სომხებს არ უყვართ თურქები, თურქებს – ბერძნები, ბერძნებს ალბანელები, რომლებსაც თავის მხრივ არ უყვართ სერბები, სერბებს არ უყვართ ბოსნიელები.
შვედებს არ უყვართ ფინელები, ფინელებს – ესტონელები, ესტონელებს – რუსები, რომლებიც კიდევ ბევრ სხვას არ უყვარს. რუსებსაც თითქმის არავინ უყვართ, მაგრამ განსაკუთრებით ამერიკელები, რომლებიც, პრინციპში, ასევე ცოტას უყვარს.
მონღოლებს არ უყვართ ჩინელები, ჩინელებს ტიბეტელები, ტიბეტელებს საერთოდ ყველა ფეხებზე ჰკიდიათ.
ყაზახებს არ უყვართ ყირგიზები, ყირგიზებს არ ეყვარებოდათ დაკოტის ინდიელები, საერთოდ რომ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ.
ებრაელებს არ უყვართ არაბები, ებრაელები, როგორც რუსები, ბევრს არ უყვარს.
ფრანგებს არ უყვართ არავინ, თავად ისინიც არავის უყვარს.
გერმანელები თავს გვაჩვენებენ, რომ უყვართ ისინი, ვინც ადრე არ უყვარდათ, მაგრამ ღიად არ უყვართ თურქები, რომლებსაც არ უყვართ სომხები.
როგორც ვხედავთ ჩაკეტილი წრეა.
რასაცა გასცემ შენიაო, – წერდა ერთი ჩვენი გენიოსი….
შენ გიყვარს შენი ქვეყანა?