არაფერს ისე არ გავუღიზიანებივარ ცხოვრებაში, როგორც იმ ფაქტს, რომ დონ ხუან მატუსი, რომელიც ბაბუად მერგებოდა ასაკით, ჩემთან შედარებით უსაზღვროდ ახალგაზრდა იყო, „ – წერდა კარლოს კასტანედა თავისი მასწავლებლის შესახებ. დონ ხუანი მექსიკელი მაგების 27-ე თაობის ნაგუალი იყო. ნაგუალი მაგია, რომელიც სხვა მაგების ჯგუფს ხელმძღვანელობს. იგი 30 წლის განმავლობაში ასწავლიდა კასტანედას და მთელი თავის ცოდნა გადასცა, მათ შორის მაგიური პასების შესახებაც.
,,დამიჯერე, ჩვენ ცნობიერებით აღჭურვილ მაგიურ არსებებს წარმოვადგენთ“ – ეუბნებოდა იგი კარლოსს, – ,,ჩვენ, ადამიანები, მაგიური არსებები ვართ“.
ძველი მექსიკელი მაგები თვლიდნენ, რომ თითოეულ ჩვენგანს დაბადებიდან მონიჭებული გვაქვს ენერგიის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია გარეგანი ძალების ზემოქმედებისგან: ის არც მცირდება და არც იზრდება. მათ მიაჩნდათ, რომ ეს ენერგია სრულიად საკმარისია იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ყოველი ადამიანი უნდა ისწრაფვოდეს – გასცდეს ჩვეულებრივი აღქმის საზღვრებს. ეს კი ნიშნავს შეხვიდე ჩვენი ცნობიერებისთვის წარმოუდგენელ სამყაროებში, რომელთა პრაქტიკული ფასეულობა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებასავით ფასეულია.
ყოველდღიური ცხოვრების ყოვლისმომცველი სისრულის შეგრძნება სხვა არაფერია, თუ არა ილუზია, რომელიც ერთადერთ შესაძლო ჭეშმარიტებად გვეჩვენება. სინამდვილეში ადამიანის აღქმისთვის სამყაროთა განსაცვიფრებელი სიმრავლეა მისაწვდომი, რომელშიც რეალურად შეუძლია ცხოვრება ადამიანს.
იმისთვის, რომ ამ სამყაროებში შევაღწიოთ, აუცილებელია საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ყოფნა. ამოუცნობის პირისპირ ერთი ერთზე დგომა მოითხოვს ფოლადის ნერვებს და სხეულს რომელიც ასეთი ნერვები აქვს. ძველი მექსიკელი მაგების აზრით, მაგიური პასების შესრულება ერთადერთი ფაქტორია, რომელიც სხეულს სწორედ ამისთვის ამზადებდა.
ადაიანის არსება წარმოადგენს ენერგეტიკული ველების კვერცხისებურ, ჩაკეტილ წარმონაქმნს, რომლის საზღვრები სამყაროდან ენერგიის შემოდინებასა და გადინებას უშლიან ხელს. ველის შიგნით ენერგიის მართვას ახორციელებენ სხეულზე განლაგებული სასიცოცხლო ენერგეტიკული ცენტრები. ჩვენი ყოველდღიური პრობლემებით სავსე ცხოვრება, შიშები, შფოთები გარდაუვალ ხარკს ახდევინებენ ადამიანის სხეულს. სასიცოცხლო ცენტრები ენერგიას ველის პერიფერიებისკენ გაისვრიან, სადაც ის მერქანისებურ, სქელ გამოუსადეგარ ფენად გადაიქცევა და ადამიანს აღარ რჩება თავისუფალი ენერგია თავისი პრაქტიკული მიზნების მისაღწევად. დაახლოებით ასეთ სიტუაციას ვიღებთ: მიდიხართ უდაბნოში, მიათრევთ წყლით სავსე ბაკს, რომლის გახსნის ძალა არ გაქვთ და წყურვილით კვდებით. ამ ბაკის გასაღები სწორედ მაგიურ პასებშია.
ისინი აიძულებენ ენერგიას ადამიანის გარშემო წარმოქმნილი ენერგეტიკული ჯავშნიდან სასიცოცხლო ცენტრებში დაბრუნდნენ, რის შედეგადაც ვიბრუნებთ ჯანმრთელობას და ძალის სიჭარბის შეგრძნებას, თუმცა როდესაც ამ პასების კეთებას გადაწყვეტთ, ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მისი ზემოქმედების ვლინდება თავისთავად. ეს პასები არ წარმოადგენენ მოძრაობათა ჩვეულ სისტემას ფიზიკური სხეულის სრულყოფისთვის. ეს სრულყოფა შედგება, როგორც ტრანსცედენტული ზემოქმედების გვერდით მოვლენა.
გამოუყენებელი ენერგიის გადანაწილების შედეგად ადამიანის ცნობიერება მაღლდება იმ დონეზე რომ ჩვეულებრივი ტრადიციული აღმის პარამეტრები თითქმის ნულზე დადის. ამგვარად ჯანმრთელობის განმტკიცებასთან ერთად წარმოუდგენელ სამყაროებში მოგზაურობასაც შეგვიძლია გამოვკრათ ხელი.
თუ სუსტი გული გაქვთ და ფიქრობთ, რომ ასეთი მოგზაურობისთვის მზად არ ხართ, ნუ შეგეშინდებათ. კასტანედას მიერ შემუშავებული პასები თანამედროვე ადამიანზეა გათვლილი და ცალკეული ორგანოების გაჯანსაღებასა და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. მთავარია არ დაგავიწყდეთ მისი მითითებები.
ვარჯიშის დროს არ შეიძლება ლაპარაკი, მუსიკა, არ უნდა გვესმოდეს რადიოსა და ტელევიზორის ხმა, თუნდაც ძალიან შორიდან. უნდა ვერიდოთ ჰაერის გამჭოლ ნაკადებს. ვარჯიში შეიძლება როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე ჯგუფურად.
ჩვენ სულიერ და ფიზიკურ სიჯანსაღეს გისურვებთ!