დედა, მასწავლე ბედნიერება

0
137

,,დედა…
ამ დილით მე წავიკითხე შენი წერილი და მთელი დღე ვერ დავიხსენი თავი მასზე ფიქრისაგან.

ძალიან მინდა შენთვის შევარჩიო საჭირო სიტყვები, რომლებსაც გაიგებდი და აღიქვამდი სწორად.

და მე მივხვდი, დედა, ერთადერთი რაც მინდა გისურვო, — იყავი ბედნიერი…უბრალოდ ბედნიერი. ყველაფერს აკეთებდი ჩემი წარმატებისთვის, რადგან ძალიან გსურდა ჩემი ბედნიერების ხილვა, მაგრამ ხშირად წარმატებულობაში არაა ადამიანის ბედნიერება, არც კარგ ნიშნებში და საზოგადოებრივი სტანდარტების დაკმაყოფილებაში. ბედნიერებაა იყო შენი თავი, იყო მიღებული სწორედ ისეთი, როგორიც ხარ, ესმოდეთ შენი და თავს გრძნობდე მშვიდად. ერთი სიტყვით იყო ბედნიერი ამ ყველაფრის კომბინაციაა…და არ უნდა ელოდე შენს ბავშვურ, მგრძნობიარე ბუნებაზე დარტყმებს, მათ შორის ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან. ისინი მუდმივად ელიან შენგან გახდე განსაკუთრებული, ცხოვრებაში მიაღწიო მოწინავე პოზიციებს – დაწყებული სემესტრული შეფასებიდან, უნივერსიტეტის დიპლომით და პრესტიჟული სამსახურით დამთავრებული.

დედა, უბედური მშობლების შვილი შეუძლებელია იყოს ბედნიერი, გესმის?

მე ყოველდღიურად ვხედავ როგორ ასრულებ სამუშაოს, რომელიც არ გიყვარს, ვხედავ შენს ბუნდოვან, რთულ და ჩახლართულ ურთიერთობას მამასთან, შენს გადამეტებულ ძალისხმევას იყო წარმატებული, აკმაყოფილებდე სოციალურ სტანდარტებს, რასაც მიაქვს შენი სასიცოცხლო ძალების უზარმაზარი მარაგი და არავითარი სიხარული არ მოაქვს შენთვის . შენ არ იღიმი, დაძაბული ხარ, შენი თვალები არ ანათებს, და მე მახსენდება როგორ მეკუმშებოდა გული ყოველ შენს დაძაბულ ამოხვნეშაზე, თუ დედა ასე ცუდად იყო, როგორ უნდა მეგრძნო თავი მე? თუკი დედას — ზრდასრულს, ჩამოყალიბებულს, ძლიერს არ შეეძლო გადარჩენა ამ სამყაროში და არც ის, რომ ყოფილიყო ბედნიერი , ლამაზი, სიცოცხლით სავსე, რაღა უნდა მეფიქრა საკუთარ თავზე, რომელსაც ჯერ კიდევ ცხადი წარმოდგენა არ  მქონდა წესრიგზე რომელშიც ვცხოვრობთ?

მახსენდება როგორ მოვრბივარ შენსკენ მხიარული, სიცოცხლით სავსე, მგზნებარე, დამუხტული ენერგიით და ემოციებით და წამის მერე ვხედავ შენს გამოხედვას, შენს მოძრაობას… წინასწარ ვხვდები რაც უნდა მითხრა… ამის გამო ჩემში მთელი ეს სილამაზე ქრება. მერე ისევ ვივიწყებ, ისევ მოვრბივარ შენსკენ ბედნიერებით სავსე, სიცოცხლე კვლავ იღვიძებს ჩემში მთელი თავისი ვნებით, მაგრამ ყოველ მომდევნო ჯერზე მე უფრო მეტად ვნებდები თქვენს წესებს და გემსგავსებით. ჩემს თვალებში ნაპერწკალი ქრება, შეგრძნებები უფერულდება და ცხოვრება აღარ მეჩვენება უზარმაზარი შესაძლებლობა. სამაგიეროდ შაბლონური ჩარჩოების დღესასწაული ძლიერდება.

ახლა ეს ყველაფერი შენც იცი, დედა, ამიტომ აქ ვამთავრებ წერას. კიდე ერთხელ მინდა გაგიმეორო — მე ძალიან, ძალიან მინდა, რომ ბედნიერი იყო. მე არც ვიცი რა გაგაბედნიერებს – საყვარელი საქმე, მამაკაცი…შენ უკეთ იცი. და არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ვარ 2, 5, 10 ,13, 20… თუ შენ გინდა ხედავდე ჩემს ბედნიერებას, გთხოვ მიდი სარკესთან, თვალი გაუსწორე საკუთარ თავს და გულწრფელად უპასუხე კითხვებს – ბედნიერი ხარ? და თუ არ ხარ, გახსოვდეს, დედა, რომ უბედური მშობლების შვილებისთვის რთულია ბედნიერების მიღწევა… გესმის? აქ ვერავის მოატყუებ და ვერ გაძვრები ნემსის ყუნწში, გთხოვ, გახსოვდეს საკუთარი თავი… და გახდი ბედნიერი! ბედნიერი მშობლების შვილებს ყველა სირთულის დაძლევა შეუძლიათ. დედა, შენი ბედნიერება ყველაზე ღირებული დაბანდებაა ჩემს მომავალში.

ძალიან მიყვარხარ, დედა… იყავი ბედნიერი!

შენი შვილი

17770_446352565428981_1997969203_n

იასნა ტოკარიკი

loading...