ხანდახან ისე ვიღლებით წარუმატებელი მცდელობებით, გვგონია, ყველაფერი ვცადეთ და დროა შევეგუოთ იმას, რომ არაფერი გამოგვდისო. არადა, იღბლიანობა სწორედ იმდენჯერ წამოდგომაა, რამდენჯერაც წაიქცევი. ხანდახან ვიმარჯვებთ, ხანდახან ვსწავლობთ, როგორც ერთი ცნობილი გამოთქმა გვარწმუნებს. ედისონი წერდა, – ადამიანთა უმრავლესობამ, არც კი იცის, როგორ ახლოს იყო მიზანთან, როდესაც დანებდაო. ფრაზა – არასოდეს დანებდე, უკვე კლიშედ იქცა, ამიტომ ცარიელ სიტყვებს, ცოცხალი მაგალითები ვამჯობინეთ. მოტივაციისთვის რამდენიმე ცნობილი ადამიანის მძიმე ცხოვრებისეულ ამბებს მოგიყვებით. ისინი ბოლომდე იბრძოდნენ თავიანთი ოცნების ასასრულებლად და უამრავი წარუმატებელი მცდელობის შემდეგაც, არ დანებდნენ:
ჯოან როულინგი
1994 წელს, მისი პირველი წიგნის – ჰარი პოტერის გამოსვლამდე სამი წლით ადრე, იგი ქმარს გაცილდა და თავის პატარასთან ერთად სოციალური დახმარების იმედად დარჩა. ისე უჭირდა, თვითონ შიმშილობდა, ბავშვი რომ გამოეკვება და რადგან კომპიუტერის ყიდვისა და ასლების გაკეთების საშუალება არ ჰქონდა, საკუთარი ხელით ბეჭდავდა წიგნის ყველა ვერსიას გამომცემლებთან გასაგზავნად. გამოცემაზე ბევრჯერ უთხრეს უარი, სანამ ერთი პატარა გამომცემლობის დირექტორის 8 წლის გოგონამ არ წაიკითხა და ჰარი პოტერზე შეყვარებულმა მამას მისთვის მეორე შანსის მიცემა არ თხოვა.
როცა წერა დაიწყო, მწერალს არაფერი გააჩნდა. ის და მისი აგრეთვე მწერალი ცოლი ტრაილერში ცხოვრობდნენ და სხვადასხვა წვრილმანი სამუშაოებით ძვლივს გაჰქონდათ თავი. იმდენად უჭირდათ, ტელეფონიც არ ჰქონდათ და საკუთარ ქორწილშიც ნათხოვარი ტანსაცმელი ეცვათ.
კინგი იმდენ უარს იღებდა გამომცემლობისგან, უარის წერილების შენახვის სისტემაც კი შეიმუშავა. ,,პატარა ლურსმანი ვეღარ იტევდა მასზე მიმაგრებულ ბარათებს, ამიტომ უფრო დიდი ლურსმანი ჩავარჭე კედელში და წერა განვაგრძე“, – გაიხსენა მერე მწერალმა. 60-ჯერ უთხრეს უარი გამოცემაზე, ვიდრე თავის პატარა მოთხრობას დაბეჭდავდნენ, 35 დოლარად. შემდეგში ბესტსელერებად ქცეულ წიგნებზეც კი უარს ეუბნებოდნენ. მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი გამოვიდა.
მსახიობი 14 წლის იყო, როცა მამამისმა სამსახური დაკარგა და ოჯახში კრიზისი დაიწყო. ისინი ნათესავის ტრაილერში გადასახლდნენ და უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდნენ. თავი რომ ერჩინა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ჯიმი დღეში 8 საათი ქარხანაში მუშაობდა დამლაგებლად სწავლის პარალელურად.
15 წლისა პირველად გამოვიდა სცენაზე დედამისის შექმნილი კოსტიუმით და საშინლად წარუმატებლად, თუმცა ბრძოლა გააგრძელა. 16 წლისამ სკოლას თავი დაანება და მთელი დრო კომიკოსობას მიუძღვნა. მალე ლოს-ანჟელესში გადავიდა საცხოვრებლად, მანქანებს აპარკინგებდა და მომავალი წარმატების ვიზუალიზაციით იყო გართული. ერთხელ 10 000 000 ჩეკიც კი გამოუწერა საკუთარ თავს მომავალი საქმეებისთვის, რომელიც 1995 წლის მადლიერების დღით დაათარიღა და ამ ჩეკს იქამდე ინახავდა, ვიდრე რეალობაშიც არ გადმოიტანა. სწორედ 1995 წელს, ამ დღემდე ცოტა ხნით ადრე გააფორმა ხელშეკრულება ფილმისთვის ,,Dumb and Dumber”.
იგი ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, რიგით მეოთხედ. 2 წლის იყო, მშობლები რომ დაშორდნენ. დედა ხელახლა დაქორწინდა და კიდევ ოთხი ბავშვი გააჩინა. მამინაცვალი სატვირთოს მძღოლი იყო, დედა მასწავლებლად მუშაობდა და ეს 10 სულიანი ოჯახის სარჩენად, საკმარისი არ იყო. ხშირად ახალ წელსაც კი არ ჰქონდათ საჭმელი. ისინი ხშირად დადიოდნენ უფასო სადილებზე და სკოლაში ამის გამო ხშირად დასცინოდნენ პატარა სარას. მიუხედავად ამისა, მსახიობს ბავშვობის გახსენება არ თრგუნავს. ალბათ იმიტომ, რომ დედა ყველანაირად ცდილობდა შვილებისთვის ხელი შეეწყო და ხელოვნების სიყვარული ჩაენერგა მათთვის. მას ჭამაზე მნიშვნელოვნად ბავშვების თეატრსა და ოპერაში ტარება მიაჩნდა.
პარკერი 8 წლის იყო, პირველ ტელესერიალში რომ გადაიღეს და რადგან წარმატებით გაართვა თავი, ოჯახმა სამსახიობო კურსებზე სასწავლებლად გაგზავნა. გრძელცხვირიანმა და არასტანდარტული გარეგნობის პარკერმა ბროდვეი მალე დაიპყრო, თუმცა საკუთარ თავს მახინჯ იხვის ჭუჭულს უწოდებდა ხშირად. როცა სექსი დიდ ქალაქში მთავარ როლზე დაამტკიცეს, გაოცდა: მე ხომ ყველაზე არასექსუალური ქალი ვარ მსოფლიოში?
მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც იყო, სკოლიდან გამოაგდეს და ორჯერ სცადა თვითმკვლელობა – ერთხელ თინეიჯერობისას და მეორედ 22 წლის ასაკში. 23 წლის იყო, როცა ატლანტაში გადავიდა, შავ მუშად მუშაობა დაიწყო და კარიერის გაკეთება გადაწყვიტა.
1992 წელს მან პიესა დაწერა და მთელი დანაზოგი ამ პიესის დადგმაში ჩადო. თეატრალური წარმოდგენა მხოლოდ ერთ უქმეებზე დაიდგა და სულ ოცდაათი ადამიანი დაესწრო. ეს იყო კრახი. მას ხელი არ ჩაუქნევია, სპექტაკლზე მუშაობა განაგრძო, უფრო მეტს მუშაობდა შავ სამუშაოზე და ხანდახან მანქანაშიც ეძინა, როცა გასათევი არ ჰქონდა. ექვსი წლის შემდეგ, მეჩვიდმეტე დადგმაზე სპექტაკლმა წარმატება მოიპოვა. 2011 წელს ის “ფორობსის” ყველაზე მაღალანაზღაურებად კაცად დასახელდა თავის დარგში.
ოპრამ ძალიან ბევრი გადაიტანა. იგი ღარიბ, ფერმერულ შტატში დაიბადა. დედამისი მოსამსახურე იყო, მამამისი კი არც კი გეგმავდა დედამისის ცოლად მოყვანას. 6 წლამდე ბებია ზრდიდა ერთ პატარა სოფელში, მერე კი დედამ ახალ ოჯახში წაიყვანა და კოშმარიც დაიწყო. 9 წლის იყო, პირველად რომ გააუპატიურა ნათესავმა. ამ ძალადობამ რეგულარული სახე მიიღო. დედამ მისი დაცვა ვერ შეძლო. ორსული ოპრა სახლიდან გაიქცა. 14 წლისამ ბავშვი გააჩინა, რომელიც მალევე დაიღუპა. მამამ გადაწყვიტა ქალიშვილისთვის მიეხედა და განათლებით დაიწყო: ბიბლიოთეკაში ჩაწერა და ყოველდღე 5 ახალი სიტყვის სწავლას სთხოვდა. 16 წლის ოპრამ ორატორული ხელოვნების კონკურსში გაიმარჯვა და სასწავლო გრანტი მიიღო. მეორე კურსზე იყო, როცა ადგილობრივი ტელეარხის კომენტატორის თანაშემწის ადგილი შესთავაზეს. იგი ცრემლებს ყლაპავდა, როცა ქარიშხლის ან საბირჟო მონაცემების ამბებს აცნობდა მაყურებელს. მას გულწრფელად შეეძლო თანაგრძობა და რა ირონიულიც არ უნდა იყოს, სწორედ იმ თვისების გამო დაკარგა პირველი სამსახური, რაც მერე მის უმთავრეს კოზირად იქცა.
იყავი მხოლოდ შენი თავი. ყველა სხვა დაკავებულია – ოსკარ უაილდი.