რა იწვევს ეჭვს და როგორ მივხვდეთ საფუძვლიანია თუ არა ჩვენი ეჭვები

0
1284

თუ თქვენ გგონიათ, რომ ეჭვიანობა ნორმალური მოვლენაა და მას ურთიერთობაში მრავალფეროვნება შემოაქვს, იცოდეთ, რომ თქვენ ცდებით. ეჭვიანობა იწვევს გაღიზიანებას, დაძაბულ სიტუაციებს და შედეგად წყვილები ერთმანეთს შორდებიან.
ეჭვიანობს, ესე იგი უყვარს! – სამწუხაროდ ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ეჭვიანობა მიუთითებს იმაზე, რომ მეორე ადამიანი ძვირფასია და მისი დაკარგვა არ სურთ, მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს სიყვარულს.

ეჭვიანობით, როგორც წესი, ნიღბავენ საკუთარ ძლიერ ემოციურ დამოკიდებულებას და ეს ყოველთვის არ არის სიყვარული. ეჭვიანობით შესაძლებელია ყურადღების მიპყრობა, თავის დაფასება, მაგრამ არა ურთიერთობის შენარჩუნება. ჭეშმარიტი მიჯაჭვულობის გრძნობა ჩნდება ისეთ ურთიერთობაში, სადაც პატივს სცემენ ერთმანეთის ინტერესებს და არ იზღუდება მეორე ადამიანის თავისუფლება. სიყვარული და უნდობლობა შეუთავსებელი ცნებებია.
თუ თქვენ ხვდებით, რომ ეჭვიანობის გრძნობა ხელს გიშლით ნორმალური ურთიერთობის აწყობაში, მაშინ წაიკითხეთ შემდეგი რჩევები:

ღრმად ჩაიხედეთ თქვენ თავში და იპოვეთ ეჭვიანობის მიზეზები.

tumblr_inline_n6x1liFK7C1rlyyia

წარსული გამოცდილება: თქვენი წინა პარტნიორი გატყუებდათ, რის გამოც გიწევდათ მისი გაკონტროლება.
ანალოგია: თქვენ ხართ მოთამაშე, რომელიც ფლირტის და ახალი ურთიერთობის წამოწყების წინააღმდეგი არ არის, ამიტომ გგონიათ, რომ თქვენი პარტნიორიც ასევე იქცევა. თქვენ არაკომფორტულად გრძნობთ თვავს სოციალურად აქტიურ ქალთან, რომელიც ბევრ დროს ატარებს ორივე სქესის მეგობრებთან.
თქვენ პესიმისტი ხართ: მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი კარგი როდესმე მთავრდება, გეშინიათ ამის.
იგი მოგიყვათ თავისი წარსულის შესახებ: აღმოჩნდა, რომ იგი “გამოცდილი” ქალია და თქვენ გეშინიათ, რომ იგი ყოფილ პარტნიორს დაუბრუნდება.
გადაჭარბებული სექსუალურობა: როდესაც თქვენ არ ხართ მის გვერდით, გგონიათ იგი თავის სურვილს სხვასთან დაიკმაყოფილებს.
საკუთარ თავში დაურწმუნებლობა: თქვენ გგონიათ, რომ არ იმსახურებთ მას, მაგრამ ამავდროულად მისი დაკარგვის გეშინიათ.

ბრძოლა ეჭვიანობასთან.

tumblr_m0gzrcZDsD1roj37co1_500

  • წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას. თხოვეთ მას გააკეთოს იგივე, რასაც აკეთებთ თქვენ. მაგალითად, თუ თქვენ მას ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ურეკავთ და ეკითხებით, სად არის და რას აკეთებს, სთხოვეთ, რომ მანაც იგივე სიხშირით დაგირეკოთ. ერთი კვირის შემდეგ, ან უფრო ადრეც, თქვენ იგრძნობთ, რას განიცდის თქვენი პარტნიორი და შეიძლება შეწყვიტოთ ამის კეთება.
  • ხშირად ეკონტაქტეთ მის ოჯახს და ახლობლებს. სთხოვეთ მათ უფრო მეტი მოგიყვნენ მის შესახებ (მის დადებით თვისებებზე და ცხოვრების პოზიტიურ დღეებზე), რომ ინფორმაციის არქონამ არ გაგიჩინოთ დაურწმუნებლობის გრძნობა.
  • შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მისი მეგობრების წრეში, რომ არ იგრძნოთ, თითქოს მისი ცხოვრება ორ ნაწილადაა დაყოფილი: თქვენთან ერთად და თქვენს გარეშე. ამის შემდეგ აღარ გაგიჩნდებათ აზრი, რომ თქვენს გარეშე იგი რამე ცუდს, ან აკრძალულს აკეთებს.
  • თვალი გაუსწორეთ თქვენს შიშებს. თუ თქვენ მისი წარსულის გეშინიათ, იმიტომ რომ ის ისევ ურთიერთობს ყოფილ პარტნიორებთან, მაშინ თქვენც მოხვდით მათ საზოგადოებაში, გაიცანით ისინი და დარწმუნდით, რომ ამ ურთიერთობაში არავითარი ქვენა აზრი არ დევს.
  • გამოკითხეთ, რაც გაინტერესებთ, მაგრამ არ მოუწყოთ დაკითხვა. მაგალითად, თუ ის ამბობს, რომ ხვალ გვიანობამდე აპირებს მუშაობას, შეგიძლიათ ჰკითხოთ, რა საკითხზე მუშაოობს იგი, ვინ ეხმარება და რამდენი ხნით დააგვიანდება.
  • თუ თქვენ არ შეგიძლიათ ეჭვიანობასთან გამკლავება, მაშინ შემოატრიალეთ იგი თქვენს სასარგებლოდ. მაგალითად, თუ ქუჩაში მამაკაცები თქვენ პარტნიორს ზედმეტ ყურადღებას აქცევენ, სკანდალის მოწყობის მაგივრად, დაიმშვიდეთ თქვენი თავი და დაიკმაყოფილეთ თავმოყვარეობა: “მან თქვენ აგირჩიათ და თქვენს გვერდით სძინავს”. ასევე თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ შედარებითი ანალიზი თქვენი და სხვა მამაკაცების ღირსებებს შორის. ოღონდ არ შემოატრიალოთ ეს ანალიზი თქვენ საწინააღმდეგოდ. გამოუსწორებელ პესიმისტებს ეს რჩევა არ გამოადგებათ.
  • გაიხსენეთ, რა ძნელია შესაფერისი ქალის პოვნა. თქვენ ვიღაც მოგწონთ, მაგრამ უარს გეუბნებიან, იმიტომ რომ არ მოსწონხართ საპასუხოდ, ან უკვე ჰყავთ პარტნიორი. გახსოვდეთ, ის, რაც თქვენ გადაგხდენიათ, ახლა იმ მამაკაცებს ემართებათ, რომლებიც თქვენი პარტნიორის გაცნობას ცდილობენ.
  • თუ საღი აზროვნება არ გშველით, თუ თქვენ მაინც აწყობთ სკანდალებს, ქირაობთ დეტექტივს, ან აგზავნით სიმპათიურ მეგობარს მისი გულწრფელობის და ერთგულების შესამოწმებლად, მაშინ თქვენ უნდა მიმართოთ სპეციალისტს (ფსიქოლოგს). იმიტომ, რომ ასეთი მიდგომა არაფერში არ გამოადგებათ, იგი პირიქით გიბიძგებთ იმისკენ, რისიც ასე ძალიან გეშინიათ.
გაითვალისწინეთ:

jealous

ქალები ხანდახან სპეციალურად ცდილობენ ეჭვიანობის გრძნობის გაღვივებას. ამის მეშვეობით ისინი თქვენს ერთგულებას ამოწმებენ. მაგრამ:

  • თუ თქვენ დარწმუნდით, რომ თქვენი პარტნიორი ზედმეტ ყურადრებას აქცევს სხვა მამაკაცებს და არც ერიდება მათთან ფლირტი;
  • თუ თქვენ დარწმუნდით, რომ თქვენი სიყვარული ისეთი აღარაა, როგორიც გაცნობის პირველ თვეებში;
  • თუკი თქვენს ეჭვებს აქვს მტკიცე საფუძველი;
  • თუკი თქვენს ეჭვებს არ აქვს მტკიცე საფუძველი, მაგრამ მათ ვერ ერევით;

ნუ შეეცდებით ურთიერთობის ხელოვნურად გახანგრძლივებას. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დამნაშავე. დაიწყეთ ახალი პარტნიორის ძებნა.

წყარო: bold.ge