის გამოჩენილი კრიტიკოსი და შექსპირის შემდეგ ყველაზე სახელგანთქმული დრამატურგია.
ნობელის პრემიის მიღების შემდეგ მან ჩვეული გონებამახვილობით განაცხადა, რომ ეს პრემია მიიღო მადლობის ნიშნად იმ შვებისთვის, რომელიც მოუტანა სამყაროს იმით, რომ იმ წელს არაფერი დაუწერია. მას როგორც არავის, ისე შეეძლო იუმორისა და ღრმა დაკვირვების შეზავება. მისი გონივრული და ზუსტი ციტატები ადასტურებენ მთელი მისი მსოფლმხედველობის სიღრმეს.

1) მსოფლიო შედგება უსაქმური ადამიანებისგან, რომლებსაც სურთ ფული შრომის გარეშე და იდიოტებისგან, რომლებიც მზად არიან იმუშავონ გამდიდრების სურვილის გარეშე.

2) რევოლუციები არასოდეს არ ამსუბუქებდნენ ტირანიის სიმძიმეს, უბრალოდ გადაანაცვლებდნენ ხოლმე ამ ტვირთს ერთი მხრიდან მეორეზე.

3) გაზეთი ეს ბეჭვდური გამოცემაა, რომელიც ვერ ხედავს განსხვავებას ველოსიპედიდან გადმოვარდნასა და ცივილიზაციის დაღუპვას შორის.

4) ჩემი ხუმრობის ფორმაა ვილაპარაკო სიმართლე, სიმართლეზე სასაცილო არაფერია.

5) წარმატების საიდულო — გამოიწვიო რაც შეიძლება მეტი ადამიანის აღშფოთება.

6) გიყვარდეთ მამაკაცები, მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, მიუხედავად იმისა აღიარებენ თუ არა ამას. ყველა დიდი კაცის უკან იდგა ქალი, რომელსაც მისი სჯეროდა და უყვარდა იგი ჭეშმარიტი სიყვარულით.

7) ყველაზე ხშირად ადამიანები ინტერესდებიან იმით, რაც მათ საერთოდ არ ეხებათ.

8) თუ ჩემი მეზობელი ყოველდღიურად სცემს თავის ცოლს, სტატისტიკის მიხედვით, ჩვენ ორივე ვცემთ საკუთარ ცოლებს დღეგამოშვებით.

9) თუ თქვენ დაიწყებთ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას საყვარელი ადამიანისთვის, დაამთავრებთ ზიზღის გრძნობით იმის მიმართ, ვისაც თავი შესწირეთ მსხვერპლად.

10) ყველაზე დიდი ცოდვა ახლობელი ადამიანებისადმი არის არა სიძულვილი, არამედ გულგრილობა, ესაა სისასტიკის ნამდვილი მწვერვალი.

11) ჩვენ არ შეგვიძლია ვისარგებლოთ ბედნიერების უფლებით, თუ თავად არ გამოვიმუშავეთ ეს ბედნიერება.

12) უხამსობა შეგვიძლია ვიპოვოთ ნებისმიერ წიგნში ტელეფონის წიგნის გარდა.

13) ეცადეთ მიიღოთ ის, რაც გიყვართ, თორემ მოგიწევთ იმის შეყვარება, რასაც იღებთ.

14) იდეალური ქმარი არის მამაკაცი, რომელიც თვლის, რომ მისი ცოლი იდეალურია.

15) განსაკუთრებული უნარია შესძლო მაარტოობა და მიიღო ამისაგან დიდი სიამოვნება.

16) იყო გულწრფელი არაა საშიში, განსაკუთრებით თუ ამასთან ერთად სულელიც ხარ.

17) ადამიანებს, რომლებმაც იციან როგორ იმხიარულონ არ აქვთ ფული და ადამიანებს, რომლებსაც ფული აქვთ არ იციან როგორ გამხიარულდნენ.

18) მოწამეობა ერთადერთი გზაა სახელის მოხვეჭის იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც განსაკუთრებული უნარები არ გააჩნიათ.

19) სიძულვილი მხდალის შურისძიება იმ შიშისთვის, რაც მას განაცდევინეთ.

20) თუ ლაპარაკი ისწავლეთ ეს ნიშანია იმისა, რომ გაიზარდეთ, თუ ისწავლეთ გაჩუმება ეს ნიშანია იმისა, რომ დაჭკვიანდით.

21) თუ ბედნიერებას გაეკიდებით სათვალის მაძებარი მოხუცის მსგავსად თქვენ მას საკუთარ ცხვირზე აღმოაჩენთ.

22) ის ვინც იცის აკეთებს და ვინც არ იცის სხვებს ასწავლის.

23) დაბერდე მოსაწყენია, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა იცხოვრო დიდხანს.

24) ერთადერთი გაკვეთილი, რასაც ხალხი ისტორიიდან სწავლობს, არის ის, რომ ადამიანები ისტორიიდან ვერაფერსაც ვერ სწავლობენ.

25) თუ მე მაქვს ვაშლი და შენც გაქვს ვაშლი მათი გაცვლის შემდეგ ჩვენ ერთი ვაშლი გვექნება, მაგრამ თუ მე მაქვს იდეა და შენც გაქვს იდეა მათი გაცვლის შემდეგ ორივეს გვექნება ორი იდეა.

26) ჩემი დიდება იზრდებოდა ყველა ჩემი წარუმატებლობის შემდეგ.

27) ადამიანი არის როგორც აგური — გამოიწვება და რჩება უფრო მტკიცე.

28) ახლა, როცა ჩვენ უკვე ვისწავლეთ ვიფრინოთ ცაში როგორც ჩიტებმა და ვიცუროთ წყალქვეშ როგორც თევზებმა, იმის სწავლაღა გვაკლია, რომ ვიცხოვროთ ამ დედამიწაზე როგორც ადამიანებმა.

29) ერთადერთი ვინც იქცეოდა გონივრულად იყო ჩემი მკერავი, რომელიც ყოველ ჯერზე თავიდან მიღებდა ზომებს, დანარჩენები მოდიოდნენ ჩემთან ძველი ზომებით და ელოდნენ, რომ ეს ზომები ისევ შემეფერებოდა.

30) ცხოვრების არსი ის კი არ არის იპოვო საკუთარი თავი, არამედ შექმნა საკუთარი თავი.