რიჩარდ ბახი
სამყარო – ეს შენი სავარჯიშო რვეულია, რომლის ფურცლებზეც ამოცანებს ხსნი. ის რეალობა არ არის, მაგრამ შენ შეგიძლია, რეალობაც გამოსახო მასზე, თუკი ისურვებ.
შენ უფლება გაქვს, წერო სისულელე, ტყუილი და ხანდახან ფურცლებიც კი ამოგლიჯო…
გახსოვდეს, საიდან მოდიხარ, საით მიდიხარ და რატომ შექმენი მთელი ეს გაუგებრობა, რომელშიც, უპირველეს ყოვლისა, თავადვე მოხვდი.
სწავლა – იმის აღმოჩენაა, რაც უკვე იცი.
ქმედება – იმის დემონსტრირებაა, რომ იცი.
სწავლება – იმის შეხსენებაა სხვებისთვის, რაც მათაც ისევე იციან, როგორც შენ.
თქვენ ყველანი სწავლობთ, აკეთებთ და ასწავლით.
ყველაზე კარგად იმის სწავლება შეგიძლია, რისი სწავლაც ყველაზე მეტად გინდა.
ნებისმიერ ცხოვრებაში შენი ერთადერთი ვალდებულებაა: იყო მართალი საკუთარ თავთან. იყო მართალი კიდევ ვიღაცის ან რაღაცის წინაშეც – არამარტო შეუძლებელია, არამედ სიყალბის უპირველესი ნიშანიც.
ისე იცხოვრე, არასოდეს შეგრცხვეს, შენი ნათქვამი და საქციელი მთელი მსოფლიოსთვის რომ გახდეს ცნობილი, თუნდაც ის, რაც ცნობილი გახდება, მართალი არ იყოს.
მეგობრები იმაზე უკეთ გაგიცნობენ პირველივე დანახვისას, ვიდრე უბრალო ნაცნობები ათასი წლის მანძილზე.
პასუხისმგებლობისგან გაქცევის საუკეთესო ხერხია, თქვა: „ამაზე პასუხს მე ვაგებ!“.
არასოდეს თქვა უარი შესაძლო მომავალზე, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ იქ ვერაფერს ისწავლი. ყოველთვის გაქვს უფლება, შეიცვალო აზრი და აირჩიო სხვა მომავალი, ან სხვა წარსული.
არ არსებობს პრობლემები ჯილდოს გარეშე. და შენ თავად ეძებ პრობლემებს ამ ჯილდოს გამო.
ამტკიცე, რომ რამე არ შეგიძლია და დარწმუნებული იყავი, რომ ვერც შეძლებ.
წარმოიდგინე სამყარო, – მშვენიერი, სამართლიანი, სრულყოფილი, და დარწმუნებული იყავი ერთ რამეში: ღმერთს შენზე უკეთესი წარმოსახვის უნარი აქვს.
შენ არასოდეს გეძლევა ოცნება, რომლის ასრულების ძალა არ გაგაჩნია. თუმცა ცოტა შრომაც მოგიწევს ამ ოცნების ასასრულებლად.
პირველქმნილი ცოდვაა – შეზღუდო ერთარსება. ეს არ გააკეთო!
შენი სინდისი შენი ეგოიზმის წესიერების საწყაოა. ყურადღებით უსმინე მას.
ყოველი ადამიანი და შემთხვევა მხოლოდ იმიტომ ჩნდება შენს ცხოვრებაში, რომ იქ შენ დახატე. და რა უნდა უყო მათ შემდგომ, ესეც თავად უნდა გადაწყვიტო.
თავისუფალი და ბედნიერი რომ გახდე, სევდა უნდა გაიღო მსხვერპლად. ყოველთვის ადვილი არ არის ასეთი მსხვერპლშეწირვა.
ნუ შეგაშინებთ გამოთხოვება. მომავალ შეხვედრამდე დამშვიდობება აუცილებელია! და ეს შეხვედრა, გარკვეული ხნის თუ ბევრი ცხოვრების შემდეგ, გარდაუვალია, თუ თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ.
ტესტი იმის შესამოწმებლად, დასრულებულია თუ არა შენი მისია დედამიწაზე: თუ არსებობ, ე.ი. მისია გრძელდება.
მტკიცე რწმენა იმისა, რომ უსამართლობა და ტრაგედიები არსებობს, შენივე უმეცრების მაჩვენებელია. რასაც მუხლუხო სამყაროს დასასრულს ეძახის, ოსტატი მას პეპელას უწოდებს.
Comments are closed.