,,წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა”
აინშტაინი
,,ორი ათასი, ხუთი ათასი წლის წინ, ჯერ კიდევ არ არსებობდა სიტყვა ,,წარმოსახვა“ და სიტყვა ,,რწმენა“ საუკეთესო იყო, რისი შეთავაზებაც მესიებმა შეძლეს თავის მიმდევრებისთვის.” – ასე უხსნის თანამედროვე მესია რიჩარდ ბახს იმ ილუზიებს, რომელშიც ვცხოვრობთ. ის ყველაფერი რაც ეზოთერიკის და რწმენების სფეროში რჩებოდა, ნელ-ნელა მეცნიერების განსჯის საგანი გახდა და ცოდნას + ფანტაზიით შესანიშნავ თეორიებს მივიღებ. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო თეორიაა სამყაროს მოწყობის კვანტური თეორია, რომლის მიხედვითაც ჩვენს ირგვლივ არსებული მატერიალური სამყარო მთელი თავისი ტრაგედიებითა და კომედიებით ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ. მოკლედ, ჩვენი აღქმები განსაზღვრავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ.
მარტივად რომ ვთქვათ, დაკვირვების აქტი ქმნადობის აქტია. დაკვირვება ეს არ არის მხოლოდ საგნის ყურება, ჩვენ უბრალოდ ვახდენთ აზრების პროექციას იმ საგანთან დაკავშირებით, რასაც ვუყურებთ. ეს პროექცია ფუნქციონირებს ჩვენივე კარნახით. როდესაც ვაკვირდებით რაიმეს, მაშინვე ვიწყებთ რაღაცის ვარაუდს და ეს ვარაუდი, როგორც წესი, იკვებება ჩვენივე შეხედულებებით და რწმენებით. ამგვარად დაკვირვება ეფუძნება შინაგან რწმენებს.
კვანტურ დონეზე რეალობის აღქმა ხდება დამკვირვებლის ვარაუდებით, მთელი სამყარო სწორედ ამ ფორმით განისაზღვრება ჩვენთვის. ქვეცნობიერი აზრები წარმოადგენს სუბატომური ნაწილაკების ექვივალენტს. ჩვენ საქმე არ გვაქვს ფიზიკურ რეალობასთან, როგორც ეს ჩვენ გვეჩვენება მაკროსკოპიულ დონეზე, მიკროსკოპიულ დონეზე ეს ყველაფერი არის ენერგია და ინფორმაცია. ამ შემთხვევაში საქმე არა ნაწილაკებთან, არამედ იმ სფეროებთან გვაქვს, სადაც ჩვენი ცნობიერი და ენერგია მარტივად ურთიერთქმედებენ, მაშინ როცა ზედა დონეებზე ისინი აღიქმებიან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ეს არის ცნობიერისა და მატერიის ღრმა კავშირი.
გრეგ ბრეიდენი: საერთო ველი აერთიანებს ატომებს და გრძნობებს, ადამიანებს და საგნებს, ჩვენი შინაგანი გრძნობები ცვლიან აღქმას და შესაბამისად მატერიის გარეგნულ მდგომარეობას სუბატომურ დონეზე. ამდენად, როგორც ის აცხადებს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებებს ჩვეულებრივ შეუძლია მოახდინოს ზეგავლენა მატერიაზე, ანუ ჩვენს რეალობაზე, რადგან ისინი ( ჩვენი გრძნობა და რეალობა) ერთი მედალის ორი მხარეა.
გაცილებით ღრმა, მიკრო სამყაროში ისინი სრულიად ერთიანდებიან. ეს ველები და ღრუბლები ებმიან ერთმანეთს სიმებით (სიმების თეორია) და დამუხტულები არიან სიცოცხლის შესახებ ინფორმაციით. რაც მეტად შორს მივდივართ, მით უფრო მეტად ვხედავთ ფსიქოფიზიკურ და ფიზიკურ-ემოციურ კავშირებს. ჩვენი გაუცნობიერებელი დონეები კავშირშია და მეტიც, საერთოა ჩვენს გარშემო არსებულ ობიექტებთან. ისინი ხომ ერთ სივრცეში არსებობენ. ფიქრები გამოხატულებაა ჩვენი ქვეცნობიერი რწმენების, გამოდის რომ ჩვენი გაუცნობიერებელი დამოკიდებულებები და რწმენები მართავენ ჩვენსავე რეალობას. ეს რწმენები იტვიფრება ჩვენს ცხოვრებაზე და ხდება ჩვენივე ბედის დაპროგრამება.
აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ აზროვნების პროცესის დიდი წილი, საიდანაც ჩვენი დამოკიდებულებები და მოლოდინები ფორმირდება დაფარულია ქვეცნობიერში და იმის გამო რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ გაცნობიერებას, ვერ ვახდენთ კონტროლს. ამის გამო ჩვენ დაბლოკილები ვართ მატრიცის გარეთ და ვერ აღვიქვათ მსგავსი კავშირების სიღრმეს.
მარტიცა ეს არის ჩვენი ილუზია რომ ყველაფერი გამიჯნულია და მყარია, ამის მიღმა კი იმალება სულ სხვა რეალობა. აინშტაინმა გვაჩვენა რომ ე.წ. სიმყარე სხვა არაფერია თუარა მირაჟი. ყველა ფიზიკური მატერია ჩვენს ირგვლივ ფორმირდება ენერგიის ვიბრაციის სიხშირით, თუ შეიცვლება სიხშირე შესაძლოა შეცვალო მატერიის სტრუქტურაც. ადამიანების უმრავლესობა ჩაკეტილია ამ მატრიცაში, რწმენაში იმისა, რომ ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივაა, არსებობს ჩვენგან განცალკავებით. ჩვენი ღრმა ნაწილი თავად მუშაობს ჩვენი აღქმის ამგვარად ფორმირებაზე და ეს ხდება ქვეცნობიერ, სუბატომურ დონეზე.
გაუცნობიერებლად ჩვენ ვქმნით არასასურველ შედეგებს, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია, ანუ ვახდენთ ჩვენივე შიშეების რეალიზებას. ფარული სურვილების დემონსტრირებაც ხდება ჩვენს რეალობაში, ასევე იმის, რისი გახსენებაც კი უსიამოვნებას გვანიჭებს, ერთი სიტყვით გაჭედილი ვართ ნორმებსა, გარკვეულ პროგრამებსა და შაბლონებში. ინდივიდუალური პროგრამები ჩვენ გვაიძულებს საკუთარი თავის აღქმას ყველაფრისგან დამოუკიდებლად და განცალკავებით, ჩვენ ვკარგავთ სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნებას. ზრდასრულ ასაკშიც კი იმ შაბლონებით ვაგრძელებთ ცხოვრებას, რომელიც შევიძინეთ ბავშვობაში. ეს არის რაღაც კარმის მსგავსი. დაკვირვების პრობლემაც სწორედ ამაში მდგომარებს, იგი დამკვირვებლის შემოქმედებითი აქტია და ამას ყველა ჩვენგანისათვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ყველა თვისებას რასაც ჩვენი ქვეცნობიერი ანიჭებს დაკვირვების ობიექტი მყისიერად იძენს.
დავიდ აიკი: ,, როდესაც თქვენ რაღაცის გეშინიათ, მით უფრო მეტად ხედავთ თქვენს ირგვლივ ამ შიშების ხორცშესხმას. შიში ეს ძალიან ნელი და დაბალსიხშირიანი ვიბრაციაა. მასებით მანიპულირების მთელი სისტემა აგებულია შიშის ფაქტორის გაძლიერებაზე მათში. ცდილობენ ვყავდეთ სტრესში, რომ ვნერვიულობდეთ ხვალინდელ დღეზე და ვწუხდეთ გუშინდელზე. ეს ჩვენი ენერგიის ვიბრირებას ანელებს. ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ რწმენებთან, რომლებიც ეხება ჩვენს მომავალს.”
ჰოლოგრაფიულ რეალობაში, რაც მეტად დამოკიდებული ხართ რწმენის სისტემაზე, მით მეტად ახდენთ იმის რეალიზებას რაშიც დარწმუნებული ხართ. ყველა ფიქრი ქმნის თქვენი რეალობის ნაწილს. არაცნობიერი ეს არის შემოქმედებითი ძალა, რომელიც მოქცეულია ჩვენში და ახდენს იმ ყველაფრის განხორციელებას, რაც პროგრამირდება ჩვენს სიღრმეში. იგი არსებობს ცნობიერის საზღვრებს მიღმა, ინახავს და უკან აბრუნებს ყველა ჩვენს წაშლილ და მოპარულ მოგონებას. ცხოვრებისეული გამოცდილების ჩვენგან დამოუკიდებლად განხილვა საშიშია, რადგან ამ გამოცდილების ავტომატურად და გაუცნობიერებლად ჩვენვე ვქმნით.
ოლგა სტროგანოვა