,,მე შენ ყველაფერი მოგეცი, შენ კი”… – ,,დაუფასებელი” გრძნობების საიდუმლო

0
2889

მე მას ყველაფერი მივეცი და ის კიდე უმადურია, თავს მარიდებს, ეს უსამართლობაა — ხშირად გაიგებთ მსგავს ფრაზას ,,დაუფასებელი” პარტნიორებისგან. როგორც წესი, ასეთი თვითშეწირვა იმ ადამიანებისთვისაა დამახასითებელი, რომლებიც არაცნობიერ დონეზე მაინც ელიან საპასუხო სიყვარულს და ყურადღებას, სხვა სიტყვებით ეს მსხვერპლშეწირვა სულაც არ არის უანგარო.

ასეთი ტიპის  ადამიანი  ემოციურად იმდენად დამოკიდებულია პარტნიორის  გრძნობებზე, რომ ამის გამო მზადაა გაიღოს უამრავი მსხვერპლი – დაემორჩილოს, შეეგუოს, უკანა პლანზე გადაწიოს თავისი სურვილები, მაგრამ საპასუხოდ სჭირდება სიყვარული, ეს წყურვილი კი დიდი და გაუმაძღარია. იგი საკუთარი რჩეულისაგან მოითხოვს ყოველდღიურ, მეტიც, საათში ერთხელ სიყვარულის მტკიცებას და მუდმივ ყურადღებას.

ძალიან ხშირად ეუბნება საყვარელ ადამიანს – მე შენ მიყვარხარ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოხატოს  გრძნობები, უფრო იმიტომ, რომ მოისმინოს საპასუხო აღიარება. იგი მუდმივად ავლენს  ყურადღებას, რომ მიიღოს სანაცვლო თავად.

images

ასეთი ადამიანისთვის პარტნიორი სამყაროს ცენტრია,  ყველაფრის გაიღება შეუძლია მისთვის, სამაგიეროდ კი მისგან მადლიერებას ითხოვს, რომელიც მისი წარმოდგენით უნდა გამოიხატოს რაც შეიძლება მეტ სითბოსა და მზრუნველობაში.

მარტივი ლოგიკაა – რაც მეტს გავცემ, მით მეტი უნდა მივიღო. აი ასე აღმოჩნდება ხოლმე მისი სიყვარულის ობიექტი დახშულ სივრცეში, მეტისმეტი სიყვარულითა და ყურადღებით შებოჭილი — მის ნებისმიერ შეყოყმანებას, თავში აზრის გავლებას, ყველა რეაქციას ყურადღებით აკვირდებიან და იკვლევენ, რომ გაარკვიონ რა არის მოსალოდნელი მისგან.

თავიდან ასეთი ყურადღება სასიამოვნოც კია ადამიანისათვის, მაგრამ ადრე თუ გვიან იგი თავს გრძნობს შეზღუდულად. ყურადღების და მზრუნველობის ეს უზარმაზარი ნაკადი იწყებს მის გაგუდვას და ერთხელაც ის აუცილებლად ეცდება ამ ყველაფრისგან გათავისუფლებას. იგი დაიწყებს რაც შეიძლება მეტი დროის გატარებს შორს იმ პარტნიორისგან, რომელიც მას პირად სივრცეს ურღვევს. შესაძლოა სამსახურშიც კი დარჩეს გვიანობამდე, მაგრამ ეს ის ადგილია, სადაც მას აუცილებად მისწვდება ნევროიტული სიყვარულის თითები — გაბმული ზარები, ყურადღების მოთხოვნილება ( აბა ერთი გაბედოს და ტელოფონს არ უპასუხოს) , მოულოდნელი სტუმრობა სამსახურში. ასე გადააქცევს გადაჭარბებული ყურადღება ადამიანის ცხოვრებას აბსოლუტურად აუტანელს.

ბუნებრივია, მას უჩნდება გაქცევის სურვილი. ეს შეიძლება მოხდეს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქო-ემოციური კუთხით. ფსიქო-ემოციური იზოლაციის დროს ადამიანი იქცევა როგორც რობოტი, რომელიც დაყენებულია ისე, რომ შეასრულოს თავისი ფუნქციების აუცილებელი პროგრამა მინიმუმი, მისი შინაგანი ემოციური ცხოვრება კი სრულიად ხელშეუხებელია და იგი არ უზიარებს მას თავის ოფიციალურ პარტნიორს. ეს როლის თამაშივითაა მაშინ, როცა მისი შინაგანი სამყარო ჩაკეტილია და  ეკუთვნის მხოლოდ მას, ან უარეს შემთხვევაში, იგი უზიარებს ვინმე სხვას.

o-WOMAN-IGNORING-HUSBAND-facebook

რა მოჰყვება ამას? სიყვარულის აუტანლად მწყურვალი პარტნიორი ირჩევს ახალ ტაქტიკას. იგი იწყებს ემოციური შანტაჟის ეტაპს — წუწუნებს, ცდილობს გააღვიძოს ,,უმადურ” პარტნიორში დანაშაულის გრძნობა, ახდენს დემონსტრირებას ყველას თვალწინ თუ რამოდენა უბედურება დაატყდა თავს და როგორ დაინგრა მისი ,,საოცრებათა” სამყარო, ამ ფონზე მას შეიძლება გამოუვლიდეს გარკვეული სომატური სიმპტომებიც.

მეორე შემთხვევაში სამართლიანობის შეგრძნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ფრაზები იწყება ასე — მე შენს გამო… შენ კი ამ დროს… ნებისმიერმა სტრატეგიამ შეიძლება იმუშავოს მხოლოდ დროებით. შემდეგ კი მოდის გაცილებით მძიმე ეტაპი, სადაც არგუმენტები ძლიერდება.  თავისსავე მოლოდინებში იმედგაცრუებული ადამიანი იწყებს მუქარას, რომ ან თავს დაუშავებს რამეს, ან პარტნიორს დაუნგრევს ცხოვრებას. ხშირად ასეთი ტაქტიკა მუშაობს და ადამიანი აღწევს რაღაც ტიპის ფორმალურ ყურადღებას, რომლის უკანაც რეალურად იმალება შიში და მტრობა. ასე მანამდე გრძელდება, ვიდრე რომელიმე მათგანს ყელში არ ამოუვა ეს სიყალბე.

black-boy-cool-cry-Favim.com-1744483

სამწუხაროა არა? არადა ამის მიზეზი სხვისი მხრიდან დიდი სიყვარულის მიღების წყურვილია. ასეთი აუტანელი წყურვილის უკან კი იმალება შიში და არასრულფასოვნების კომპლექსი, ის ქვეცნობიერად თვლის, რომ სიყვარულის ღირსი არ არის, ამიტომ ცდილობს საწინააღმდეგო დაუმტკიცოს საკუთარ თავს. ასეთ ადამიანს მსუბუქ კრიტიკაზეც საშინელი რეაქცია აქვს, ეს ხომ დამატებითი დარტყმაა მის შინაგან შიშზე — იგი არ არის საკმარისად კარგი იმისთვის, რომ ვინმეს უყვარდეს. ბუნებრივია ამგვარი თვითგვემა აუტანელი ტკივილია.

სწორედ აქედან მოდის მისი იმედებიც, რომ სხვისი სიყვარულის მიღებით შეუძლია თავიდან დაიბადოს, რასაც აუცილებლად მოჰყვება იმდეგაცრუება. საბოლოოდ კი იგი შეიძლება იმდენად გაურბოდეს ტკივილს, რომ იქცეს ფსიქოლოგიურად განდეგილ ინდივიდად.

ჩვეულებრივ ამგვარი კომპლექსების ფესვები ბავშვობაში იმალება, როდესაც ბავშვი უყურებს თავისი მშობლების ნეგატიურ რეაქციას თავის საქციელზე, ან გრძნობს უყურადღებობას მათი მხრიდან. ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან და განსხვავებით დიდებისაგან მიზეზებს საკუთარ თავში ეძებენ. მათი აზრით მშობლების ასეთი ქცევა გამოწვეულია იმით, რომ ისინი ვერ არიან ისეთები, როგორიც საჭიროა და რომ ყოფილიყვნენ უფრო ჭკვიანები, ლამაზები, მორჩილები მშობლების დამოკიდებულება მათ მიმართ შეიცვლებოდა. უკვე ამ დროიდან იწყებს სიყვარულის დამსახურებაზე ზრუნვას, იგი ასკვნის, რომ როგორიც არის ისეთი არ იმსახურებს სიყვარულს და საჭიროა თავისი ინტერესების და სურვილების მუდმივად გაღება მსხვერპლად მის მოსაპოვებლად.

 

ელა