,,იყო შარლ ბოდლერი… მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:
რომელი საათია?“
ერნესტ ჰემინგუეის სპირტიან სასმელებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, საკუთარი კოკტეილიც კი მოიგონა ,,სიკვდილი შუადღეზე“. არც იმას მალავდა, საფრანგეთშიც რომ დაჰყო გარკვეული პერიოდი მხოლოდ ღვინის ხათრით. თუმცა ყველაზე მეტად კუბური მოჰიტო უყვარდა. La Bodegita del Medio-ს ტურისტებს დღემდე შეუძლიათ ამ რეცეპტით დამზადებული მოჰიტოს დაგემოვნება:
კლასიკური რეცეპტი:
ერთნახევარი ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი
0,5 ლაიმი
30 მლ მსუბუქი რომი (უმჯობესია Habana Club ან Ron Varadero)
3 ღერი პიტნა
გაზიანი წყალი ან ტონიკი
ყინულის ნატეხები
,,ჯერ შენ იღებ ალკოჰოლს, მერე ალკოჰოლი იღებს ალკოჰოლს და ბოლოს ალკოჰოლი გიღებს შენ“
ფრენისს ყველაზე მეტად ჯინი უყვარდა. რამდენიმე ყლუპი ჰყოფნიდა თვდავიწყების მორევში გადასაშვებად. ისტორიას ახსოვს, როგორ ხტებოდნენ მწერალი და მისი მეუღლე ზელდა ჰოტელ პლაზას შადრევანში, როგორ ხარშავდნენ სტუმრების საათებს პომიდვრის სუპში და როგორ ცხადდებოდნენ საღამოზე, სადაც დრეს კოდი კომფორტულ ჩაცმულობას მოითხოვდა – პიჟამაში. ზელდამ მერე ტანზეც კი გაიხადა და დედიშობილა ცეკვავდა.
ფრენსისის საყვარელი ჯინის რეცეპტი:
სამი პორცია ჯინი
ერთი პორცია ლაიმის წვენი
სოდა
ყინული
,,ალკოჰოლი სიყვარულივითაა. პირველი კოცნა სასწაულია, მეორე – ინტიმური, მესამე – ჩვეულებრივი. მერე კი უბრალოდ ხდი გოგოს”
ჩანდლერი ბევრს სვამდა, უპირატესობას კი ვისკის და ჯიმლეტს ანიჭებდა. იგი სასმლის გარეშე ვერ მუშაობდა. ერთხელ სტუდიის კატეგორიული მოთხოვნით, რომლისთვისაც ფილმის სცენარი უნდა დაეწერა, სმას თავი დაანება, მაგრამ სრულიად დაკარგა შემოქმედებითი უნარები. პროდიუსერი იძულებული გახდა ვისკის მარაგი თავისი ხელით მიეტანა მისთვის სახლში.
ჩანდლერის საყვარელი ჯიმლეტის რეცეპტი:
ორი პორცია ბურბონი
ერთი პორცია ლაიმის წვენი
“მე ქრისტიანი ვარ და თავს ვერ მოვიკლავ, სამაგიეროდ შემიძლია მისიკვდილებამდე გამოვთვრე”
ჯეკის ფავორიტი არც მეტი, არც ნაკლები მარგარიტა გახლდათ. ერთხელ ნიუ-იორკში, White House Tavern-ში, რომელსაც მწერალი ხშირად სტუმრობდა, კაცების ტუალეტის ყველა კედელზე, ყველა კაბინაში, ყველა სარკეზე, ყველა პისუარის თავზე წარწერები გაჩნდა: კერუაკ, წადი სახლში! წარმოიდგინეთ, როგორ მოაბეზრა ყველას თავი. მარგარიტას გარეშე არ ჩაუვლია მის ცხოვრებაში არცერთ დღეს.
მარგარიტას რეცეპტი:
ორი პორცია ტეკილა
ერთი პორცია ლაიმის წვენი
დაფშვნილი ყინული
“სმა თვითმკვლელობის ფორმაა, უბრალოდ მეორე დღეს ცოცხლდები. დალიო, ნიშნავს მოკვდე იმისთვის, რომ თავიდან დაიბადო. მე უკვე 10-15 ათასი სიცოცხლე გავიარე”
მას თითქმის ყველა სასმელი ჰქონდა გასინჯული. სვამდა ყველაფერს, რაც თუნდაც გრამ ალკოჰოლს შეიცავდა, სვამდა, როცა წერდა და როცა არ წერდა, სვამდა რადიოში და სატელევიზიო ეთერშიც კი. ყველაზე მეტად კი უბრალო ,,ბოილერშიკი“ უყვარდა.
მისი რეცეპტი ძალიან მარტივია, არაფრის შერევა საჭირო არ არის. ბურბონი უნდა გადაკრა და მერე ლუდი დააყოლო. სულ ეს არის.
Comments are closed.