შეგეფერებათ თუ არა თქვენი პარტნიორი, 15 მაჩვენებელი იმისა, რომ ერთად უნდა იყოთ

0
3018

 

როგორ გაგიჟებითაც არ უნდა გიყვარდეს ვინმე, ხანდახან ძალიან ძნელია იმის გარკვევა, შეგეფერებათ თუ არა იგი. ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს და ბოლომდე ვერც ვერასოდეს მოვახერხებთ, რადგან გამუდმებით ვიცვლებით. თქვენ წინასწარ ვერ განსაზღვრავთ როგორი იქნებით შემდეგ გაზაფხულს, რას იგრძნობთ, რა მოგეწონებათ, რა აღარ მოგეწონებათ. შეჰფიცო ვინმეს მარადიული სიყვარული, ძალიან რთულია. ყველას განსხვავებული კრიტერიუმები, მოთხოვნები გვაქვს. არიან წყვილები, რომლებიც ბრწყინვალედ უგებენ ერთმანეთს და მაინც შორდებიან, არიან წყვილები, რომლებიც გამუდმებით კინკლაობენ და მაინც ერთად რჩებიან. რას გაიგებ? თუმცა მაინც არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომელშიც ასე თუ ისე ყველა შეიძლება მოექცეს. ჩვენ გთავაზობთ  ნიშნებს, რომლითაც შეგიძლიათ დაფიქრდეთ იმაზე, ღირს თუ არა მასთან დარჩენა, ან მისგან წასვლა.

 

  1. თქვენ საიდუმლოებები გაქვთ. არსებობს რაღაც, რასაც არავის ეუბნებით მის გარდა. ლაპარაკის საღერღელი რომ აგეშლებათ და ენას კბილს ვერ დააჭერთ, ასეთ საიდუმლოს გამხელაზე არ გვაქვს საუბარი. როდესაც ადამიანს შენი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე ესაუბრები, ესე იგი ენდობი და ეს ნდობა ხანგრძლივი სიყვარულის ერთერთი კომპონენტია.
  2. არ მალავთ საკუთარ სისუსტეებს. როცა ბედნიერი ხარ, მაშინ ყველასთან ადვილია ყოფნა და ურთიერთობა. რა ხდება მაშინ, როცა ცუდად ხართ? აი, კრიზისული დღე გაქვთ, საშინელ ხასიათზე ხართ, გინდათ მისი ნახვა? ის თქვენთვის კომფორტი უნდა იყოს, ერთგვარი ნავსაყუდელი, ადამიანი, როგორც სახლი, სადაც ყველაზე მეტად ხართ ის, რაც ხართ.
  3. პატივს სცემთ. არ გსურთ მისი გადაკეთება, შეცვლა. ყველას გვაქვს გამაღიზიანებელი ჩვევები, მაგრამ როცა ადამიანში ის გიყვარს, რაც მთავარია და არსებითი, ნაკლოვანებებსაც მისი განსაკუთრებულობის ნაწილად მიიჩნევთ და არ გაგაღიზიანებთ.
  4. ამაყობთ მისით. გინდათ რომ მთელს მსოფლიოს გააცნოთ: თქვენს მშობლებს, მეგობრებს, კოლეგებს… ნახეთ, რა კარგი ვინმე მყავს!.
  5. ეგიძლიათ წარმოიდგინოთ მომავალი მის გვერდით. არ არის საჭირო მაინცდამაინც იმაზე ფიქრი მისი გვარი თუ მოუხდება თქვენს სახელს, მაგრამ თქვენს ოცნებებში მის გვერდით ბედნიერი ცხოვრება რამდენად ხშირად კრთება?
  6. არ გეშინიათ, არ დაეთანხმოთ. თქვენ იცით, რომ რაც არ უნდა ელაპარაკოთ, ხაზს არ გადაგისვამთ. იცით, რომ რაც არ უნდა შეგეწინააღმდეგოთ, თუნდაც ფიქრობდეს რომ ცდებით მაინც ყურადღებით მოგისმენთ და გაითვალისწინებს თქვენს აზრებს.
  7. გაცნობიერებული გაქვთ მნიშვნელოვანი განსხვავებები. ცდილობთ, იმ განსხვავებებზე იმუშაოთ, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენს ერთად ყოფნას და ისე დაგეგმოთ ყველაფერი, არცერთი დაზარალდეთ. კომპრომისი აუცილებელია რელიგიური შეხედულებებში, ფინანსური საკითხებსა და ა.შ
  8. იუმორის ერთნაირი აღქმა გაქვთ. იუმორი ყველაფერს არბილებს და ამსუბუქებს. თუკი თქვენ ერთნაირ რამეებზე გეცინებათ, ახერხებთ მის გაღიმებას და ამ ღიმილით მისი ცხოვრების გალამაზებას, გაცილებით მარტივი ხდება ცხოვრება.
  9. თქვენ მისით მოხიბლული ხართ. ფიზიკური ქიმია ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობაში და თუნდაც საზოგადოებაში აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით არც ლამაზი იყოს, არც სიმპატიური, თქვენ ძალიან უნდა მოგწონდეთ. უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, ის ერთადერთი უნდა იყოს, არც არავისზე ლამაზი და არც არავისზე უშნო. უბრალოდ ის.
  10. მის გვერდით სიჩუმე უხერხულობას არ გიქმნით. არ უნდა გჭირდებოდეთ ამ სიჩუმის ლაპარაკით ან ურთიერთობის სხვა ფორმით ამოვსება. ეს ყველაზე დიდი კომფორტია.
  11. თქვენ თქვენ ხართ მის გვერდით. არ გჭირდებათ ფიქრების და ემოციების მოჩვენებითი კორექცია, მხოლოდ იმიტომ რომ გაეპრანჭოთ.
  12. ზუსტად იმდენად გჭირდებათ, რამდენადაც თქვენთან ყოფნა შეუძლია. ,,როცა მჭირდები, არასდროს ხარ“, ,,სულ დამივიწყე“, ,,აღარ გახსოვარ“ – ძალიან დამღლელია. თქვენი ერთად ყოფნა, ბუნებრივი უნდა იყოს და არა მოვალეობებით განპირობებული.
  13. არ ეჭვიანობთ. კომფორტულად გრძნობთ თავს მის მეგობრებთან – თუნდაც თქვენივე სქესის მის მეგობრებთან. ნებას აძლევთ ერთმანეთს იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით, გქონდეთ ერთმანეთის გარდა სხვა გატაცებებიც და ჰობებიც.
  14. გრძნობთ რომ მის გვერდით უკეთესი ადამიანი ხდებით. ის ზუსტად ისეთს გხედავთ, როგორიც გინდათ რომ იყოთ. იმ თვისებებს აღვიძებს თქვენში, რაც თქვენ ყველაზე მეტად მოგწონთ. თავი ჭკვიანი, მხიარული, მომხიბლავი და კრეატიული ადამიანი გგონიათ. მის გვერდით თავდაჯერებული ხართ.
  15. უბრალოდ გიღებთ. გაქვთ განცდა, რომ რაღაც ძალიან მთავარს, არსებითს იგებს თქვენში, იმას რასაც ვერაფრით ხსნით, ან აგებინებთ. ეს თბილი, ძალიან კომფორტული გრძნობაა – თითქოს ის ერთადერთია, ვის გვერდითაც მზად ხართ მთელი ცხოვრება გაატაროთ.

წაიკითხეთ ასევე: 5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით

        5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სიყვარული დიდხანს გასტანს

  8 ნიშანი იმისა, რომ კაცს მართლა უყვარხარ

 

Dare to know!

დოჩი გოგო