მინდა ყველას ვაჩვენო, რომ ის ჯერ კიდევ არსებობს – ფოტოგრაფი რომელიც სიყვარულს იღებს

0
3132

ადრე სხვანაირად უყვარდათო, ბევრჯერ გვსმენია ეს ფრაზა. ხანდახან  ჩვენც გვგონია, ეს გრძნობა გაცვდა და ადრინდელი რომანტიკა დაკარგაო  და რა ბედნიერებაა, რომ ვცდებით. ფოტოგრაფი მოდ ჩალარდიც სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობს. იგი შეყვარებული წყვილების ყოველდღიურობას იღებს და  ფოტოებიც საკმაოდ ინტიმურია, თუმცა სიშიშვლეს სიყვარული, ბავშვურ უმანკოებას სძენს. ,,ვცილობ მათი ყველაზე ღრმა და წმინდა ემოციები დავიჭირო, რათა თაობას, რომელსაც სიყვარულის აღარ სჯერა, გავუზიარო იმედი, რომ ის ჯერ კიდევ არსებობს”, – წერს ფოტოგრაფი.

,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს”, – წერს ერთი ჩვენი გენიალური მწერალი და ჩვენც ვაღიაროთ – ,,ის მაინც ბრუნავს” <3