,,თუ გინდა სამყარო შეცვალო” – სოკრატეს 11 რჩევა, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ

0
2832

ის ამბობდა, რომ ვერავინ ვერავის ვერაფერს ასწავლის, ერთადერთი რის გაკეთებაც ადამიანისთვის შეგიძლია არის მისი იძულება, იფიქროს. მხოლოდ ასე მოახერხებ გაახელინო თვალები და გააცნობიერებინო რომ მათ ფრთები აქვთ, რომ ფრენა შეუძლიათ, უბრალოდ ეს არ იციან.

ჩვენც სოკრატეს 17 რჩევას გთავაზობთ, რომელიც ბევრ რამეზე სულ სხვანაირად დაგაფიქრებთ. მოკლედ, გაიძულებთ, იფიქროთ!

 

  1. იცოდე, რომ არაფერი არ იცი.

ჭეშმარიტი სიბრძნე მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ვაცნობიერებთ, რომ ძალიან ცოტა გვესმის ცხოვრების, საკუთარი თავის და სამყაროს შესახებ. ,,მე ძალიან განათლებული ვარ, რადგან ვიცი, რომ არაფერი ვიცი“ – ამბობდა ფილოსოფოსი.

  1. იყავი ისეთი, როგორადაც გინდა რომ აღგიქვამდნენ

,,უმოკლესი და ყველაზე სარწმუნო საშუალება გქონდეს კარგი რეპუტაცია და გცემდნენ პატივს, არის მართლაც ისეთი გახდე, როგორც გინდა რომ საკუთარი თავი წარმოაჩინო. თუკი დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ადამიანის ღირსებები იზრდება და ძლიერდება მათზე მუშაობით.“

  1. თუ გინდა რამე შეცვალო, თავად შეიცვალე

ამქვეყნად ორი ტიპის ადამიანებია არსებობენ, ერთნი კითხულობენ: ,,საით მიექანება სამყარო“ და მეორენი ამ სამყაროს მიმართულებას აძლევენ. ,,იმისთვის რომ სამყაროა მოქმედებაში მოვიყვანოთ, ჯერ თვითონ უნდა ავმოქმედდეთ.“ ,,სხვების გაუმჯობესების უმარტივესი გზაა, საკუთარი თავის გაუმჯობესებაა“

  1. იყავი კმაყოფილი იმით, რაც გაქვს

,,ის ვინც კმაყოფილი არ არის იმით, რაც გააჩნია, არც იმით იქნება კმაყოფილი, რაც უნდა რომ გააჩნდეს. კმაყოფილების გრძნობა ბუნებრივი სიმდიდრეა, სიმდიდრე კი ხელოვნური სიღარიბე.“

  1. ჭამე იმისთვის რომ იარსებო, ნუ იარსებებ იმისთვის, რომ ჭამო

,,უღირსი ადამიანები ცხოვრობენ იმისთვის რომ ჭამონ და სვან; ღირსეული ადამიანები ჭამენ და სვამენ იმიტომ, რომ იარსებონ.“

  1. რომ ცხოვრობ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, მთავარია როგორ ცხოვრობ

ყველა რაღაცითაა დაკავებული და მთავარი ის არის, თუ რით ხარ დაკავებული. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსაო, წერდა შოთა. ,,მთავარი ცხოვრება კი არა, კარგად ცხოვრებაა“ – ამბობდა სოკრატე.

  1. ნუ გამოყოფ საკუთარ თავს დანარჩენი მსოფლიოსგან

,,მე არც ათენელი ვარ, არც ბერძენი, მე სამყაროს მოქალაქე ვარ“

  1. ნუ განსაზღვრავ საკუთარ თავს იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობენ შენზე

,,საკუთარი თავი რომ იპოვო, თავად უნდა იფიქრო.“

  1. არასოდეს უპასუხო ბოროტებას ბოროტებით

თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ მხოლოდ თქვენ დაგაზიანებთ. გახსოვდეთ სხვისი ქმედებები სხვისი კარმაა, თქვენი რეაქციები – თქვენი. ,,არავის აქვს უფლება ბოროტება ბოროტებით აზღვევინოს ვინმეს, ტკივილი მიაყენოს, მოყენებული ტკივილის სანაცვლოდ, ვინმეს რამე დაუშავოს, როგორც არ უნდა იტანჯებოდეს მის მიერ მოყენებული ტკივილის გამო.“

  1. უფრთხილდით საკუთარ ფიქრებს

ნებისმიერი ფიქრი მატერიალიზდება და რეალობად იქცევა ხოლმე. ,,გონება ყველაფერია. რასაც ფიქრობ, იმას აღწევ.“

  1. არასოდეს შეწყვიტოთ ხეტიალი

,,ხეტიალით იწყება სიბრძნე!“

 

და ბოლოს ბონუსად: ,,პატარა გონება განიხილავს ადამიანებს, საშუალო გონება – მოვლენებს, დიდი – იდეებს!”

გაბედე, იფიქრო!

Dare to think