მუდმივი უკმაყოფილება, პრობლემები… არ მოგწონთ ის, რასაც იღებთ? მაშინ შეცვალეთ ის, რასაც გასცემთ, ამბობს კასტანედა… სამყარო კანონზომიერია, ყველაფერი უკან ბრუნდება… ერთ დღეს…
თუმცა რაღა კასტანედა, ჩვენც ხომ გვყავდა რუსთაველი: რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია! ეს საქართველო არ არის, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია:
უფასო ყვავილები მათთვის, ვინც გიყვართ!ლიფტი საკმაო ხნით გაიჭედა, ქალბატონს კი დაღლა დაეტყო. ახალგაზრდამ მალევე მოუძებნა გამოსავალი.
როცა ხურდას უგდებდა, შემთხვევით ქალბატონს ბრილიანტის ბეჭედიც ჩაუვარდა, ისე, რომ თავად არ შეუმჩნევია. მამაკაცი, როგორც კი შეამჩნია, უკან დაედევნა ქერათმიან ქალბატონს და დაუბრუნა კუთვნილი ბეჭედი
წარწერა ერთ-ერთი სამრეცხაოს შესასვლელში: “თუ უმუშევარი ხარ და გასაუბრებაზე წასასვლელად სუფთა სამოსი გჭირდება, ჩვენ მას უფასოდ გაგისუფთავებთ”.
მთელი მარათონის განმავლობაში 7 ნომრით მოასპარეზე ათლეტი აშკარა პირველობას ინარჩუნებდა და უკან ჰყავდა ჩამოტოვებული სხვა დანარჩენი. სულ ცოტა იყო დარჩენილი ფინიშამდე, როცა მან შეანელა სვლა და ვეღარ აგრძელებდა სირბილს. მეორე ათლეტს, რომელიც წამოეწია შვიდ ნომერს, თავისუფლად შეეძლო სულ ცოტაოდენი ძალისხმევით გაესწრო დაღლილი წინამორბედისთვის, მაგრამ ამის მაგივრად გაამხნევება და მოტივირება დაუწყო მას…
მანქანის მინა ღია დაგრჩათ, მე კი პარკი გადავაფარე, სალონი რომ არ დაგსველებოდათ. კარგ დღეს გისურვებთ.
ამბობენ, რომ ადამიანების ორი კატეგორია არსებობს: ერთი დარდობენ, საით მიექანება სამყარო, მეორენი კი – მიმართულებას ირჩევენ… აირჩიე შენც… შეცვალე შენი, სხვების და მთელი სამყაროს ცხოვრება! ჩვენ ყველანი ერთნი ვართ! (c) დოსტოევსკი <3