10 ისტორია, რომელიც გვარწმუნებს რომ გვიანი არასოდესაა

0
2937

არაფერია შეუძლებელი და არასოდესაა გვიანი. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. აქ მოცემულია იმ ადამიანების ისტორიები, რომლებმაც მიუხედავად ასაკისა, სრულიად შეცვალეს თავიანთი ცხოვრება უკეთესობისაკენ.

ბებია მოზესს არასოდეს უსწავლია სკოლაში და სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ გახდა ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი ამერიკაში. ცხოვრობდა პატარა ფერმაში და ბავსშვობიდანვე მძიმედ შრომობდა. ხატვა დაიწყო 76 წლის ასაკში. მისი პირველი ნახატებით გააფორმეს სოფლის აფთიაქი. ფერწერით დაინტერესებულმა ინჟინერმა, რომელიც სოფელში გავლით იყო ძალიან იაფად შეიძინა ბებია მოზესის ნახატები და მოგვიანებით გამოფინა თავის გალერიაში. ასე გახდა ის ცნობილი მხატვარი, მის ნახატებს ჩუქნიდნენ ამერიკის პრეზიდენტებს დაბადების დღეზე. იგი 101 წლის გარდაიცვალა და 1600 ნამუშევრის შექმნა მოასწრო.

69684362

ინგებორგ მოტსი — გერმანელი მოხუცი, რომელმაც წარმატებას მიაღწია სავაჭრო ბირჟაზე. ეს საქმიანობა 70 წლის ასაკში დაიწყო. 10 წელიწადში მან მოახერხა გამხდარიყო ერთ-ერთი წარმატებული ინვესტორი გერმანიაში, გამოიმუშავა მილიონები და დაწერა წიგნი საფონდო ბირჟაზე.

4592055-R3L8T8D-650-12345

ჯორჯო არმანი — ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი, რომლის ქონება 8,5 მილიარდია. იგი სწავლობდა სამედიცინოზე, მაგრამ რაღაც მომენტში მიხვდა, რომ ეს მისი პროფესია არ იყო და დაიწყო ახალი ცხოვრება. იგი მოდის ინდუსტრიაში მთელი ვნებით ჩაერთო და გახდა საოცრად წარმატებული დიზაინერი ყოველგვარი განათლების გარეშე.

giorgio-armani-670x350

კეი დარსი — მედდა ლონდონიდან, მთელი ცხოვრება ოცნებობდა მსახიობობაზე. 69 წლის ასაკში გადაწყვიტა აესრულებინა ოცნება და გაემგზავრა ჰოლივუდის დასაპყრობად. 79 წლის ასაკში მან მიიღო მთავარი როლი სერიალ ,,აგენტ 88″-ში. იგი თამაშობს საშიში მკვლელის როლს.

4594355-R3L8T8D-650-512be66fae2511_90615035

ჰარლანდ სანდერსი გაიზარდა მამის გარეშე, იგი ცხოვრობდა სიღარებეში დედასთან და დებთან ერთად. 65 წლის ასაკამდე მუშაობდა სადაც ახერხებდა. სცადა რესტორანის გახსნა, მაგრამ გაკოტრდა. შემდეგ გაახსენდა ქათმის უცნაური რეცეპტი, რომლის მიყიდვა უნდოდა პოვრებისათვის. უმუშევარ უიღბლო პენსიონერს დასცინოდა ყველა რესტორნის მფლობელი, მაგრამ ის არ დანებდა, მიიღო 1006 უარი და საბოლოოდ მაინც მოახერხა ხელი მოეწერა თავისი პირველი კონტრაქტისთვის. ამის შემდეგ კი ჩვენი გმირი გახდა უმდიდრესი ადამიანი. მისი სახე ამშვენებს 18 000 რესტორანს — Kentucky Fried Chicken.

81168a65e785b41e1ddca931ed63b531

იგორ გოლდმანი დაკავდა სპორტით როცა ის იყო 65 წლის. ახლა ის 79 წლისაა და დაამყარა მსოფლიო რეკორდები შტანგის აზიდვაში. შეჯიბრებებიდან თავისუფალ დროს ხელმძღვანელობს ბიოტექნოლოგიურ ცენტრს და მუშაობს ადამიანური იმუნური სისტემისთვის აუცილებელი ცილის — ლაქტოფერინის მიღებაზე.

gold_man

ჟაკლინ მერდოკი ახალგაზრდობიდანვე ოცნებობდა ფოტომოდელობაზე. მისი ოცნება ასრულდა მხოლოდ 2012 წლის ზაფხულში, როცა თავისი 82 წლის ასაკში გახდა ლანვინის სახე და გაიცნო მსოფლიომ. ქუჩაში ახალგაზრდამ გააჩერა და სთხოვა მიეცა მისი გადაღების უფლება. ეს ახალგაზრდა კი აღმოჩნდა მოხუცების მოდური სტილის ბლოგის ავტორი — არი სეტ კოენი. მოგვიანებით მისი ფოტოები შეამჩნიეს ლანვინის თანამშრომლებმა, რომლებიც სწორედ რომ ეძებდნენ ასაკოვან მოდელს ბრენდის საშემოდგომო კამპანიისთვის.

4604305-R3L8T8D-650-adstyle-Jacquie-Tajah-Murdoc

გრეტა პონტარელი 64 წლისაა. რამდენიმე წლის წინ ექიმებმა დაუსვეს ოსტეოპოროზის დიაგნოზი – დაავადება, რომელიც შლის ძვლოვან ქსოვილს. ძვლების გამაგრებისთვის გრეტა თავის 59 წლის ასაკში დაკავდა ძელზე ცეკვებით. ახლა კი იგი გამოდის მაყურებლის წინაშე საცურაო კოსტიუმებით, მიდის ძელთან და ასრულებს რთულ და შთამბეჭდავ ილეთებს.

SPC 2012 - Greta Pontarelli -8675d

ბრაზილიელი აიდა მენდესი პირველად გადმოხტა პარაშუტით, როცა მას შეუსრულდა 100 წელი. მას ეს ისე მოეწონა, რომ შემდეგ კიდევ ორჯერ გადმოხტა. ამის გამო ის მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. სიმამაცე სასარგებლო რამეა ცხოვრებაშიო – განაცხადა მან მესამე გადმოხტომის შემდეგ, როცა ის უკვე 103 წლის იყო.

067

გრეის კუკი 83 წლის ასაკში გახდა როკ-ვარსკვლავი. რეჟისორი ტიმ სემუელსი მუშაობდა დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ეხებოდა მოხუცი ბრიტანელების ცხოვრებას და ამ ფილმის მხარდასაჭერი კამპანიისთვის მოიფიქრა შეექმნა როკ-ჯგუფი მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი წევრებით. შეიქმნა კოლექტივი The Zimmers , რომლებმაც The Who-ს სიმღერის (,,My Generation”) ქავერით მოიპოვეს დიდი პოპულარობა.

4605755-R3L8T8D-650-989086