რა საჭიროა სამი ზომით დიდი ბიუსტჰალტერი?

2
1823

აჩუქეთ ქალს მთელი სამყარო და ის ლამაზ შეფუთვასაც მოგთხოვთ, თქვა ერთმა კაცმა ქალების შესახებ და ყველამ აიტაცა. ცოტა უსამართლოდ არ გეჩვენებათ კაცისგან ქალების შესახებ ასეთი შეფასების გაკეთება? ქალი ხომ მუდამ მზად არის მთელი სამყარო გაიღოს საყვარელი მამაკაცისთვის, კაცებს კი ძირითადად გრძელი ფეხების და ლამაზი მკერდის გამო უყვარდებათ.

ერთ-ერთ საიტზე წავაწყდი აი, ამ ფოტოებს, სათაურით ,,დიდი მკერდის საიდუმლო” და გამახსენდა, ქართულ რეალობაშიც ხშირია სამი ზომით დიდი ბიუსტჰალტერის მომხმარებელი ქალი.

zz

მოცლილი მეცნიერები ასკვნიან, ადამიანი ძუძუმწოვარი ცხოველია და კაციც ერთადერთი არსება, ვინც სექსუალურ ურთიერთობებში მკერდს ყურადღებას აქცევსო. სადღაც იმასაც წაიკითხავთ, დიდი მკერდის ყურება მამრობით სქესს სიცოცხლეს უხანგრძლივებსო. კაცებს მოსწონთ დიდ მკერდიანი ქალები ან ძალიან დიდ მკერდიანი ქალებიო… მოკლედ, არის ერთი დავიდარაბა.

სწორედ ამიტომ, ქალსაც  სხვა გზა რა გზა აქვს, თუკი ბუნებამ ზუსტად პარამეტრებში ვერ გამოძერწა,  დგება მაღალ ქუსლებზე და იკეთებს ხელოვნურ მკერდს, ვისაც ხელოვნური მკერდის ფული არ აქვს, იცვამს სამი ზომით დიდ ბიუსტჰალტერს, ან სამ ბიუსტჰალტერს ერთად… გაგიკვირდებათ და ისინიც კი, ვისაც ჩარლი ჩაპლინის მამობრივი დარიგება – ,,შენი შიშველი სხეული მხოლოდ იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს შიშველ სულს შეიყვარებსო“, სასტატუსო ფრაზად გაუხდიათ.

ყველა ქალს ურჩევნია მისი შინაგანი სამყაროს გამო უყვარდეს მამაკაცს, თუმცა რადგან მისგან განსხვავებით მამაკაცს ,,თვალებით უყვარდება“, ანუ შეფუთვას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და თუ ბოროტ ხმებს დავუჯერებთ, ცოტა ზედაპირულიც კია, იძულებულია საკუთარი სულისკენ სხეულის გავლით მიიყვანოს იგი.

anigif_enhanced-buzz-19741-1423247532-14რეალურად, გარეგნობა მხოლოდ წიგნის ყდაა, მთავარი კი შინაარსია, თუმცა მარკეტინგულ საუკუნეში, სადაც ყველაფერი იყიდება, შეფუთვას გასაღების კუთხით მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ქალის პიროვნული თვისებები, მისი შინაგანი სამყარო არის პროდუქტი და მას სურს ამ ,,პროდუქტის“ ერთგული ,,მუშტრის“ პოვნა. ასეთი შედარება შეიძლება ბევრს გულზე მოხვდეს, თუმცა სჯობს ემოციები გვერდზე გადავდოთ და ყველაფერი გავიაზროთ – ვინც სამი ზომით დიდ ბიუსტჰალტერს იცვამს, საკუთარ სხეულს იმად ასაღებს, რაც არ არის.  გასაღება კი გაყიდვაა,  თანაც მოტყუებით გაყიდვა, მეტი არაფერი.

მარკეტინგიც ეს არის, მომხმარებელთა ბაზარი უნდა შეისწავლო და ვერც სტანდარტებში მოქცევის მსურველ ქალებს გავამტყუნებთ, ვისაც ფართო აუდიტორიაზე გასვლა სურთ. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ მათ მარკეტინგული სამყაროს უმთავრესი კანონი არ ესმით – მომხმარებელი არ უნდა მოატყუო. ისინი იმ კომპანიებს ჰგვანან, ერთჯერად მყიდველზე რომ აქვთ გათვლილი პიარკამპანია და მერე უკვირთ, მოტყუებულ ხალხს მათკენ გახედვაც რომ აღარ უნდა.

პიარი კარგია, მაგრამ წარმატებისთვის არათუ მოლოდინის გამართლება, არამედ მოლოდინების გადაჭარბებაც კია აუცილებელი. ტყუილი დაპირება და მომხმარებლისთვის იმედის გაცრუება კრახის სრული გარანტია. მას უკან ვეღარასოდეს მოაბრუნებთ, ან თუ მოაბრუნებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე  ,,უკეთესის” შეძენის შანსი არ აქვს და როგორც კი არჩევანი ექნება, სხვასთან გაიქცევა. შესაძლოა, ეს ქალები შინაარსის ხარჯზე აპირებენ ამ პატარა ტყუილის გაბათილებას და მტკიცედ სჯერათ ისეთ თავბრუდამხვევ სამყაროში შეიყვანენ მამაკაცს, ამ პატარა წვრილმანისთვის ყურადღების მიქცევასაც ვერ მოახერხებს, მაგრამ ცდებიან.

nrm_1409221171-keira-knightley-interiew_magazine_wet_hair
სხეული ყველაზე მეტად გამოკვეთს ადამიანის პიროვნულ ხასიათს, მის სულიერ თავისებურებებს, ინდივიდუალურობას. ამიტომ ,,შეფუთვაც“ ისეთი უნდა გაუკეთო, ეს ინდივიდუალურობა, არ დააკარგინო. თქვენ თქვენი ,,მიზნობრივი აუდიტორია“ უნდა ,,მოიზიდოთ”, თუ გინდათ ერთგული და მადლიერი ,,მომხმარებელი“ გყავდეთ; ის, ვინც შეგიყვარებთ სწორედ იმის გამო, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ და არასოდეს გაგცვლით სხვა, უფრო ლამაზად შეფუთულ ,,საქონელში“.

ოსკარ უაილდი წერდა – ,,იყავი მხოლოდ შენი თავი, ყველა სხვა უკვე დაკავებულია“. ყველას ჰყავს თავისი ნახევარი, ზუსტად ისეთი, როგორიც მას სჭირდება, როგორსაც ის სჭირდება და საკუთარი თავის სხვა ადამიანად გასაღებით, ამ ადამიანს უმცირებთ, თქვენი პოვნის შანსებს. მერე კი  ,,არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ – სხვის ნახევარს. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს“ (ოტია).

მკერდის ზომა მხოლოდ გემოვნების საკითხია, გემოვნებას კი პიროვნება განსაზღვრავს. იმისთვის, რომ სწორი პიროვნება იპოვოთ, პირველ რიგში თვითონ უნდა აკმაყოფილებდეთ საკუთარ გემოვნებას. შეიყვარეთ საკუთარი სხეული, იზრუნეთ მის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ისე, რომ ნუ დაუკარგავთ ინდივიდუალურობას. ის, ვინც თქვენ გჭირდებათ, აუცილებლად შეიყვარებს მას ისეთს, როგორიც არის – ყველასგან გამორჩეულს და უნიკალურს.

ძუძუები

 

Comments are closed.