როგორ მივაღწიოთ წარმატებას – ფსიქოლოგის 5 რჩევა

0
2132

                                  ,,ბედ-ი –> გამ-ბედ-აობა –> ბედ-ნიერება”

ყველა შედეგს საკუთარი მიზეზი აქვს. ის, რაც ბედისწერა, დამთხვევების ჯაჭვი, იღბალი ან უიღბლობა გვგონია, რეალურად საკუთარ თავთან მოუგვარებელი პრობლემებია.

,,როცა შინაგანი მდგომარეობა არ არის გაცნობიერებული, ის ჩვენს წინაშე  დგება როგორც ბედისწერა” 

                                                                                                                                       კ.იუნგი

ახლა ვისაუბროთ იმ შიშებზე, რომლებიც ადამიანის პიროვნულ და პროფესიულ წარმატებას შეუძლებელს ხდის. რაც გვაიძულებს დავთმოთ საკუთარი სურვილები, ოცნებები და მისწრაფებები. ერთი სიტყვით, იმთავითვე გამოვაცხადოთ კაპიტულაცია.

1) კომფორტის ზონიდან გასვლის შიში
ყველაზე გავრცელებული მაგალითები: თქვენ მუშაობთ, მაგრამ არ გიყვართ, რასაც აკეთებთ, თქვენ გიხდიან, მაგრამ მხოლოდ იმდენს, რომ გამოიკვებოთ. თქვენ ბედნიერი არ ხართ, მაგრამ სამაგიეროდ ოჯახი გყავთ, ემოციურ დონეზე ვერაფერსsuccess-story იღებთ პარტნიორისგან, მაგრამ თავზე ჭერი გაქვთ. თქვენ იფიტებით… თუმცა სტაბილურობის დაკარგვის იმდენად გეშინიათ, მხოლოდ ნერწყვმომდგარი უყურებთ ფანჯრების მიღმა დასაღამებლად განწირულ ყოველ მომდევნო დღეს და გაწუხებთ ყრუ შეგრძნება, რომ ვიღაცა თქვენს ცხოვრებას იპარავს, ინტუიციით ხვდებით, რომ იმ ფანჯრების მიღმა მთელი სამყარო თქვენს გამბედაობას ელოდება. მაგრამ თქვენ ხომ ამდენი მიზეზი გაქვთ რატომაც არ/ვერ შეგიძლიათ… და ვიდრე ეს ასეა, ივიწყებთ სამყაროს თავისი მოლოდინებით. კავდებით ვალდებულებებით და ეგუებით ტყვეობას.

2) წარუმატებლობის შიში – 
რომ ვერ შევძლო საკუთარ პატივმოყვარეობას როგორ უნდა გავუსწოროთ თვალი?
გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი ფარული შიშების და კომპლექსების მიზეზი თქვენივე პატივმოყვარეობა, დიდების და აღიარების სურვილია? თქვენ შეგიძლიათ o-FEAR-facebookგაუთავებლად იოცნებოთ და ილაპარაკოთ სურვილებზე, ეს გაცილებით უსაფრთხოა თქვენი ავტორიტეტისთვის, მაგრამ ვერასოდეს მოიკრებთ ძალას გადახვიდეთ ქმედებებზე…რატომ? გეშინიათ! რისი? უკვე იცით რისიც. ბევრს ურჩვევნია მთელი ცხოვრება ბალიშის ქვემოთ ამოდებული ოცნებით იცხოვროს, ვიდრე სცადოს აიხდინოს იგი. ასეთ ადამიანებს უამრავი განტევების ვაცი ჰყავთ შექმნილი გარემოებების სახით, საკუთარ უმოქმედობას ყველაფერს აბრალებენ მათივე სიმხდალის გარდა. ძლიერი ადამიანებისთვის მარცხიც აზარტია და ისიც საკუთარი თავის გაგების, საკუთარი პოტენციალის გაცნობიერების გზაა, მარცხი შეუცვლელი გამოცდილებაა. არ შეიძლება ამ პროცესის გეშინოდეთ — თუ წარუმატებლობას გაურბიხართ, თქვენ ვერასოდეს დაიმსახურებთ წარმატებას!

3) სიჯიუტე
იგი ამცირებს ჰორიზონტებს, თქვენს ტაქტიკასა და სტრატეგიას აღარიბებს. რადიკალური მიდგომები ყურადღების მიღმა ტოვებს უამრავ საინტერესო ალტერნატივას. კარგავთ მოქნილობას და ლავირების შესაძლებლობას. რატომღაც stuborn (1)ითვლება, რომ სიძლიერე საკუთარი პრინციპების სადარაჯოზე დგომა და მათი დაცვაა. სინამდვილეში ძლიერ ნატურას აქვს უნარი გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი პოზიცია ყურადღებით მოისმინოს. ვიდრე თქვენ მირაჟების და სტერეოტიპების მცველი ხართ, არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ შესაძლებლობები და გზები, რასაც სამყარო გვთავაზობს, ულიმიტოა.

4) სხვისი აზრი

მაგიური გავლენა აქვს ადამიანთა უმეტესობაზე რას იტყვის და რას იფიქრებს სხვა, greatest-fear-of-all-1-15იმდენად მაგიური, რომ ისინი მზად არიან სამსხვერპლოზე საკუთარი თავისუფლება მიიტანონ. გახსოვდეთ, თქვენი თვითნაბადი უნიკალურობა, საკუთარ თავზე უფლების დაკარგვასთან ერთად ქრება. ხშირად მოგისმენიათ ალბათ — ამ საზოგადოების ნაწილი ხარ და ის ქუდი უნდა დაიხუროო… და თუ ეს ქუდი უნდა დაიხუროთ, სჯობს იმთავითვე დაივიწყოთ საკუთარი მისწრაფებები. გაითვალისწინეთ, ზოგიერთ საზოგადოებაში ისე ზრდიან, რომ  სურვილებიც არ აქვთ.

5) სიახლეების შიში

ტრანსფორმაციის შიშია, თქვენ გეშინიათ ყველა მომდევნო გაურკვევლობის, ბუნდოვანების, რადგან სიცხადე თითქოს რაღაც გარანტიებს გაძლევთ. გაურკვევლობა თავისუფალი ვარდნაა და თუ არ იცით ეს რამხელა სიამოვნებაა, დაივიწყეთ შორს მიმავალი გეგმები. ვიდრე თქვენ საკუთარ მტკაველისოდენა მყარ ნიადაგზე დგახართ, არიან ადამიანები, რომლებიც ფრენას სწავლობენ.skydiving-007

ფაქტი ერთია, ჩვენ გვჭირდება საკმარისი სიძლიერე, რომ გავათავისუფლოთ შიშების მიერ ოკუპირებული საკუთარი ტერიტორია, რადგან გავხდეთ წარმატებული და საკუთარი თავის უფალი.