ვაგინიზმი – მისი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

6
5805
(ნაწილი მესამე)
აშშ-ში ვაგინიზმის სატელეფნო ანუ ე.წ. ცხელი ხაზი არსებობს. მე გავესაუბრე მის ხელმძღვანელს, მარკ კარტერს (ფლობს ბაკალავრის ხარისხს განათლებაში), რომელიც ამჟამად ვაგინიზმზე წიგნს წერს. მისი მეუღლე ლიზა კარტერი, რომელიც ამავე ცხელი ხაზის სამსახურის დამფუძნებელია, პროფესიით სამედიცინო რეაბილიტოლოგია (ფლობს ბაკალავრის ხარისხს ფსიქოლოგიაში). მარკმა მითხრა, რომ ის და მისი მეუღლე 19 წელიწადია დაქორწინებულები არიან, ბედნიერნი არიან და სამი შვილი ჰყავთ.
– რატომ დაარსეთ ვაგინიზმის ცხელი ხაზი? – ვკითხე მარკ კარტერს.
– 19 წლის წინ, როცა მე და ლიზა დავქორწინდით, ჩვენ ვაგინზმის პრობლემა გვქონდა. (საყურადღებოა, რომ მამაკაცი არ თვლის, რომ ვაგინიზმი, მხოლოდ მისი ცოლის პრობლემაა და ამიტომაც ყოველთვის ნაცვალსახელს “ჩვენ” ახსენებს – ი.მ) ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში სხვა წყვილებსაც დავხმარებოდით. ჩვენ მრავალმხრივ დახმარებას ვუწევთ ვაგინიზმით დაავადებულებს და მათ შორის დახმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენი ვებსაიტიცაა www.vaginismus.com
– მამაკაცები თუ რეკავენ თქვენთან და რატომ?
– რასაკვირველია. ქმრები, ქალების მეგობარი მამაკაცები ძალიან ხშირად რეკავენ და ჩვენგან ინფომაციის მიწოდებასა და დახმარებას მოელიან. ძირითადად გვეკითხებიან, რომ გავურკვიოთ, აქვთ თუ არა მათ ცოლებს, მეგობარ ქალებს ვაგინიზმი, იკურნება თუ არა იგი, რა სახის მკურნალობა უნდა დაენიშნოთ და ა.შ. ვაგინიზმი ნებისმიერი ასაკის ქალს შეიძლება დაემართოს, რელიგიურობისა თუ განათლების დონის მიუხედავად. სხვათა შორის ბევრი წყვილი ვაგინიზმს მაშინ აღმოაჩენს, როცა ურთიერთობის დასრულებას ცდილობს. ჩვენ არ გვჯერა, რომ ასეთ შემთხვევაში მამაკაცის ქცევა განსაზღვრავს ვაგინიზმს. უბრალოდ ურთიერთობა სრულდება ანუ მას, ასე ვთქვათ, პრეეგზისტენციალური მდგომარეობა აქვს. თუმცა შეიძლება ისიც დავუშვათ, რომ მამაკაცის ქცევა მოძალადეობრივს დაემსგავსოს, როცა ურთიერთობა სრულდება.
– რა ფაქტორებია წამყვანი ვაგინიზმის წარმოქმნისას?
– ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ხასიათის ფაქტორიების დასახელება შეიძლება იმის ასახსნელად, თუ რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს სექსი. ეს შეიძლება იყოს მარცხის განცდა, შიში, არაადეკვატურობა, პრობლემები ურთიერთობაში და ა.შ. ვაგინიზმს ბევრი ტრიგერი აქვს.
– როგორია ზოგადად სტატისტიკა?
– მიიჩნევა, რომ ყოველ 1000 ქალში ვაგინიზმი 2-ს აქვს და მე ამ სტატისტიკას ვემხრობი. ბუნებრივია, ვაგნიზმში მხოლოდ სექსუალური ურთიერთობის შიში არ იგულისხმება. ქვეყნებისა და სხვადასხვა ავტორების მიხედვით, ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა საკმაოდ ვარიაბელურია. ბრიტანეთში 15 -დან 64 – წლის ასაკის ქალების 0,17 პროცენტს ვაგინიზმი აქვს; არიან ექიმები, რომლებიც ამ პაციენტ – ქალთა 7, 20 და 40 პროცენტსაც კი ასახელებენ. ერთი ირლანდიელი ექიმი იმასაც ირწმუნება, რომ ირლანდიაში 1000 წყვილიდან 5-ს ვაგინიზმი აწუხებს. ამერიკაში ვაგინიზმით დაავადებულთაგან 47 პროცენტი მარტო ცხოვრობს ან მეგობარი ჰყავს, ხოლო 53 პროცენტი ქორწინებაში მყოფი წყვილია.
– გაქვთ თუ არა სტატისტიკური მონაცემები აშშ-ში ქირურგიული წესით საქალწულე აპკის აღმდგენთა შესახებ?
– არა. თუმცა ეს უფრო ისილამური ერებისთვისაა დამახასიათებალი და როგორც ვხვდები, ქალს გათხოვებისთვის სჭირდება.
– რა სახის მკურნალობა ინიშნება ვაგინიზმის დროს?
– მკურნალობა მოიცავს ნაბიჯ-ნაბიჯ მენჯის ფუძის “გაწვრთნას”, რათა შეწყდეს სპაზმები, რომელიც სექსუალური ურთიერთობის დროს იწყება. ოჯახური თერაპია არასოდეს გამოირიცხება, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი მკურნალობის წამყვან საშუალებას არ წარმოადგენს.
ია მერკვილაძე
azrebi.ge

Comments are closed.