ჩვენ საიდუმლოებებით მოცულ სამყაროში ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებამ უამრავ შეკითხვას გასცა პასუხი, კვლავაც მისტიკის სფეროდ რჩება ყველაზე მთავარი – თუ როგორ შეიქმნა და როგორ არის ეს სამყარო მოწყობილი. ღიად დატოვებულ შეკითხვებს თავისი დადებით მხარეც აქვს – ფანტაზიას გასაქანს აძლევს. გაუგებრობაში მოხვედრილებს, ისღა დაგვრჩენია თეორიები გვქონდეს. მეცნიერები უამრავ მათგანზე მუშაობენ, ჩვენ კი მათ შორის ყველაზე გავრცელებულებს შემოგთავაზებთ:
1. აფეთქების თეორია
წარმოიდგინეთ, არ არსებობს არაფერი, არც მატერია, არც დრო არც სივრცე და ამ არარსებობაში წარმოიქმნება ციცქნა ცეცხლოვანი ბურთულა, რომელიც ატომზე პატარა და დაახლოებით მილიარდჯერ უფრო მხურვალეა ვიდრე მზე. ბუჰ.. მოხდა აფეთქება და დაიბადა სამყარო, გაჩნდა გრავიტაცია, ბირთვული ენერგია , ელექტრომაგნეტიზმი… როგორ გავჩნდით ჩვენ? ამ კითხვაზე პასუხი ფორმულის სახით დაგვიტოვა აინშტაინმა – E=m2.. აფეთქების შედეგად წარმოშობილი ენერგია გარდაიქმნა მატერიად. სწორედ ამ ფორმულაზე დაყრდნობით გამოიგონეს ატომური იარაღი. ატომის ბურთი ნელ-ნელა იზრდება და ფართოვდება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აფეთქება ახლაც მიმდინარეობს.
2. ეკპიროტიკული თეორია სამყაროს განვითარების შესახებ
ეკპიროტიკული თეორიის მიმდევრები ფიქრობენ, რომ სამყარო უამრავი განზომილებებისა და პარალელური სამყაროებისგან შედგება. ჩვენი სამყაროც ორი პარალელური სამყაროს შეჯახების შედეგად წარმოქმილი ენერგიის წყალობით წარმოიშვა და მას შემდეგ მილიარდი სინათლის წელიწადით ფართოვდება, სანამ არ დადგება დიდი შეკუმშვის დრო. ამ შეკუმშვის ენერგია წარმოშობს კიდევ ერთ მასიურ შეჯახებას და სამყარო ხელახლა დაიბადება. ეს ციკლი მარადიულად გაგრძელდება.
3. თეთრი და შავი ხვრელების თეორია
ჩვენ ყველამ ვიცით სამყაროში არსებული შავი ხვრელების შესახებ. ეს არის ხვრელი, რომელში შესვლა შესაძლებელია, გამოსვლა კი შეუძლებელი. თეთრი ხვრელები შავი ხვრელების ანტიპოდებია, მათგან გამოსვლა შესაძლებელია, შესვლა კი შეუძლებელი. ზოგადად, მათი არსებობა დამტკიცებული არ არის და მხოლოდ მათემატიკურ გამოთვლებში არსებობენ, თუმცა აქაც არის ლოგიკა, თუკი რაიმე შავ ხვრელში ქრება, იგი სადმე სხვაგან უნდა გაჩნდეს!
ამ თეორიის მიხედვით ყველაფერი რაც შავ ხვრელში უჩინარდება, სადღაც ჩნდება, იბადება ახალი სამყარო, რომელსაც თავისი შავი ხვრელები აქვს და ასე წვიმის შემდეგ ამოყრილი მრავლდებიან ახალ ახალი სამყაროები. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რომელიღაც სამყაროს შავი ხვრელიდან გამოტყორცნით შეიქმნა ჩვენი სამყაროც და დიდი აფეთქებაც ეს იყო სწორედ.
4. მატრიცის თეორია
დიახ, ამ ექსტრავაგანტული თეორიის მიხედვით ფილმიც კი გადაიღეს, რომლის მთავარი იდეა ისაა, რომ მთელი სამყარო რომელიღაც უცნობი ძალის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამაა. ამ კომპიუტერის წარმოდგენა კი არავის შეუძლია. ჩვენ ილუზიებში მცხოვრები ხელოვნური ინტელექტი ვართ და არა ცოცხალი ორგანიზმები.
5. კვანტური თეორია
ამ თეორიის მიხედვით არსებობს უამრავი სხვადასხვა ალტერნატიული რეალობა და ის, რასაც ჩვენ რეალობად აღვიქვამთ ამ უსასრულობის მხოლოდ ერთი გამოვლინებაა. დაახლოებით ასე – თქვენ ახლა ამ რეალობაში ამ სტატიას ჰკითხულობთ, სხვა რეალობაში კი შესაძლოა კვანტურ თეორიაზე თავად მუშაობდეთ.
წაიკითხეთ აგრეთვე: რეალობა, რომელსაც თავად ვქმნით, სამყაროს მოწყობის კვანტური თეორია
თქვენ გაქვთ თქვენი თეორია? სიამოვნებით მოგისმენთ!
Dare to imagine!
დოჩი გოგო