ყველა დაჩხაკუნება, ყოველი ფოტო ერთ ჩასუნთქვას მჩუქნის, – ამბობს ფოტოგრაფი მაიკლ ლოფერი. იგი დეპრესიას მოგზაურობითა და თავგადასავლებით გაურბის. ჩვენი რესტორნები სავსეა, სადღეგრძელოებში მოხსენიებულ ქართულ, საარაკო ბუნების წიაღში ქართულ კულტურასთან საზიაროდ კი მხოლოდ უცხოელი ტურისტები თუ გაისეირნებენ ხოლმე. საქართველოში დარდის ღვინოში ჩაკვლა უფრო თემატურია, მაგრამ აშკარად არ გვშველის. ყველა გაღიზიანებულია იმით, რომ ყველა გაღიზიანებულია. მალე გაზაფხულდება. ჩინეთში, ნეპალში და პერუში თუ ვერ ვახერხებთ მოგზაურობას, სვანეთის, ხევსურეთის, რაჭის თუ აჭარის სილამაზით შეგვიძლია დავტკბეთ აქვე და ერთმანეთსაც მოვანდომოთ. მეტი მოტივაციისთვის, მაიკლის 300 დოლარიანი, სამოყვარულო ფოტოაპარატით გადაღებულ ფოტოებს შემოგთავაზებთ:
[wzslider]
ეს კი ჩვენი საქართველოა, ეს ცხოვრებაა:
[yframe url=’https://www.youtube.com/watch?v=QjGI2cUj6jk’]
სიცოცხლით სავსე ცხოვრებას გისურვებთ <3