ფსიქოლოგებმა მამაკაცისთვის თავის შეყვარების 7 ხერხს მიაგნეს

0
1777

პაემანზე წასვლის წინ ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე არავინ მიდის და ძალიანაც ცდება. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თუმცა ალბათ შეგინიშნავთ ზოგიერთი ქალი უფრო ადვილად რომ ახერხებს კაცების გულის მონადირებას და ხშირად  მასზე ბევრად უფრო ლამაზ ქალებზე ადვილადაც კი. ეს იმიტომ, რომ ისინი კარგად ერკვევიან წესებში.

სირეკიუს უნივერსიტეტის სექსუალობის, სიყვარულისა და ურთიერთობების პროფესორი დოქტორ ფანელი  ადამიანისთვის თავის შეყვარების სამ ეტაპს გამოყოფს:  ,,ჯერ ყურადღება უნდა მიიქციო, მერე დააინტერესო და ბოლოს თქვენთან ურთიერთობის ქონის სურვილი უნდა გაუჩინო.“

ჩვენ ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ და უკვე ბევრჯერ ნაცად 7 გზას გთავაზობთ, რომლებიც აუცილებლად მიგიყვანენ მის გულამდე:

  1. გამოიყენე სხეულის ენა

მეცნიერები თვლიან რომ კომუნიკაციის დროს ინფორმაციის მხოლოდ 20-30 პროცენტის გადაცემა ხდება ვერბალურად, დანარჩენზე სხეულები მეტყველებენ. სასიყვარულო ურთიერთობის საწყის ეტაპზე არავინ ინტერესდება საპირისპირო სქესისი მომხიბლავი აზრებით, მიზიდულობა სხეულებრივ დონეზე ხდება. ჩვენ ერთმანეთთან გარკვეულ იმპულსებს ვგზავნით.

სიყვარულის სახელმძღვანელო გვირჩევს ინიციატივა საწყის ეტაპზე მხოლოდ სხეულებრივ დონეზე გამოვიჩინოთ. სანამ რამეს ეტყოდეთ, არავერბალურ ენაზე სცადეთ გაესაუბროთ. განსაკუთრებით ეფექტურია თვალებით თამაში. მეცნიერები ასკვნიან რომ როდესაც ემოციურად აგზნებულია ადამიანი, თვალებს ჩვეულებრივზე მეტი სიხშირით ახამხამებს. გადაიხარეთ, მიიწიეთ მისკენ და ეცადეთ თვალებში უყუროთ. ამბობენ, დიდხანს თვალებში ყურებით შესაძლოა ადამიანი შეგიყვარდესო, ერთმანეთზე გული როცა უცრუვდებათ, მაშინ უკვე თვალის არიდებას იწყებენ.  გამოიყენეთ ეს მაგია.

  1. დაემსგავსეთ მას

ფსიქოლოგების აზრით, მსგავსება ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანით მოხიბვლის საქმეში. ,,მსგავსები ერთმანეთს იზიდავენ, ეს კოსმიური  კანონია“. ჩვენ გვიყვარს ჩვენნაირები. ვეძებთ ჩვენნაირებს. როცა ვინმესთან ძალიან ბევრ საერთოს ვპოულობთ მუცელი პეპლებით გვევსება.

პირველი შეხვედრისას ქამელეონის ეფექტი სცადეთ: აითვისეთ მისი მოძრაობები, ჟესტები, ტერმინები, მიმიკები და მერე მასთან საუბრისას გამოიყენეთ. ოღონდ ეცადეთ, არ ,,დაიწვათ“. რასაც არ უნდა აკეთებდეს, აჰყევით. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ მის აჩრდილს უნდა დაემსგავსოთ. სტალკერები ყველას აფრთხობს და ისედაც, ასლის ყოლა ცოტა მოსაწყენია. უბრალოდ ერთმანეთს უნდა აჰყვეთ. ფეხბურთი უყვარს? არ არის სავალდებულო დიმა ობოლაძედ იქცეთ, მაგრამ თამაშებზე ერთი ორჯერ თუ გაყვებით და დიდი ენთუზიაზმით უყურებთ, იდეალური გოგოს იმიჯი გარანტირებული  გექნებათ.

  1. ეცადეთ ხშირად მოხვდეთ თვალში

მოხიბვლის თეორიის მიხედვით, ადამიანის მიმართ სიმპატია მასთან შეხვედრების პირდაპირპროპორციულად იზრდება. უნივერსიტეტის მასშტაბით კვლევები ჩაატარეს და აღმოჩნდა რომ სტუდენტების ძირითად ნაწილს ის გოგონები მოსწონდათ, რომლებსაც ხშირად ყოველდღიურ ურთიერთობაში ხვდებოდნენ.

ყველაზე მეტად საერთო ინტერესების ქონა წაგადგებათ. თუკი ორივე დადიხართ ბიბლიოთეკაში, საცურაო დარბაზში, ჯიმზე ან უბრალოდ ერთსა და იმავე კაფეში, შესანიშნავი ვარიანტი იქნება. თუმცა ზომიერება აქაც დაიცავით, სადაც ,,დაჩექინდება”, ყველგან თავზე თუ დაადგებით, აუცილებლად დაფრთხება. ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და ,,შემთხვევითი“ უნდა იყოს.

  1. ეცადეთ გქონდეთ რაიმე საიდუმლო მასთან

ეს ძალიან აახლოვებს ერთმანეთთან ადამიანებს. საიდუმლოს გამხელა, გულის გადაშლა, ნდობაა და ურთიერთობის დაწყების საფუძველად შეიძლება ჩაითვალოს. შეგიძლიათ ძალიან უბრალო რამეებით დაიწყოთ –  თქვენი ოჯახით, მეგობრებით, მერე კი პიროვნების გახსნაზე გადახვალთ, ისაუბრებთ იმაზე, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ… თუმცა, რა თქმა უნდა, ზედმეტად გახსნამ შეიძლება საერთოდ დისტანციაზე გასვლის გაუჩინოს. ნურც მარტო თქვენი თავის წარმოჩინებით იქნებოთ დაკავებული, დაუსვით შეკითხვები და ეცადეთ ორივემ თანაბარი ოდენობით ისაუბროთ.

 

  1. ეძიეთ ადრენალინი ერთად

არ არის სავალდებულო მაინცდამაინც ბანჯით ხტომაზე წასვლა, თუ ექსტრიმის მოყვარულები არ ხართ, მაგრამ იცოდეთ ადრენალინის გამოყოფას თან სდევს სექსუალური აგზნებაც. ერთად გადახდენილი თავგადასავლები ადამიანებს ერთმანეთის მიმართ სექსუალურ ლტოლვას უჩენს. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ძალიან მაღალ ხიდზე მდგომი მამაკაცები უფრო ადვილად მოიხიბლნენ ქალით, ვიდრე მიწაზე მდგომნი. შეგიძლიათ სათამაშოდ წახვიდეთ ერთად ან საშინელებათა ფილმს უყუროთ. ადრენალინის გამომუშავების უამრავი ხერხი არსებობს.

 

  1. ხშირად ჩაეხუტეთ

როდესაც ადამიანს პეპლები ეპარება მუცელში, ტვინში დოპამინი და ენდორფინები გამოიყოფა, რომელიც კოკაინის მსგავსი ნივთიერებაა. ეს თითქმის შეპყრობილს გხდით იმ ადამიანით, ვინც გიყვართ. სულ მასზე ფიქრობთ, მასთან ყოფნა გინდათ, მაგრამ ეს ეიფორია დიდხანს არ გრძელდება და ერთ ორ თვეში სულ სხვა რეაქციები ჩაანაცვლებს. თუ გინდათ ის ქიმია ცოტათი მაინც შეინარჩუნოთ, ხშირად ჩაეხუტეთ. ჩახუტების დროს ოქსიტოცინი გამოიყოფა და ესეც დაახლოებით შეყვარებულობის ეფექტს აჩენს.

  1. და ბოლოს: გიყვარდეს საკუთარი თავი

საინტერესო ადამიანი ნიშნავს ადამიანს, ვისთან ყოფნაც საინტერესოა. ძალიანაც ნუ შეაკლავთ თავს მისი მოხიბვლის მცდელობას, აკეთეთ ის, რის კეთებაც ყველაზე მეტად გიხარიათ, ის რაც ბედნიერებას განიჭებთ. ბედნიერი ადამიანი ძალიან მომხიბლავია.

 

Dare to be happy!

tumblr_mqu3qxaKGE1qbnylbo1_250

წყარო: Hercampus.com