რაში დასჭირდა ბუნებას ჰომოსექსუალობის მოგონება

4
2431

ჩვენთან ბევრი ფიქრობს,  რომ ჰომოსექსუალობა დაავადებაა, თანაც გადამდები დაავადება, მაგრამ თანაგრძნობითა და სიბრალულით მაინც ვერ იმსჭვალებიან ,,ინფიცირებულების“ მიმართ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ,,ინფექცია“ მისი არსებობის აღიარებითა და დანახვითაც კი შეიძლება გადაედოთ. საზოგადოების დიდი ნაწილი ჰომოსექსუალობას მიიჩნევს მტრად, რომელსაც ხელაღებით უნდა ებრძოლო და სახელმწიფოს მხრიდან არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასაც კი  საკუთარი უფლებების ხელყოფად აღიქვამს.

გეიჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ჩამოუღწევია იმ ამბავს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციმ უკვე  20 წელზე მეტია ამოიღო ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან. იგი მოიაზრება, როგორც განსხვავებული ორიენტაცია. ისტორია მოწმობს, რომ ჰომოსექსუალობა სქესობრივი ინსტიქტების დაბადებასთან ერთად დაიბადა. მეცნიერები კი გვიმტკიცებენ, რომ მსოფლიოს დაახლოებით 14 პროცენტი ყოველთვის იყო და იქნება ჰომოსექსუალი, საზოგადოებაში მათ მიმართ დამოკიდებულების ცვლის მიუხედავად.   იყო დრო და საზოგადოება, სადაც საკუთარი სქესის ადამიანის სიყვარული დასაშვებად და მისაღებად მიაჩნდათ, იყო დრო და საზოაგადოება, სადაც იდევნებოდა და სასტიკად ისჯებოდა მისი ნებისმიერი გამოვლინება, თუმცა იგი ყოველგვარ  პირობებში ახერხებდა არსებობას.

პროპაგანდა, გეიშესაძლოა თუ არა ჰომოსექსუალობის პოპულარიზაცია, რისიც ასე ძალიან ეშინია ერს და ბერს? შესაძლებელია სექსუალური ლტოლვა გაგიჩნდეს ვინმეს მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ მოდაშია ასე?

ოდესღაც ფიქრობდნენ, რომ არ არსებობს ქალური და მამაკაცური ბუნება და რომ ყველაფერს განაპირობებს აღზრდა და სოციალიზაცია. ერთმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჯონ მანიმ, რომელსაც ამ თეორიის გადამოწმება სურდა, ექსპერიმენტიც კი ჩაატარა გასული საუკუნის სამოციან წლებში: ტყუპი ბიჭების მშობლები, დაარწმუნა თავისი თეორიის სისწორეში და ურჩია, ერთ-ერთი ვაჟი, რომელსაც სასქესო ორგანო დაბადებისთანავე დაუზიანდა, გოგონად გაეზარდათ.  მშობლები დათანხმდნენ. დევიდს ბრენდა დაარქვეს,  გოგონად ზრდიდნენ, ასწავლიდნენ ქალურად მოქცევას, გამუდმებით დაჰყავდათ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზე, ჰორმონებსაც კი ასმევდნენ… მან არ იცოდა, რომ ბიჭად დაიბადა, თუმცა ვერაფრით შეეგუა გოგონას როლს და როცა წამოიზარდა კატეგორიული უარი განაცხადა ექიმთან სიარულზე. მაშინ მამამ გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა. ბრენდა ისევ დევიდი გახდა. ასეთი შექმნა იგი ბუნებამ!

homofobiaჩვენ ყველანი ისეთები ვიბადებით, როგორებიც ვართ და მერე სიტუაციიდან გამომდინარე, ან ვმალავთ, ან თამამად ვაღიარებთ. ჰომოსექსუალობა არსებობს ცხოველებშიც, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ინსტიქტებით მოქმედებენ. გამოდის, რომ სექსუალური ლტოლვის ობიექტის შერჩევისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ ინსტიქტებით და ვერავითარი გარემო ვერ მოახდენს ზეგავლენას ჩვენს არჩევანზე. შეუძლებელია ჰომოსექსუალობა გადმოგვედოს იმის აღიარებით, რომ მათაც აქვთ ამ საზოგადოებაში არსებობისა და თავის გამოხატვის უფლება. ვისზე დაქორწინდე შეიძლება გადაწყვიტო იმ პრინციპების მიხედვით, რომელიც ჩაგინერგეს, მაგრამ ვისთან მოგინდეს სექსი, ამას ვერავინ გადაგიწყვეტს ბუნების გარდა.

რატომ გვიჩნდება სექსუალური ლტოლვა, ამაზე გერმანელ ფილოსოფოსს – არტურ შოპენჰაუერს თავისი მოსაზრება აქვს, რომლის შემოკლებული ვერსია ჩვენ სტატიად შემოგთავაზეთ. მისი თეორიის მიხედვით, ბუნებამ ყოველ ჩვენგანში ჩადო ერთგვარი ინსტიქტი – ,,გვარის გენია“, რომელიც მომართულია მხოლოდ და მხოლოდ ჯიშიანი და ჯანმრთელი შთამომავლობის შექმნისკენ და სწორედ ამ ინსტიქტით ხელმძღვანელობს ადამიანი პარტნიორის შსრჩევისას.

გეი, ჰომოფობია, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: თუკი სექსუალური ინსტიქტები მხოლოდ სიცოცხლის გასაგრძელებლად მოგვცა ბუნებამ, რაში დასჭირდა მას ისეთი  კავშირის მოგონება, რომელიც არ იძლევა ნაყოფს?  როგორ ხდება, რომ ,,ჰომოსექსუალობა თავისი არსით ეწინააღმდეგება ბუნებას და თანაც ისევ ბუნებიდან გამომდინარეობს“? შოპენჰაუერი მიიჩნევს,  რომ ნებისმიერი წყვილის შეხვედრისას გვარის გენია მომავალი ბავშვის კომბინაციებს ანგარიშობს და იმის მიხედვით, სჭირდება თუ არა ეს ბავშვი სამყაროს, მათ უჩენს ან არ უჩენს სქესობრივ ლტოლვას ერთმანეთის მიმართ. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მამაკაცს, რომელსაც არ შეუძლია სამყაროსთვის სასურველი ბავშვის შექმნა, ბუნება ქალებისადმი გულგრილს ხდის. ბუნებისთვის უმთავრესია გვარის სუფთად და წმინდად შენარჩუნება და ამიტომ ,,ორი ბოროტებიდან ირჩევს უმცირესს“.

ფილოსოფიის ისტორიაში ამ თემის განხილვა ნოვაცია გახლდათ, მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში ჰომოსექსუალობა სამუდამო გადასახლებით ისჯებოდა. ეს დამოკიდებულება სჩანს კიდეც ნაწერში: მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ამტკიცებს  ,,ეს მანკიერება“ ბუნებიდან გამომდინარებს და ბუნებასთან ბრძოლა, ყოვლად ამაოაო, მაინც შიშობს  მამათმავლობის პოპულარიზაციაში არ დასდონ ბრალი.

ჰომოსექსუალობის მიმართ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულებაც ჩვენში არსებული გვარის გენიის ყივილია, თუმცა, რადგან შეჩვეულები ვართ, რომ სხვის საწოლში ვეძებოთ ბეწვი, საკუთარ ფანტაზიებში დირეს შემჩნევის მაგივრად, მუდამ სხვაში ვხედავთ მტერს.

იესო, ჰომოსექსუალიზმილოგიკურად,  ჩვენი საწოლის ამბები რაში უნდა აინტერესებდეს ღმერთს? სამყაროსთვის განა სულერთი არ უნდა იყოს ვის მოვეფერებით, კაცს თუ ქალს?  სამყაროს მხოლოდ ის ადარდებს ჯანმრთელი და დღეგრძელი თაობა შეუქმნა, რადგან ჩვენი საშუალებით თავადაც განაგრძოს არსებობა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჰომოსექსუალური კავშირი შეიძლება მიჩნეული იყოს ცოდვად და ბუნებიდან გადახვევად, არის ის, რომ ამ კავშირს არ მოჰყვება ნაყოფი, ჰომოსექსუალური კავშირის შედეგად არ იბადება ბავშვი.

სექსის უმთავრესი იდეა არის გამრავლება და ყველა კავშირი, რომელიც ამ იდეას ღალტობს, ბუნების ღალატია.  სამყაროს წინაშე დანაშაულია მხოლოდ ის, რომ სარგებლობ მის მიერ გასამრავლებლად ბოძებული ფუნქციით და არ აძლევ ნაყოფს, თავად სქესობრივი აქტი კი დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობის ცოდვა ყოფილა – როგორც ნებისმიერი სქესობრივი კავშირი, რომელიც მხოლოდ სიამოვნებისთვის ხდება.

3337339941_gay3_xlargeთუკი სექსს განვიხილავთ, როგორც იდეას და ვეცდებით ვიყოთ ლოგიკურები, ნებისმიერი  ჩვენგანი, რომელსაც ჰქონია სექსი მისი ბუნებრივი დანიშნულების გარეშე, ზუსტად ასეთივე ცოდვილია. ასე, რომ, ეგებ სჯობდეს, მოვეშვათ მორალს და ცოდვილები ღმერთთან დავტოვოთ მარტოდ, თავად გაარკვევენ ურთიერთობას.

ბევრჯერ დავფიქრებულვარ, სად იდგებოდა-მეთქი  ქრისტე იმ ავადსახსენებელ 17 მაისს, რომელ მხარეს? არა მგონია, რომ ტაბურეტკა სჭეროდა ხელში… ალბათ, გააფთრებული გადაეფარებოდა ამ ,,ჩასაქოლავ გარყვნილებას“ და მაშინდელივით იტყოდა –  პირველი ქვა იმან ისროლოს, ვინც მათზე უცოდველიაო. დარწმუნებული ვარ,   ვერცერთი გაბედავდით.

Comments are closed.