სქესური სიყვარულის ბოლო ოქტავა ყოველთვის სექსია, თუმცა პირიქით თითქმის არასოდეს ხდება. ბევრისთვის სექსი და სიყვარული სხვადასხვა რამეა. ასე რომ, სანამ საქორწინო კაბების შერჩევაზე დაიწყებდეთ ფიქრს, ჯერ ის გაარკვიეთ, სერიოზულად აღიქვამს თუ არა თქვენი პარტნიორი თქვენს ურთიერთობას. მაშ ასე, 11 ნიშანი იმისა, რომ მას მხოლოდ სექსი სურს.
- მხოლოდ ღამის პირველის მერე გწერთ ტექსტურ შეტყობინებებს. კვლევებმა აჩვენეს რომ სექსუალური მოტივებით განხორციელებული ზარების თუ ტექსტური შეტყობინებების უმრავლესობა ღამის საათებში ხდება.
- იმედგაცრუებული რჩება თუ ფილმის საყურებლად მიიპატიჟებთ სახლში და მართლაც მხოლოდ ფილმის ყურებას აპირებთ. ამ დროს ბიჭების უმეტესობა მაინც ცდილობს ვნების ნაპერწკალი გააღვივოს, თუმცა როცა მის სექსუალურ ალერსს თავს აარიდებთ, უცებ ამბობს რომ დაიღალა და სახლში წასვლა უნდა.
- არასოდეს შეხვედრიხართ მის მეგობრებს. რაც უფრო ნაკლები იცით მასზე, მით უფრო ადვილად მოახერხებს აორთქლებას. თუ ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები იცოდეთ მის ცხოვრებაზე: სად დადის თავისუფალ დროს, სად ცხოვრობს, სად მუშაობს, ვინ არიან მისი ახლობლები, ერთ დღესაც აჩრდილივით გაუჩინარდება. რამდენიმე ღამეს გაატარებს თქვენთან, მერე თქვენს ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს აღარ უპასუხებს და ფაფუ.
- არ სურს, რომ მასთან დარჩეთ. პირდაპირ არასოდეს გეუბნებათ, რომ უნდა წახვიდეთ, მაგრამ სულ რაღაც საქმეები აქვს დილაადრიან და ამიტომ მასთან დაძინებას არ გირჩევთ. რაღაც სამსახურის, მეგობრების, ოჯახის საქმეები. თქვენც მშვენივრად იცით, რომ ასეთი საქმეები დილის 5 საათზე არ გვარდება.
- წასვლის წინ ყველა თქვენს ნივთს გიწვდით. ყელსაბამი ხომ არ გრჩებათ, ან ტუჩის საცხი, საფულე, თმის სამაგრი? თუკი არაფერი დაგრჩენიათ, არც მიზეზი გექნებათ, რომ როცა გინდათ, მაშინ გამოცხადდეთ და თუ მაინც მიაკითხავთ, ვერავის ნახავთ, შეიძლება მეზობელმა გითხრათ: მაგ ბინაში საუკუნეა არავის უცხოვრიაო და ეგ არის.
- არასოდეს გქონიათ ნამდვილი პაემანი. პაემნებს ის ბიჭები ნიშნავენ, რომლებიც თავის ,,გელფრენდად” მოგიაზრებენ და არა ისინი, ერთი ღამით ქალის აგდება რომ სურთ.
- სულ დაკავებულია, როცა პირადულ თემებზე წერთ ან რამე ემოციურ ტექსტურ შეტყობინებას უგზავნით. მეტი საქმე არ აქვს ახლა თამაშს დააპაუზებს თქვენი პრობლემების მოსასმენად და განცდების გასაზიარებლად. ბიჭი, რომელსაც მხოლოდ სექსი სურს, ,,ბოიფრენდის” როლის თამაშზე დროს არ კარგავს.
- როცა ერთად ხართ, სულ ცდილობს სექსზე გადახვიდეთ. იმ ბიჭებს, რომლებსაც თქვენთან სექსი მოსწონთ და იმ ბიჭებს, რომლებსაც თქვენთან მხოლოდ სექსი მოსწონთ შორის განსხვავება ეს არის: აბა, გაიხსენეთ ბოლოს როდის იყავით ერთად ერთ საათზე მეტხანს ისე, რომ სექსის დაწყების ინიციატივა არ გამოუჩენია. ვერ იხსენებთ? მაშინ მხოლოდ სექსი სურს.
- ყველა საუბარი ბოლოს სექსამდე მიდის. რაზეც არ უნდა მისწეროთ, მაინც სექსზე გადააქვს საუბარი. უკვე გონებამახვილობასაც აღარ ცდილობს: ,,სამზარეულოში ხართ და ჩაის სვამთ? როგორ მინდა სამზარეულოს მაგიდაზე შენთან სექსი ;)“
- გწერთ რომ თავის მეგობრებთან ერთად არის რომელიღაც ბარში და გთხოვთ, თქვენც მიხვიდეთ. თქვენ მისი მეგობრების გასაცნობად ემზადებით, ის კი გარეთ გხვდებათ თავის ქურთუკში გამოწყობილი, გეუბნებათ, რომ მოსწყინდა და მასთან ასვლას გთავაზობთ.
- ყოველთვის გარეგნობის შესახებ გეუბნებათ კომპლიმენტებს. მოსწონს თქვენი ჩაცმულობა, თქვენი მკერდი, ფეხები, საჯდომი და საერთოდ ვერ ამჩნევს თქვენს ბრწყინვალე იუმორის გრძნობას. არ აინტერესებს თქვენი აზრები, შეხედულებები და კარიერული წინსვლები. თქვენ სულ ,,ძალიან სექსი“ ხართ, ,,მაგარ,, ვიდზე“ ხართ“ და არასდროს გამოიყურებით ,,ლამაზად“ , ,,შესანიშნავად“ ან ,,თვალისმომჭრელად“. რაც უფრო მდარე ხარისხის, ბანალური კომპლიმენტებით გამკობთ, მით მეტი შანსია, რომ ერთი ღამით უნდიხართ.
და ბოლოს, წაიკითხეთ ამავე თემაზე – 8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ.
Dare to love!