,,ეს ბიჭების სამყაროა” – მამაკაცური საკითხავი

4
1141

მამაკაცის ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა პირველად ხდება: პირველი ნაბიჯი, პირველი სიტყვა, პირველი კოცნა, პირველი შვილი და ა.შ. დაბადების და სიკვდილის გარდა ყველა მოვლენას განმეორებაც უწერია, მაგრამ პირველი მაინც სულ სხვაა.

2-year-old-penguins-fan-oპირველი კოლექტივი

საბავშვო ბაღი მგლების ხროვის ულმობელი კანონებით. აქ შეძენილი სტატუსი შეიძლება მთელი ცხოვრება გაგყვეთ – სკოლაში, სამსახურში, მოხუცთა თავშესაფარში. არსებობს იერარქია და თქვენც შესაბამის ადგილს იმკვიდრებთ მასში. გსურთ გადარჩეთ? – უნდა ოყოთ ძლიერი, ან ჭკვიანი, ან კარგად დარბოდეთ.

პირველი ჩხუბი

მამაკაცთა სავალდებულო პროგრამა. ზოგჯერ საჩვენებელიც. კარგია, როდესაც კონფლიქტის სიტყვებით განმუხტვა გეხერხებათ, მაგრამ უკეთესია თუკი ამ სიტყვების უკან, ძლიერი არგუმენტის სახით, ასეთივე ძლიერი აპერკოტი დგას. საინტერესო აღმოჩენა: ჩხუბის შემდეგ ოპონენტის მიმართ სიმპათია გიჩნდება და თუ ერთ-ერთი თქვენგანი არასრულწლოვანთა კოლონიაში არ მოხვდა, შესაძლოა საუკეთესო მეგობრებიც გახდეთ.

ill-fight-you

პირველი ორგაზმი

ეს რა იყო? საიდან აღმოჩნდა ეს უცნაური ბლანტი სუბსტანცია თქვენს საცვალში? საჭიროა ყველაფერში კარგად გარკვევა. საერთო ჯამში დადებითი შეგრძნებებია, მაგრამ ღამის 3 საათზე ზეწრის უჩუმრად გარეცხვაც არაა ადვილი საქმე. ამ ნაკლებად ჰიგიენური, საკრამენტული აქტისა და გადაწყვეტილებების შედეგად ბიჭუნა ყმაწვილად იქცევა და ორგაზმისთვის საყოველთაო რბოლაში ერთვება. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე მულტფილმები, ჯარისკაცები და ნაყინი ერთად აღებული. უახლოესი 50 წლის ცხოვრების მიზანი განსაზღვრულია.

პირველი პარსვა

ყმაწვილებს პარანოიდალური ეჭვები სჩვევიათ: გავხდები კია მამაკაცი? ხომ არ მოხდება რამე გენეტიკური ჩავარდნა? რამე ისეთი ხომ არ გამეზრდება, რომ იხვნისკარტას, ან კიდევ უარესი, ქალს დავემსგავსო? და აი – ვაშა! ვაშა! დიდი ხნის ნანატრი ღინღლი ლოყაზე. არასდროს მანამდე იმდენი ხანი არ დაყოვნებულხართ სარკესთან, რამდენიც პირველი გაპარსვის დროს დაჰყავით. მომდევნო სამ-ოთხ ჯერზეც ინტერესი არ განელდება, შემდეგ კი წვერის პარსვა უარეს შემთხვევაში რუტინად, უკეთეს შემთხვევაში რიტუალად იქცევა. ამ მომენტიდან და სიცოცხლის ბოლომდე საპარსი საშუალებების მწარმოებელი კომპანიების ნადირობის ობიექტად იქეცით.

tumblr_mqghkmoVwm1rldc56o1_500

პირველი სიყვარული

კიკინებიანი გოგონა. რატომღაც მოგწონს, თუმცა გაუგებარია რატომ. მას ვერ შესჭამ, მისით ვერ ითამაშებ, ნორმალურად ვერც ესაუბრები. როცა ახლომახლოა გსურს ჩაიდინო ისეთი რამ, რომ ყურადღება მოგაქციოს – მაგალითად ცხვირი გაუტეხო. ცოტა ხანში ქალების მიმართ შენი სურვილების შესახებ იმდენს შეიტყობ, რომ ვინძლო მოიწყინო.

პირველი ქალი

თეორიაში სექსის შესახებ უკვე ყველაფერი იცი. პრაქტიკის მოლოდინი ბოლო სამი ოთხი წლის ცხოვრების ყოველდღიურ ფონად იქცა. უკვე დიდი ხანია დაარწმუნე საკუთარი თავი, რომ“ვაჟიშვილი” არ ხარ. როდესაც შენი ასაკოვანი მეგობრები საკუთარი სექსუალური გამოცდილების შესახებ ტრაბახობდნენ, არც შენ ჩამორჩებოდი, თუმცა გულში გშურდა მათი და ცოტაოდენი გრცხვენოდა საკუთარი ტყუილების. გამოცდების და სწავლის ტვირთი ბევრად მსუბუქი იყო, ვიდრე “ვაჟიშვილობისა”. და აი ესეც მოხდა. მართალია სულ რაღაც 10-15 წამი გასტანა, კარგად ვერც გაიგე რა მოხდა, მაგრამ განა ესაა მთავარი? შენს გონებაში რამდენიმე დღეა სალუტები სკდება, დაფის და ნაღარის ცემა არ წყდება – მე მამაკაცი ვარ! მე მამაკაცი ვარ! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ სექსში. მკერდის ეს ფორმა და ეს არომატი დიდი ხნით თქვენს ფეტიშად იქცევა.

პირველი თრობა, პირველი ნაბახუსევი

hangover-workდა კომპენსაციის კანონის გათავისება. რაც უკეთ გრძნობ თავს დღეს, მით უარესად იგრძნობ ხვალ. ყველა სიამოვნებისთვის მოგიწევს საფასურის გადახდა. ეს საფასური შეიძლება იყოს საკუთარი ჯანმრთელობა, სინდისის ქენჯნა, ან აი ეს კონკრეტული “თავი მისკდება”. ოღონდ არასდროს თქვა აღარასდროს ნაბახუსევის დროს. გამოდი მდგომარეობიდან და ფხიზელ გონებაზე განსაჯე და არასდროს აურიო ღვინო და არაყი. განსაკუთრებით ასეთი ღვინო და ასეთი არაყი. საინტერესოა, მაინც რამდენი დავლიეთ გუშინ? …

პირველი ერექტილური დისფუნქცია

თქვენ მანდ ქვევით ხომ არ შეიშალეთ? ყველა ინგრედიენტი სახეზეა: შიშველი ქალი … პრინციპში მეტი რაღა გჭირდებათ? რა საკითხზეა გაფიცვა? პირველი წარუმატებლობა უფრო მეტად გაოცებას იწვევს, ვიდრე წუხილს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ხელმა უარი თქვა ჩანგლის აღებაზე, ან ტვინმა დაივიწყა რამდენია ორჯერ ორი. მხოლოდ მოგვიანებით იგებ, რომ ეს ყოველივე შეიძლება ზედმეტი ვნებათაღელვის, ან ბანალური დაღლილობის შედეგიც კი იყოს. ამ მომენტში კი პანიკას და დეპრესიას შეუპყრიხართ – მე არ ვარ მამაკაცი! ამგვარ სიტუაციას ყველა მამაკაცი მანამდე განიცდის, ვიდრე მოელოდა, ხოლო ასაკში შესული ღიმილით იხსენებს.

Close+your+eyes+just+before+the+crash+from+tumblr_11ed42_4256442პირველი ავტო, პირველი ავარია

როდესაც პირველად აღებთ ასაკით თქვენზე ბევრად უფროსი, მაგრამ თქვენი საკუთარი ოპელის, ანფოლკსვაგენის კარს, განუზომელი სიამაყის გრძნობა გეუფლებათ. ტაატით ჯდებით საჭესთან და ირგვლივ მყოფებს ათვალიერებთ. დღემდე მთელი თქვენი ქონება შეგეძლოთ ხელში აგეღოთ, ან უკეთეს შემთხვევაში გვერდზე ოთახში გაგეტანათ. ეს ნივთი კი არც ზურგჩანთაში ეტევა, არც სახლში და მაინც იგი უკვე თქვენია. თქვენს 10 000 გარბენამდე იგი ვეება გეჩვენებათ და გეშინიათ ქუჩის პირზე ჩამომწკრივებულ ბოძებს არ გამოსდოთ. 10 000-ის შემდეგ უკვე ადვილად ძვრებით ორღობეებში, მოძრაობის საპირისპირო მხარესაც გადადიხართ და რწმუნდებით, რომ სხვა მანქანას ვერაფრით გამოედებით. თუმცა ეს მაინც ხდება. უცნაურია, ავტობუსსა და ბეტონმზიდს შორის აშკარად იკვეთებოდა ერთი მანქანის ადგილი. რა დამამცირებელია ქუჩაში, დამტვრეული მანქანის გვერდზე დგომა?!

Friends13პირველი სამსახური

თავიდან თამაშს გაგონებთ. თქვენ გულში ხარხარებთ, როდესაც კოსტიუმიანი სერიოზული ბიძია, სერიოზული სახის გამომეტყველებით გაძლევთ პაკეტს და გავალებთ ქალაქის მეორე ბოლოში გაიტანოთ. ქალაქის მეორე ბოლოში ამ პაკეტს ასევე კოსტიუმიანი ბიძია, ასევე სახის სერიოზული გამომეტყველებით გართმევთ. მგონი ამათმა მოილაპარაკეს. კიდევ ცოტა ხანი სამსახური თამაშს ჰგავს, ცოტა ხნის შემდეგ კი წყევლას. გამოსავალი ორია – ან მოეშვათ, ან საყვარელი საქმე იპოვოთ. საყვარელი საქმე ყველას აქვს. ზოგს ბირჟის მაქინაციები მოსწონს, ზოგს ისრის სროლა. დღეს პირველებს უმართლებთ, 2 000 წლის წინ მეორეებს უმართლებდათ. თუ თქვენს საყვარელ საქმეში ფულს არ გიხდიან, ნუ დაელოდებით მოვლენების განვითრებას, 2 000 წელი არაა მცირე ვადა.

წყარო: bold.ge

Comments are closed.