სწორედ დღეს არის ის ორშაბათი

0
2536

უბედური ხარ?

ხმამაღლა თქვი: მე უბედური ვარ! ისე, რომ ძალიან მკაფიოდ და გარკვევით გაიგონო. მერე კი ეცადეთ ყრუმუნჯს აუხსნა შენი მდგომარეობა.

სამყარო ნაგავია?

გაიხედე გარეთ. შეხედეთ მწვანე ფოთლებს, მზეს, ცისფერ ცას და მერე ეცადე ეს ნაგავი ბრმას აღუწერო.

არაფერი  შეგიძლია?

დახედე საკუთარ ხელებს და ფეხებს. ადგილზე გაქვთ? ჩადი მეტროში, მოძებნეთ უნარშეზღუდულის სავარძელში მჯდომი მათხოვარი და იგივე გაუმეორე.

არაფრის დრო არ გაქვს?

უთხარი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულს, რომელსაც რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩენია – დიდი ინტერესით მოგისმენს.

ფული არ გყოფნის?

მოუყევი შენი პრობლემის შესახებ შავ მუშებს, რომლებმაც ფეხი აიდგეს თუ არა, დაიწყეს ბრძოლა გადარჩენისთვის, საკუთარი ლუკმა პურის საშოვნელად ბავშვობიდან მუშაობენ და ამის გამო განათლების მიღებაც კი ვერ მოახერხეს, ცოტა უკეთესი სამსახურის პოვნის შანსი რომ ჰქონდეთ. ისინი აუცილებლად გაგიგებენ.

მაინც უბედური ხარ?

მიდი ციხეში, დაელაპარაკე სამუდამო-პატიმრობამისჯილ პატიმარს, იმას, ვისი შვილიც პედოფილმა გააუპატიურა,  ან კიდევ იმას, ვისაც თვალწინ დაუხოცეს მეგობრების მთელი არმია. მოუყევი მათ როგორი უბედური ხარ! თანაც დეტალებში! მთელი სული და გული ჩააქსოვე.

შეგრცხვა? მაშინ მორჩით წუწუნს წვრილმანებზე. სწორედ დღეს არის ის ორშაბათი, რომლიდანაც ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდი!

ნუ კარგავ დროს!