10 რამ, რაც ქალს ყველა მამაკაცში აფრთხობს

0
2839

1. არაჰიგიენურობა. არაჰიგიენურობა ქალის დასაფრთხობი ყველაზე სწრაფი და მარტივი მიზეზია. ჰიგიენა, პირველ რიგში, ჯანმრთელობასა და სისუფთავესთან ასოცირდება. ქალები კი უპირველესად სწორედ მოვლილ სხეულს ანიჭებენ უპირატესობას. გრძელი და უხეში თმები, ჭუჭყიანი ფრჩხილები, დასვრილი ტანსაცმელი, არაჯანსაღი სუნთქვა, გოგირდი ყურში და მსგავსი “იაღლიშები”, რომლებიც ბაყბაყ დევად გაქცევთ, ქალებში გაღიზიანებას იწვევს.

2. დაულაგებელი სახლი. წინა პუნქტის ლოგიკური გაგრძელება. თქვენი საცხოვრებელი ადგილი ბევრ რამეს ამბობს თქვენსავე პიროვნებაზე. ნუ დაელოდებით კეთილ ფერიას, რომელიც ჯოხის ერთი მოქნევით მთელ სახლს დაგილაგებთ. (დაულაგებელმა სახლმა შეიძლება ფერიაც დააფრთხოთ.) სჯობს ამის გაკეთება თავად სცადოთ. თუკი სახლში შემოსვლისას უსიამოვნო სუნს იგრძნობთ, პირველ რიგში მის გაქრობაზე იზრუნეთ. დიასახლისის ცოტაოდენი ფუნქციების შეთავსება თქვენს კაცობას არაფერს დააკლებს, ქალის თვალში კი ბევრს შესძენს.

3. “აზაბოჩენობა”. სიყვარულის გამოხატვა კარგია, ზედმეტი აქტიურობა კი დამღუპველი. საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნისას არაა საჭირო საკუთარი გრძნობებისა და ვნებათღელვის დაუფარავად გამოხატვა. ქალების უმრავლესობა უკანალზე ხელის მოთათუნებას, მოულოდნელ ჩახუტებასა და მსუბუქ კოცნას ამჯობინებს უხეშ “ზასაობასა” და საბურღი დანადგარივით ენის ყელში ჩაჩრას. უმეტეს შემთხვევაში ამგვარი ქცევა თქვენც და თქვენს პარტნიორსაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ.

4. ამბიციის უქონლობა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკასა და გარემო პირობებს ვერც აქ ავუვლით გვერდს. ამ არასტაბილურ გარემოში არავინაა დაზღვეული სამსახურის მოულოდნელი დაკარგვისგან. სამსახურის დაკარგვა ადამიანში მოტივაციის დაკარგასა და დეპრესიას იწვევს. დაივიწყეთ პესიმიზმი და შემართებით გაუმკლავდით პრობლემებს. სახლში უსაქმოდ ჯდომა 24 საათის განმავლობაში, სიგარეტის გაუთავებელი მოწევა და ტელევიზორის ყურება ქალებს მაინცდამაინც არ აგიჟებთ.

5. “არასწორი” ისტორიები. თუკი თქვენ ყოველ 10 წუთში ერთხელ ტრაბახობთ, რამდენი დალიეთ წინა კვირას, როგორ “აგაყუდეს” გათიშული სახლის კარებზე და როგორ შეგექმნათ პრობლემები პოლიციასთან, მაშინ თქვენი საქმე წასულია. თუკი თქვენი “საგმირო საქმეების” სიაში სასმელს განსაკუთრებული პოზიციას უჭირავს და სხვა სატრაბახო არაფერი გაქვთ, მაშინ გასაკვირი არ იქნება ქალი იმაზე ადრე დაფრთხეს, ვიდრე ისტორიის მოყოლას დაასრულებთ.

6. მდარე იუმორი. იუმორის უპირველესი დანიშნულება ღიმილისა და კარგი ხასიათის შექმნაა, თუმცა არ დაგავიწყდეთ ოქროს წესი “კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდება”. ნუ გაიცინებთ საკუთარ იუმორზე, მოერიდეთ უხამსობას, მოერიდეთ ორაზროვან გამონათქვამეს თქვენი პარტნიორის ახლობელ და საყვარელ ადამიანებზე. შესაძლოა, დაუფიქრებლად წამოყრანტალებულმა ერთმა სიტყვამაც კი თქვენი ურთიერთობა უმოკლეს დროში დაანგრიოს.

7. „მარიაჟობა“. ქალებს აფრთხობთ ზედმეტად თავმომწონე მამაკაცები, რომელთაც გადამეტებული წარმოდგენა გააჩნიათ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე. აუცილებელია თვითდაჯერებულობისა და გაზვიადებული წარმოდგენის ერთმანეთისგან გამიჯვნა. პირველი თვისება წინ წაგწევთ სასურველი ქალის დაპყრობის საქმეში, მაგრამ თუ თქვენს თავში შეამჩნევთ “მარიაჟობის” პატარა ნიშნებსაც კი, დაუყოვნებლივ შეეცადეთ გამოსწორდეთ.

8. უწმაწური საუბარი საყვარელ ადამიანებზე. არასოდეს მიაყენოთ შეურაცხყოფა პარტნიორის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. არც იმის აღნიშვნაა საჭირო, რომ ოჯახის რომელიმე წევრი ან მეგობარი მიმზიდველია და მოგწონთ. სჯობს ეს ემოციები თქვენთვის შეინახოთ.

9. “თვალის გაპარება”. ალბათ ხშირად გსმენიათ “სუფთა ქართული” გამონათქვამი – “მერე რა? კაცია. გაიარ-გამოიაროს. არაფერი დაშავდება”. ამგვარი წარმოდგენები დიდი ხანია მოძველდა. დღესდღეობით არამხოლოდ სხვა ქალთან ურთიერთობა, არამედ “თვალის გაპარებაც” კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს თქვენთვის. თუკი მაინც ვერ მოითმენთ და თვალი გააყოლეთ გამომწვევად ჩაცმულ, ფანტაზიების აღმძვრელ გოგონას, არ დაგავიწყდეთ პარტნიორთან ხმამაღლა იმის აღნიშვნა, თუ რა ვულგარულად გამოიყურება ეს გაფუჭებული გოგონა.

10. ყოფილ პარტნიორთან შედარება. აპ, აპ, აპ! არც იფიქროთ! არ გაბედოთ სიტყვის თქმა თქვენს წინა ურთიერთობებზე. თუკი ცუდ კონტექსტში მოიხსენიებთ სექსს ყოფილ პარტნიორთან, ამით მაინც გააღიზიანებთ ახლანდელს. რადგან შესაძლოა, ოდესმე ისიც აღმოჩნდეს ამგვარი საუბრის თემა. თუკი თქვენ დააპირებთ ძველი ურთიერთობებიდან რაიმე სასიამოვნოს გახსენდებას, ამით აფიქრებინებთ, რომ მასთან ერთად სრულფასოვნად ბედნიერი არ ხართ და ძველი დრო გენატრებათ. ასე რომ სჯობს საერთოდ არ ამოიღოთ ხმა გარდასულ დღეთა მოგონებებზე და ყოველთვის აღნიშნოთ, თუ რა ბედნიერი ხართ რომ იპოვეთ ის ერთადერთი, ვისთანაც ახლა ხართ.

ეს ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, პირობითია. თქვენს პარტნიორს შესაძლოა, სრულიად სხვა რამ აღიზიანებდეს ან პირიქით აღაგზნებდეს. ზოგიერთ ქალს შეიძლება მოეწონოს სუნიანი, უმუშევარი კაცი, რომელიც მუდმივად სახლში ზის და ბუზღუნებს. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არცერთი ქალი არ ისურვებს ასეთი მამაკაცის ცოლობას.

 

წყარო: Bold.ge