გენიოსები, რომლებსაც ბავშვობაში უნიჭობის დიაგნოზი დაუსვეს

0
4017

,,უნიჭო, უპერსპექტივო, უმომავლო! უკაცრავად, მაგრამ არავითარი ტალანტი თქვენ არ გაქვთ. გირჩევთ, შემოქმედებით მოღვაწეობას მოეშვათ და რამე უფრო პრაქტიკული პროფესია ნახოთ!“ –  ალბათ რამდენჯერ გსმენიათ მსგავსი შეფასებები… განსაკუთრებით ბოლო დროს მომრავლებული სატელევიზიო შოუების წყალობით.

ნიჭი ერთია, თავდაჯერება მეორე. პირველი ნაბიჯის გადადგმისას, ბევრს სწორედ ამ სიტყვების შიში უბორკავს ფეხს და ვინ იცის რამდენ ნიჭიერ ადამიანს ათქმევინეს ოდესღაც უარი სპილოგადაყლაპული გველის დახატვის შემდეგ ,,მხატვრობის ბრწყინვალე კარიერაზე“. მათთზე ისტორია არაფერს გვიყვება. სამაგიეროდ გვიყვება იმათზე, ვისაც საკუთარი თავის უფრო მეტად სჯეროდა, ვიდრე სხვების. მაშ ასე, გენიოსები, რომლებსაც უნიჭოდ თვლიდნენ.

 

უოლტ დისნეი

მიკი მაუსის და ფიფქიას მამიკო, ჰოლივუდის ერთ-ერთი უძლიერესი კინოსტუდიის მფლობელი, მილიარდელი და ასობით ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი პერსონაჟის შემქმნელი ყოველთვის ,,ვარსკვლავებს არ ეთამაშებოდა“. კარიერის დასაწყისში კარიკატურისტად მუშაობდა ერთ-ერთ გაზეთში, საიდანაც ,,წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების სრული უქონლობისა და იდეების ნაკლებობის“ მოტივით გაათავისუფლეს.

 

სტივენ სპილბერგი

ცნობილი კინორეჟისორი კინოს ფაკულტეტზე არ მიიღეს ,,სრული უნიჭობის“ გამო. თუმცა არ დანებდა. პირდაპირ “Universal”-ს მიადგა და თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის “Emblin”-ის ჩვენება მოაწყო. კომპანიამ მაშინვე კონტრაქტი გაუფორმა.

 

ალბერტ აინშტაინი

ნობელის პრემიის ლაურეატი და გენია 4 წლამდე ვერ ლაპარაკობდა, კოლეჯში კი ყველაზე რთული საგანი მისთვის ფიზიკა გახლდათ!! გამუდმებით იჭრებოდა გამოცდებში და მასწავლებელი ამბობდა რომ ,,მსგავსი უნიჭობისგან არაფერი გამოვიდოდა“ , თუმცა მას მაინც სჯეროდა თავისი გამორჩეულობის. ის რომ მისი არ ესმოდათ, გასაკვირი სულაც არ იყო, თავად მისი აზრითაც ფარდობითობის თეორიის გაგება ათ ადამიანს თუ შეეძლო მსოფლიოში.

 

ჯუზეპე ვერდი

1832 წელს მილანის კონსერვატორიაში სრულიად უცნობი, ახალგაზრდა კომპოზიტორი გამოჩნდა, რომელმაც დირექტორი დაიყოლია მისი ნაწარმოებისთვის მოესმინა. პასუხად აი ეს რეზიუმე მიიღო: დაივიწყეთ კონსერვატორიაზე ფიქრიც კი. თუკი ასე ძალიან გინდათ მუსიკოსობა, ქალაქის მუსიკოსებში ეძებეთ ვინმე მასწავლებელი.“ ათეული წლის შემდეგ სწორედ ეს მილანის კონსერვატორია იბრძოდა ჯუზეპე ვერდის სახელობის რომ გამხდარიყო მის მიერ უარყოფილი კომპოზიტორის საპატივცემულოდ.

 

,,სრულიად უიმედო“ ასე შეაფასა ბეთჰოვენიც პირველმა მუსიკის მასწავლებელმა, ისააკ ნიუტონიც უპერსპექტივოდ ითვლებოდა სკოლაში, მენდელევი პეტერბურგის უნივერსიტეტში ქიმიის გამოცდაში ჩაიჭრა და მერე უკეთესად მომზადებული პედაგოგიურზე მოხვდა, ოპრა უინფრიც კარიერის დასაწყისში ერთერთი ტელევიზიიდან გამოაგდეს, რადგან ემოციურად ჩართული იყო ნიუსებში. ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

გაბედეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის და არ შეგეპაროთ ეჭვი თქვენს გამორჩეულობაში!