36 პირადული კითხვა, რომელიც სიყვარულის მიზეზი ხდება

0
8375

 

20 წლის წინ ფსიქოლოგმა არტურ არონმა თავის ლაბორატორიაში ჩაატარა მარტივი ექსპერიმენტი. მან შესთავაზა ერთმანეთისთვის მანამდე უცნობ ქალსა და კაცს ერთად ეპასუხათ 36 კითხვაზე. ამის შემდეგ მათ დუმილის შენარჩუნებით უნდა გაესწორებინათ ერთმანეთისთვის თვალები 4 წუთის მანძილზე. ნახევარი წლის მერე ექსპერიმენტის მონაწილეები მზად იყვნენ ოჯახები შეექმნათ. აი ეს კითხვები:

1) მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი ადამიანის მოწვევა რომ შეგეძლოთ სადილად, ვის მოიწვევდით?

2) გინდათ გახდეთ ცნობილი? რომელ სფეროში?

3) ვიდრე სატელეფონო ზარს განახორციელებდეთ, წინასწარ გადიხართ რეპეტიციას თუ რა უნდა თქვათ? რატომ?

4) როგორია თქვენი იდეალური დღე?

5) ბოლოს როდის იმღერეთ განმარტოებით? სხვას როდის უმღერეთ?

6) თუ იცხოვრებთ 90 წლამდე და გექნებათ საშუალება შეინარჩუნოთ თქვენი გარეგნობა ან გონება ბოლო სამოცი წლის მანძილზე, ისეთივე როგორიც გქონდათ 30 წლის ასაკში, რომელს აირჩევდით?

7) გაქვთ საიდუმლო წინათგრძნობა იმასთან დაკავშირებით როგორ მოკვდებით?

8) დაასახელეთ თქვენი და თქვენი პარტნიორის სამი საერთო თვისება.

9) თქვენს ცხოვრებაში განვითარებული რომელი მოვლენის გამო გრძნობთ განსაკუთრებულ მადლიერებას?

10) რომ შეგეძლოთ რაიმეს შეცვლა თქვენი აღზრდის პროცესში, რას შეცვლიდით?

11) 4 წუთში მოყევით თქვენი ცხოვრების ისტორია იმდენად დაწვრილებით, რამდენადაც შესაძლებელია.

12) ხვალ რომ  ახალი უნარით გაღვიძება შეგეძლოთ , რას აირჩევდით?

13) ბროლის ბურთს მართლა რომ შეეძლოს გითხრათ სიმართლე თქვენზე, თქვენი ცხოვრების და მომავლის შესახებ, რას ჰკითხავდით?

14) არის რამე რისი გაკეთებაც დიდი ხნის მანძილზე გინდოდათ? რატომ ვერ გააკეთეთ?

15) რა არის ყველაზე დიდი მიღწევა თქვენს ცხოვრებაში?

16) ყველაზე მეტად რას აფასებთ მეგობრებში?

17) რა არის თქვენი ყველაზე სანუკვარი მოგონებები?

18) რა არის ყველაზე საშინელი მოგონებები?

19)რომ იცოდეთ რომ მომდევნო ერთ წელიწადში მოულოდნელად მოკვდებით, რამეს შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში? რატომ?

20) რას ნიშნავს მეგობრობა თქვენთვის?

21) რა როლს თამაშობს სიყვარული თქვენს ცხოვრებაში?

22) დაასახელეთ 5 დადებითი თვისება, რომელიც გინდათ იხილოთ თქვენს პარტნიორში.

23) რამდენად ახლოს არიან თქვენი ოჯახის წევრები ერთმანეთთან? თვლით, რომ თქვენ გქონდათ ბედნიერი ბავშვობა?

24) რას ფიქრობთ თქვენს ურთიერთობაზე დედასთან?

25) შეადგინეთ ხუთი ისეთი წინადადება, რომელიც სინამდვილეს შეესაბამება და იწყება სიტყვით ,,ჩვენ”.  მაგალითად, ჩვენ ორივე ამ ოთახში ვგრძნობთ…

26) დაასრულეთ ფრაზე – მე მინდა ვინმეს გავუზიარო…

27) თუ თქვენ გადაწყვეტთ გახდეთ ახლო მეგობარი პარტნიორისთვის, თუ შეიძლება გვითხარით, თქვენი აზრით რა უნდა იცოდეს აუცილებლად მან თქვენზე.

28) უთხარით თქვენს პარტნიორს რა მოგწონთ მასში, იყავით გულწრფელი, უთხარით ისეთი რამ, რისი თქმაც გაგიჭირდებოდათ ადამიანისათვის, რომელსაც ცუდად იცნობთ.

29) გაუზიარეთ თქვენს პარტნიორს თქვენი ცხოვრებისეული უსიამოვნებები.

30) როდის და რის გამო იტირეთ ბოლოს?

31) უთხარით თქვენს პარტნიორს რაც უკვე მოგწონთ  მასში.

32) რა არის თქვენთვის სერიოზული საკითხი, რომელზეც ხუმრობა არ გიყვართ?

33) თუ ნანობთ, რომ ვინმეს რამე არ უთხარით? რატომ არ უთხარით ეს?

34) თქვენი სახლი იწვის. ახლობლების და ცხოველების გადარჩენის შემდეგ თქვენ გაქვთ დრო გადაარჩინოთ ერთი ნივთი, რა იქნება ეს? რატომ?

35) რომელი ოჯახის წევრის სიკვდილი იმოქმედებდა ყველაზე მეტად თქვენზე, რატომ?

36) გაუზიარეთ პირადი პრობლემა და სთხოვეთ თქვენს პარტნიორს გითხრათ თავად როგორ შესძლებდა ამ პრობლემის მოგვარებას. შემდეგ სთხოვეთ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება თქვენს მიერ განსახილველად შერჩეული პრობლემის მიმართ.

New York Times- ის ჟურნალისტმა მენდი ლენ კეტრონმა გადაწყვიტა გაემეორებინა ექსპერიმენტი საკუთარ თავსა და მის ნაცნობზე. ექსპერიმენტმა გაამართლა, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.